mama Posted December 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2012 პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბანკების მიერ მოსახლეობის ბინებიდან გამოსახლების ფაქტები აღარ მოხდება. აღნიშნული პრობლემა გარკვეულწილად უკვე მოგვარდა ქობულეთში და იგეგმება, რომ ეს პროცესი მთელ საქართველოზე გავრცელდეს.”იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაზე აქტიურად ვმუშაობთ. ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიაც შეიქმნა, შედეგებიც გვაქვს და მიმდინარეობს შემდგომი შესწავლა. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ქობულეთში მაცხოვრებელ ოჯახებს გადაუვადდათ კრედიტები. ქობულეთში არცერთი გამოსახლება აღარ მოხდება. სესხების გადავადება ერთი წლით მაინც მოხდება და ამ დროის განმავლობაში გავერკვევით რით შეგვიძლია დავეხმაროთ. რა თქმა უნდა ყველა კრედიტს სახელმწიფო ვერ გაისტუმრებს, მაგრამ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ქობულეთის ვარიანტი გვინდა მთელ საქართველოზე გავრცელდეს. მარტო ქობულეთში არ არიან გაჭირვებულები და ბანკის კრედიტით დაზარალებულნი, ძალიან ბევრია საქართველოს სხვა კუთხეებშიც. თუმცა ზოგადად რთული საკითხია, ვაპირებთ რომ გამოსახლებები აღარ მოხდეს. ბანკებიც გადატვირთულნი არიან და არც მათ ინტერესშია ეს. მსგავსი პრობლემის მქონე საზოგადოების დიდი მასაა, თანხებში ეს ძალიან დიდი ციფრია, ბიუჯეტი ამას ვერ დაფარავს, მაგრამ ჩვენ ორივე მხარეს პრობლემის დარეგულირებაში ვეხმარებით,” - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.მკითხველს შევახსენებთ, რომ ქობულეთში მცხოვრებ 272 ოჯახს პროცენტები, რომლებიც კრედიტებზე 2008 წლის ომის შემდეგ დაეკისრათ, უკვე მოეხსნათ.აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ანზორ თხილაიშვილის თქმით, აჭარის ახალ მთავრობას ამ კონფლიქტის დარეგულირება დაევალა. კლიენტებსა და ბანკებს შორის ინდივიდუალური ხელშეკრულებები დაიდება გადახდის ახალი გზების მოსაძებნად.ქობულეთში მოსახლეობამ საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობისთვის კრედიტები 2008 წელს აიღო, ხოლო სეზონის ჩავარდნის გამო ნაწილმა თანხის დაბრუნება ვერ შეძლო. http://georgianbanks.com/index.php?option=com_content&view=article&id=538%3Aivanishvili&catid=59%3Ai-gamocemebi&lang=kaროგორ იშოვა ამ კაცმა მილიარდები??? :what:ირანული მოდელი შემოვიღოთ სადაც სესხზე პროცენტის აღება ღარიბთა დისკრიმინაციად ითვლება :brr: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted December 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2012 On 12/26/2012 at 8:11 AM, mama said: პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბანკების მიერ მოსახლეობის ბინებიდან გამოსახლების ფაქტები აღარ მოხდება. აღნიშნული პრობლემა გარკვეულწილად უკვე მოგვარდა ქობულეთში და იგეგმება, რომ ეს პროცესი მთელ საქართველოზე გავრცელდეს.იქნება მალე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qeti32 Posted December 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2012 On 12/26/2012 at 8:11 AM, mama said: ირანული მოდელი შემოვიღოთ სადაც სესხზე პროცენტის აღება ღარიბთა დისკრიმინაციად ითვლება აუუ ეგრეც არაა რა ამ ბანკებს გამოჭერილი ყავთ ხალხი და ბოლომდე აღატაკებენ, ჯერ რა პროცენტები აქვთ მერე რა სერვისი საერთოდ დიდი განუკითხაობაა მაგ სფეროში. ეხლა არ დამიწყოთ აქ თუ არ გინდოდა რას გამოგქონდა კრედიტი და მსგავსი ტექსტები, ადამიანს როცა გადაუდებელი საჭიროება აქვს მაშინ გამოაქ კრედიტი ტყუილად არავის ეხალისება, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2012 ბანკებისგან ძირითადად სახელმწიფომ უნდა გვიხსნას ხოლმე.. საკრედიტო სისტემა - ლეგალური თაღლითობაა რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 27, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2012 On 12/27/2012 at 1:23 PM, qeti32 said: ეხლა არ დამიწყოთ აქ თუ არ გინდოდა რას გამოგქონდა კრედიტი და მსგავსი ტექსტები, ადამიანს როცა გადაუდებელი საჭიროება აქვს მაშინ გამოაქ კრედიტი ტყუილად არავის ეხალისება, მარტო გაჭირვებულებიც არ არიან ;) ბევრი იღებს სესხს საქმეში ჩავდებ და ფულს ვიშოვიო მერე თავის სისულელით დაკარგავენ ფულს და სახელმწიფომ უნდა უხადოს თურმესახელმწიფო რა გგონია??ბიძინა თავის ჯიბიდან კი არ იხდის სდა ბიუჯეტის ფული უფრო მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს ვიდრე სესხების გადაფარვააახლა რო სესხები დადაფაროს სახელმწიფომ როგორ გგონია სხვები არ იფიქრებენ ეს რა კაიაო და არ მიესევა ბანკებს რიგები კრედიტის ასაღებად? On 12/27/2012 at 2:42 PM, Nukriko said: ბანკებისგან ძირითადად სახელმწიფომ უნდა გვიხსნას ხოლმე.. სახელმწიფოს რა ვალდებულებებიც აქვს იმას ვერ ასრულებს ნორმალურად და ახლა კიდე ეს მოსთხოვე On 12/27/2012 at 2:42 PM, Nukriko said: საკრედიტო სისტემა - ლეგალური თაღლითობაა რა საერთოდ კაპიტალიზმია თაღლითობა ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ajax Posted December 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2012 პატრიარქმა არაერთხელ მოუწოდა ყოფილ ხელისუფლებას მაგრამ ყური არ შეიბერტყეს,როგორც ჩანს ბიძინამ გაითვალისწინა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 27, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2012 On 12/27/2012 at 7:39 PM, Ajax said: ,როგორც ჩანს ბიძინამ გაითვალისწინა კაია მერე მაგი?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ajax Posted December 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2012 On 12/27/2012 at 7:46 PM, mama said: კაია მერე მაგი??რატომ არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 27, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2012 On 12/27/2012 at 8:03 PM, Ajax said: რატომ არა? საძმაკაცომ საქეიფოთ ფული რო შეაგროვოთ და ერთმა მთელი თანხა კაზინოში წააგოს კაი იქნება?? კიდე ანდობთ იმას ფულს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ajax Posted December 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2012 On 12/27/2012 at 8:08 PM, mama said: საძმაკაცომ საქეიფოთ ფული რო შეაგროვოთ და ერთმა მთელი თანხა კაზინოში წააგოს კაი იქნება?? კიდე ანდობთ იმას ფულს?კარგად ვერ მიგიხვდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 27, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2012 On 12/27/2012 at 8:37 PM, Ajax said: კარგად ვერ მიგიხვდი ფული გამოიტანეს ბანკებიდან შეჭამეს,დახარჯეს,დაკარგეს და ახლა მსხვერპლის როლში გამოდიან და მთავრობას სთხოვენ დაგვეხმარეთო. სწორია??უნდა მოხდეს სათითაოდ განხილვა და ვინც მართლა გაჭირვებულია ან რამე უბედური შემთხვევის გამო ვერ მოახერხა სესხის დაფარვა მათ უნდა დავეხმაროთ მარა არა ასე მასობრივად ყველას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ajax Posted December 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2012 On 12/27/2012 at 8:43 PM, mama said: ფული გამოიტანეს ბანკებიდან შეჭამეს,დახარჯეს,დაკარგეს და ახლა მსხვერპლის როლში გამოდიან და მთავრობას სთხოვენ დაგვეხმარეთო. სწორია??უნდა მოხდეს სათითაოდ განხილვა და ვინც მართლა გაჭირვებულია ან რამე უბედური შემთხვევის გამო ვერ მოახერხა სესხის დაფარვა მათ უნდა დავეხმაროთ მარა არა ასე მასობრივად ყველას.კარგი იქნება პროცენტებს თუ დაწევენ თორე დახმარებით რომელ ერთს უნდა დაეხმარო?ერთი ახლობელი მყავს,რომელმაც 400 ათასი $ გამოიტანა და ვერ იხდის ეხლა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 27, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2012 On 12/27/2012 at 8:45 PM, Ajax said: კარგი იქნება პროცენტებს თუ დაწევენ ამმხრივ რისი გაკეთებაც შეუძლიათ არის ანტიმონოპოლიური სამსახურის გაძლიერება ან სახელმწიფო სესხების გაცემა შედარებით დაბალ პროცენტში,თუმცა არამგონია ამის ფინანსები ჰქონდეთ. ამიტო ისევ ჯობია მონოპოლიებს ებრძლონ და ინფლაცია დაარეგულირონ. On 12/27/2012 at 8:45 PM, Ajax said: თორე დახმარებით რომელ ერთს უნდა დაეხმარო?დახმარება და ქველმოქმედება არაა სახელმწიფიოს პრიორიტეტი On 12/27/2012 at 8:45 PM, Ajax said: ერთი ახლობელი მყავს,რომელმაც 400 ათასი $ გამოიტანა და ვერ იხდის ეხლა რატო გამოიტანა ან რატო ვერ იხდის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ajax Posted December 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2012 On 12/27/2012 at 8:52 PM, mama said: ამმხრივ რისი გაკეთებაც შეუძლიათ არის ანტიმონოპოლიური სამსახურის გაძლიერება ან სახელმწიფო სესხების გაცემა შედარებით დაბალ პროცენტში,თუმცა არამგონია ამის ფინანსები ჰქონდეთ. ამიტო ისევ ჯობია მონოპოლიებს ებრძლონ და ინფლაცია დაარეგულირონ.როგორც ვიცი გერმანიაში 1,5-2% არის პროცენტი კრედიტზე და აბსოლუტურად ყველა სარგებლობს,დაახლოებით ასეთი რაღაც კარგი იქნება ოღონდ ყველა უსაქმურს არ უნდა მისცენ On 12/27/2012 at 8:52 PM, mama said: რატო გამოიტანა ან რატო ვერ იხდის?რაღაც ბიზნესებში დააბანდა,გამდიდრება მოუნდა ეტყობა და ჩაუვარდა ბიზნესი,არ გაამართლა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 27, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2012 On 12/27/2012 at 9:19 PM, Ajax said: როგორც ვიცი გერმანიაში 1,5-2% არის პროცენტი კრედიტზე და აბსოლუტურად ყველა სარგებლობს,დაახლოებით ასეთი რაღაც კარგი იქნება ოღონდ ყველა უსაქმურს არ უნდა მისცენსესხის გაცემისას ხდება სხვადასხვა რისკების შეფასება რაც დიდია რისკები მით უფრო დიდია პროცენტიც. საქართველოში კი არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური სტაბილურობა არაა, რაც ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს კაპიტალბრუნვისთვის On 12/27/2012 at 9:19 PM, Ajax said: რაღაც ბიზნესებში დააბანდა,გამდიდრება მოუნდა ეტყობა და ჩაუვარდა ბიზნესი,არ გაამართლა მესმის რო ახლობელია მარა ობიექტურად რო ვიმსჯელოთ რატო უნდა დაეხმაროს სახელმწიფო,ჩვენი ფულით, კრედიტის გადაფარვაში?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.