Jump to content
Planeta.Ge

აისაფის მისია - მსხვერპლშეწირვა ოკეანის გადაღმელ ბატონს


Recommended Posts

უკვე დიდი ხანია, რაც ქართული ჯარი მონაწილეობს ე.წ. "აისაფი"-ს მისიაში. ისინი ავღანეთში მშვიდობას იცავენ. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე ეს დაიწყო საქართველოს ხელისუფლებაში პრეზიდენტ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ. პროამერიკულმა მთავრობამ რომელიც მზად იყო ყველაფერი "მიეცა" რათა ოკეანის გადაღმელი ბატონის გული მოეგო, მართლაც ყველაფერი "მისცა". ჩემი სუბიექტური აზრით საქართველოს არაფერი ესაქმება ავღანეთში. მითუმეტეს მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები ჯარის რაოდენობას ამცირებენ, ჩვენ კი - ვზრდით და ვზრდით უსაშველოდ. პრეზიდენტი და ოკეანის გაღმელი ბატონი, იგივე აშშ გვეუბნებიან: თუ საქართველო ავღანეთში ჯარისკაცების რაოდენობას გაზრდის, თუ იქ რაც შეიძლება დიდხანს ვიქნებით და უფრო მეტი და მეტი ვაჟკაცი შეეწირება ამერიკის ინტერესებს, უფრო მალე მიგიღებენ ნატოშიო. დავესესხები შალვა ნათელაშვილს და ვიტყვი რომ ისინი გვეუბნებიან: ნატოს კარი ღიააო, მაგრამ საქართველოს რომ შიგნით არ უშვებენ?! გარბის ნატო და მისდევს პრეზიდენტი სააკაშვილი ძახილით: დეიდა ნატო, დეიდა ნატო! (იხ. ფილმი სხვისი შვილები).

ხუმრობა იქით იყოს და ახლა არგუმენტებზე გადავიდეთ, თუ რატომ არის ჩვენთვის უარყოფითი შედეგის მომტანი "აისაფი"-ს მისიაში მონაწილეობა.

უპირველესყოვლისა, ყველაზე ადვილად გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, არცისე დიდი ერი ვართ რომ სხვისი ტერიტორიების დაცვას შევწიროთ ჩვენი ჯარისკაცები. ანუ, ყოველივე ეს, საგრძნობლად დიდ დარტყმას აყენებს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას. მემგონი არ არის საჭირო კიდევ უფრო დაწვრილმანება.

ახლა იმ საკითხსაც შევეხოთ, ეს მსხვერპლშეწირვა რომ ამართლებდეს და მართლაც მიგვიღონ ნატოში, რამდენად გვჭირდება ყოველივე ამის ფასად არაბული ქვეყნების გადაკიდება. რამდენჯერაც ჩვენს ოკეანის გადაღმა მყოფ ფაშას მოეპრიანება ნავთობზე სანადიროდ გასეირნება, თუ ყველგან ჩვენი ჯარის დახმარება გახდა საჭირო, დავფიქრდეთ, რამდენ ქვეყანას გადავიმტერებთ. ჩემი აზრით, ეს უფრო იმ სამშვიდობო მისიას გავს, როგორ მშვიდობასაც რუსული ბაზა ამყარებდა საქართველოში. ამის დასტურია თვეში მინიმუმ ერთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცი და შემდეგ რასმუსენისა და სხვა დასავლელი ლიდერების "შეწუხებული" სახეების ყურება "კურიერსა" თუ "მოამბეში". ისინი გამოთქვამენ სამძიმარს, შემდეგ კი აგრძელებენ საქართველოს ხელისუფლების შეგულიანებასა და წაქეზებას. ეს მხარდაჭერა არ არის, მეგობრებო, ამაზე მე ერთი ძველი გამონათქვამი მახსენდება: "გააგიჟეს მურია, შეაჭამეს მგლებსაო". - აი ასე ექცევიან ჩვენს აწ უკვე ოპოზიციონერ ხელისუფლებას დასავლელი ლიდერები.

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც არ ვთვლი საჭიროდ ავღანეთში ჯარის გაგზავნას. ამას მიხეილ სააკაშვილი იმით ხსნის, აქაოდა რასმუსენის გულს მოვიგებთო და ნატოში მიგვიღებენო. ბატონ მიხეილს ავიწყდება ერთი რამ, ნატოში იქამდე არ შეგვიშვებენ, ვიდრე ტერიტორიულ მთლიანობას არ აღვადგენთ ან საბოლოოდ არ დავთმობთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. თურმე ტყუილად ვიგიჟებთ თავს, არა ბატონო მიხეილ?!

და ბოლოს: ნუ იომებ სხვის ომში, რადგან, შენ იქ გამარჯვებულად არასოდეს გამოგაცხადებენ....

http://intermedia.ge...83%91%E1%83%90/

post-8685-0-09742300-1356454661.jpg

Edited by ოთო1991
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 59
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ჩემი სუბიექტური აზრით საქართველოს არაფერი ესაქმება ავღანეთში.
აპა რა სარგებლობა მოაქვს, ჯარისკაცებს რომლებიც ავღანეთში არიან? :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze

არავითარი სარგებელი. მემგონი არგუმენტირებულად წერია მანდ ყველაფერი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არავითარი სარგებელი. მემგონი არგუმენტირებულად წერია მანდ ყველაფერი

 

მეც წინააღმდეგი ვარ ჩვენი ჯარისკაცები სადღაც ავღანეთში იბრძოდნენ სრულიად გაუგებარი მოტივებით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნატოში ამჟამად ჩვენი გაწევრიანება არის ზღაპარი...

ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ გარკვეული ვალდებულებები ნატოს მიმართ, ისევე როგორც ნატოს წევრების მიმართ. ჩვენ ამჟამად თითქმის ყველა იმ ვალდებულებას ვარსულებთ რასაც ნატოს წევრი ქვეყნები, ნატოს კი არანაირი ვალდებულება არ აქვს ჩვენს,როგორც არაწევრი ქვეყნის, მიმართ. რატო აიტკიებს და რატო დაიმატებს პროლემებს? თუ ისედაც იღებს ყველაფერს რისი მიღებაც სურს და სანაცვლოდ არაფრის გაცემა არ უწევს?

 

ავღანეთის ომი დაპყრობითი ხასიათისაა, კარგად შეფუთული "სამშვიდობო მისიით" და საქართველოს არაფერი არ ესაქმება იქ!

 

 

ამჟამასდ ერთი ქართველი ჯარისკაცია დაკარგული..........

 

 

აპა რა სარგებლობა მოაქვს, ჯარისკაცებს რომლებიც ავღანეთში არიან?

ცინკის კუბო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოთო1991რა არა. გეოპოლიტიიკა დაგავიწყდათ? თუ გგონიად, (ქვეყნის სილამაზე მოხიბლა) :facepalm:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze

ყველა კითხვაზე ჩემი პირველი პოსტი გაგცემს პასუხს. თუ რამე ვერ გაიგე, ორაზროვანი კითხვების გარეშე მომმართე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნატოში ამჟამად ჩვენი გაწევრიანება არის ზღაპარი..
ზღაპარი რო არის ისედაც გასაგებია, მაგრამ რო გვჭირდება სხვაა.თანაც (შენ დაეხმარე და შენ დაგეხმარებიან) თუ გგონიად ავღანეთში უბრალოდ მიდიან? :facepalm: :facepalm: :dash2: :dash2:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფარა, ბაბა, ფარა!

სახლი უნდა ვიყიდოო და ნათესავიც წავიდა :facepalm: რათ უნდათ ეგეთი ან სახლი ან ფული? დებილი ღორები არიან

ხო უნდა მოიხმარო ის ფული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა კითხვაზე ჩემი პირველი პოსტი გაგცემს პასუხს. თუ რამე ვერ გაიგე, ორაზროვანი კითხვების გარეშე მომმართე
რომელ კითხვაზე გაეცი ფასუხი? და პირდაპირ თუ გინდა გაიგო აგიხსნი, (გინდა ევროპა მოგაქციონ ყურადღება მაშინ გააკეთე მნიშნელოვანი ანუ (გეოპოლიტიკაში) რამე) თანაც კითხვა, უადგილოა :facepalm:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახლი უნდა ვიყიდოო და ნათესავიც წავიდა რათ უნდათ ეგეთი ან სახლი ან ფული? დებილი ღორები არიან ხო უნდა მოიხმარო ის ფული?
კაცო, გეოპოლიტიკა იცით რაა?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცო, გეოპოლიტიკა იცით რაა?

კოლონიზაციაც ვიცი ;)

არცერთი სიცოცხლე არ მიღირს პირადად მე არანაირ პოლიტიკად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...