mama Posted December 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2012 ვერ გავიგე რუსეთისგან განვთავისუფლდით და ამერიკას დავემონეთ დიდი წინსვლაა?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mercia merlani Posted December 22, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2012 რუსეთისგან განვთავისუფლდით და ამერიკას დავემონეთ დიდი წინსვლაა?? ძველ დროს თუ შევადარებთ კი, თანამედროვეობაში კი ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2012 mercia merlaniდა ეს რაში სჭირდებოდათ? ვის სჭირდებოდა? თავის კაცი რომ მოსულიყო ხელისუფლებაში და მოვიდა კიდევადაც. ამიხსენი, როგორ? გადახედე სააკაშვილის დროს და დღესაც რას ფლობს რუსული კომპანიები, რა პოლიტიკას ატარებს ქართული ხელისუფლება მათ მიმართ და ადვილი გასაგები იქნება. ნეოკოლონიალიზმის მახასიათებელი იცი რა არიც? - ევროპაში მაგალითად საფრანგეთის ყოფილ კოლონიებში, გაცხადებული აქვთ რომ საფრანგეთს ებრძვიან, მაგრამ სინამდვილეში ყველანაირი ეკონომიკური ბერკეტები აფრიკაში ფრანგებს აქვთ და ისე აგდებენ ხელისუფლებებს, როგორც მათ სურთ. დროშების ფრიალი აღარ ნიშნავს დამოიკიდებლობას.. ესეა საქართველოსთან მიმართებაშიც. სააკაშვილი რომ ხელს უქნევდა რუსებს, ეს სინამდვილეში ჩვენს სანახავად უქნევდა, თორე რეალურად ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთი რეგიონში დარჩენილიყო.. საქართველოში 9 აპრილმა დაარღვია9 აპრილის შემდეგ რა მოხდა? რა პროცესები მოხდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2012 ძველ დროს თუ შევადარებთ კი,ეგ ისედაც იქნებოდა, დრომ მოიტანა ბევრი რამ თანამედროვეობაში კი ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ ბოლოს რაც მოხდა მართლა ეგაა რა დროშების ფრიალი აღარ ნიშნავს დამოიკიდებლობას.. ესეა საქართველოსთან მიმართებაშიც. :yes:თუ რეალურად გადავხედავთ ჩვენ ვერც ვერასდროს ვერ ვიქნებით დამოუკიდებლლები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2012 თუ რეალურად გადავხედავთ ჩვენ ვერც ვერასდროს ვერ ვიქნებით დამოუკიდებლლები ეს ჩვენზეა დამოკიდებული.. 1) გეოპოლიტიკური სიტუაცია უნდა გამოვიყენოთ2) არსებული პოლიტიკური ელიტა (ნაცები სრულად და მეტწილად ოცნების ხალხიც უნდა შევცვალოთ)3) საკუთარ ეკონომიკას მივხედოთ და წარმატებებს მივაღწიოთ, არა ისე სააკაშვილის დროს რომ იყო ცარიელი ციფრები და მარტო ელიტა რომ მდიდრდებოდა. არამედ ისე რომ სიმდიდრე აისახოს საწარმოების შექმნაში და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებაში. თუმცა იმისთვის რომ ეს მივაღწიოთ საჭიროა შესაბამისი ელიტა, რომელიც ნაცებივით კოლაბორაციული არ იქნება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2012 1) გეოპოლიტიკური სიტუაცია უნდა გამოვიყენოთრუსეთთანაც და დასავლეთთანაც ერთნაირად უნდა ვაქიცინოთ ერთი ადგილი, მარა რამდენად მიიღებს ამას ერთი ან მეორე? 2) არსებული პოლიტიკური ელიტა (ნაცები სრულად და მეტწილად ოცნების ხალხიც უნდა შევცვალოთ)ახლო მომავალში შანსი არაა 3) საკუთარ ეკონომიკას მივხედოთ და წარმატებებს მივაღწიოთ, არა ისე სააკაშვილის დროს რომ იყო ცარიელი ციფრები და მარტო ელიტა რომ მდიდრდებოდა. არამედ ისე რომ სიმდიდრე აისახოს საწარმოების შექმნაში და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.მხოლოდ სოფლის მეურნეობით წინ ვერ წავალთ სხვა კი რისი გაკეთება შეგვიძლია? თუმცა იმისთვის რომ ეს მივაღწიოთ საჭიროა შესაბამისი ელიტა,მოვა კი ესეთი ელიტა? საიდან საქართველოში ყველა თავის თავზე ფიქრობს და? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mercia merlani Posted December 22, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2012 თავის კაცი რომ მოსულიყო ხელისუფლებაში და მოვიდა კიდევადაც. ვისი კაცი, კომუნისტების? გადახედე სააკაშვილის დროს და დღესაც რას ფლობს რუსული კომპანიები, რა პოლიტიკას ატარებს ქართული ხელისუფლება მათ მიმართ და ადვილი გასაგები იქნება. ნეოკოლონიალიზმის მახასიათებელი იცი რა არიც? - ევროპაში მაგალითად საფრანგეთის ყოფილ კოლონიებში, გაცხადებული აქვთ რომ საფრანგეთს ებრძვიან, მაგრამ სინამდვილეში ყველანაირი ეკონომიკური ბერკეტები აფრიკაში ფრანგებს აქვთ და ისე აგდებენ ხელისუფლებებს, როგორც მათ სურთ. დროშების ფრიალი აღარ ნიშნავს დამოიკიდებლობას.. ესეა საქართველოსთან მიმართებაშიც. სააკაშვილი რომ ხელს უქნევდა რუსებს, ეს სინამდვილეში ჩვენს სანახავად უქნევდა, თორე რეალურად ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთი რეგიონში დარჩენილიყო.. ააა ეგ კიი კაცო, უცბად ვერ გავიაზრე. 9 აპრილის შემდეგ რა მოხდა? რა პროცესები მოხდა? ჯერ ზვიადი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი და მერე რუსეთმა "დაგვაჩოქა" და ისე გვახვეწნინა ედუარდისთვის საქართველოში ჩამოსვლა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2012 რუსეთთანაც და დასავლეთთანაც ერთნაირად უნდა ვაქიცინოთ ერთი ადგილი, მარა რამდენად მიიღებს ამას ერთი ან მეორე? ერთნაირად არა, მეორეც ეხლა ძერჟავიკული პოლიტიკა არ გვექნება, რაღაცეებს უნდა გავუწიოთ ანგარიში, მაგრამ შეგვიძლია ჩვენს შიდა პოლიტიკა და სოციალური ცხოვრება ისე მოვაწყოთ როგორც ჩვენ გვინდა და გვაწყობს.. მხოლოდ სოფლის მეურნეობით წინ ვერ წავალთ სხვა კი რისი გაკეთება შეგვიძლია? 50 წლის წინ ირანს ნემსის წარმოებაც არ შეეძლო, დღეს ბირთვულ წყალქვეშა ნავებს აწარმოებს.. საწარმოების შექმნა და პოტენციალი გვაქვს, რადგან ჯერ კიდე არსებობენ სხვადასხვა სწარმოო დარგის სპეციალისტები და სახელმწიფოს მიერ შექმნილ საწარმოებს შექმნა და განვითარება. საწარმოოები სტიმულს მისცემს ტექნიკურ პროგრეს და ექსპერიმენტებს, რაც ჩვენს განათლების სისტემაზეც აისახება. მოვა კი ესეთი ელიტა? საიდან საქართველოში ყველა თავის თავზე ფიქრობს და? რაღაც ისტორიულ მომენტში, ეს ელიტა ვეღარ გაქაჩავს და სხვა მოვა.ამ ეტაპზე ალბათ არა...mercia merlaniვისი კაცი, კომუნისტების? კგბ-ს ჯერ ზვიადი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი და მერე რუსეთმა "დაგვაჩოქა" და ისე გვახვეწნინა ედუარდისთვის საქართველოში ჩამოსვლა ზვიადი გახადეს პრეზიდენტად. მაგრამ ბელარუსიისგან განსხვავებით, საქართველოში მყარი დიქტატურა არ აწყობდათ, არამედ მოშლილი ქვეყანა აწყობდათ (მყარ პრორუსულ დიქტატორს თავისი მინუსები აქვს, როგორც დღეს ლუკაშენკო "ებლატავება" რუსეთს ხოლმე და შეუძლია დაადოს), უნდოდათ დენგრიათ ქვეყანა. ზვიადის ხელით ძალოვან სტრუქტურებში კგბ-შნიკები მოიყვანეს (კიტოვანი და სხვები) და მერე მათივე ხელით გაანადგურეს ყველაფერი რისი განადგურებაც შესაძლებელი იყო,. პოლიტიკური ინსტიტუციებიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურით და ეკონომიკით დამთავრებული. შევარდნაძემ მოთამაშე ტიპი იყო, რუსეთის გადაგდება სცადა, როცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და სხვა დასავლური პროექტების გაყვანა დაიწყო, მაგრამ ჯერ ტერორისტული აქტი მოუწყეს, რომ ვერ გახდნენ, მერე ვარდების რევოლუცია მოაწყვეს. მაგრამ ზვიადისგან განსხვავებით, ვარდების რევოლუციაში მარტო რუსული ხელი არ ერია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2012 50 წლის წინ ირანს ნემსის წარმოებაც არ შეეძლო, დღეს ბირთვულ წყალქვეშა ნავებს აწარმოებს..ირანს რუსეთი და ნავთობი დაეხმარა საწარმოების შექმნა და პოტენციალი გვაქვს, რადგან ჯერ კიდე არსებობენ სხვადასხვა სწარმოო დარგის სპეციალისტები და სახელმწიფოს მიერ შექმნილ საწარმოებს შექმნა და განვითარება. საწარმოოები სტიმულს მისცემს ტექნიკურ პროგრეს და ექსპერიმენტებს, რაც ჩვენს განათლების სისტემაზეც აისახება. თანამედროვეობას ძალიან ჩამოვრჩით და არამგონია რამე ღირებულის შექმნა შევძლოთ, პლიუს ამას დიდი ფინანსური რესურსები იქნება საჭირო. მუშა ხელი კი გვყავს ელეხად მარა ლაფატკის მეტი არაფერი იცის უმეტესობამ რაღაც ისტორიულ მომენტში, ეს ელიტა ვეღარ გაქაჩავს და სხვა მოვა.კაი ხანი დაჭირდება ამას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted December 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2012 პოლიტიკის ყველაზე, ძლიერი იარაღი პროპაგანდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted December 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2012 (edited) თუ რეალურად გადავხედავთ ჩვენ ვერც ვერასდროს ვერ ვიქნებით დამოუკიდებლლები +++ მე გეთანხმები.. Edited December 25, 2012 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ajax Posted December 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2012 ვაი მაგის პატრონს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.