urfinjus Posted December 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2012 (edited) 14 დეკემბერს ჟენევის გარეუბანში ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდა. ეს იყო საქართველოს ახალი ხელისუფლების ოფიციალურ პირთა პირველი არაფორმალური შეხვედრა რუსეთის ფედერაციის მთავრობის წარმომადგენლებთან, რომელიც, აბაშიძის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დავალებით განხორციელდა. მოლაპარაკების დეტალები არ ხმაურდება. "პირველი ასეთი კონტაქტის კვალობაზე, არ იყო ცუდი შეხვედრა" - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ინტერპრესნიუზთან გაკეთებულ კომენტარში. მისი თქმით, დასაწყისისთვის მომავალი შეხვედრების თემად განისაზღვრა სავაჭრო, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობის სფერო, ასევე რეგულარული საავიაციო მიმოსვლის აღდგენის საკითხი. რუსული საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტასის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გრიგორი კარასინი ჟენევის შეხვედრის შესახებ მხოლოდ მოკლე განცხადებით შემოიფარგლა: „შევთანხმდით, რომ დიალოგი ამავე ფორმატით გაგრძელდება და მას რეგულარული ხასიათი ექნება“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, შეხვედრამ „საქმიან და კონსტრუქციულ ვითარებაში“ ჩაიარა. საქართველოს ახლადარჩეულ მთავრობას მიაჩნია, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობა ჩიხშია მოქცეული და მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის მოწესრიგება ორივე ქვეყნის ინტერესებშია. ორშაბათი, 17 დეკემბერი, 2012 ამერიკის ხმა. http://www.youtube.com/watch?v=THwW1OEU3KY სათაურში შეცდომაა უნდა იყოს "Шаг вперёд, два шага назад Edited December 17, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted December 17, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2012 http://s019.radikal.ru/i641/1212/56/58fa752dcc03.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted December 17, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2012 ალბათ კაპიტულაციის დეტალები დააზუსტეს თორემ მთავარი რუსეთმა უკვე შეათანხმა საკუთარ თავთან(ე.ი. საკუთარ ხელისუფლებასთან საქართველოში). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted December 17, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2012 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ სჯობს რუსულმა მხარემ უფრო კონკრეტულად და გარკვევით გვითხრას რა არის საჭირო იმისთვის, რომ რუსეთში ქარტული პროდუქციის დაბრუნების პროცესი დაიწყოს. "მოსკოვში გაგზავნილ წერილებზე პასუხს ველით, სადაც უფრო დეტალურად უნდა იყოს ახსნილი, ეს განახლებული პროცესი რითი იწყება,” - ამბობს ზურაბ აბაშიძე, - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინა ჟენევაშია, ამ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაში საქართველოსაც გარკვეული წვლილი მიუძღვის. ის, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა დაიწყოს, კეთილი ნების საქმე არ არის, არამედ საერთაშორისო ვალდებულებაა, რაც მან ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აიღო.” მისი თქმით, ჯერ ითქვა, რომ საქართველოში ექსპერტები ჩამოვიდოდნენ. შემდეგ თითქოს ითქვა, რომ სჯობს, იქ ჩავიდნენ და მოილაპარაკონ. "ქართული კომპანიების იმ ჯგუფზეა საუბარი, რომლებთანაც ”Роспотребсоюз”-ი პირველ ეტაპზე ურთიერთობას აპირებს.მას შემდეგ, რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ დაადასტურა, რომ რუსული მხარე ქათული ღვინისა და მინერალური წ####ბის ექსპორტის აღსადგენად მზად არის, საქართველოს ღვინის მწარმოებელთა და ბიზნესმენთა ასოციაციებმა მას ოფიციალური დიპლომატიური არხით წერილი გაუგზავნეს,” - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე. თუმცა, როგორც მანვე აღნიშნა, რომ რუსეთში წინააღმდეგობრივი განცხადებები კეთდება.news.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted December 17, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2012 (edited) მოკლედ ამათ(ბიძინეს თანამხარჯველებს) რუსეთში ორი ყუთი ბორჯომის გაყიდვის უფლების აღება დიდი დიპლომატიურ გარღვევად შემოზედმეტება უნდათ.....ალბათ არიან ისეთებიც ვინც ამას დაეთანხმდება....აპაპა არცერთი სიტყვა დეოკუპაციაზე თორემ პუწინი განრისხდება და ბორჯომის გაყიდვის უფლებას არ მოგვცემსო......ესენი ქვეყნის "მმართველები" არიან თუ ვაჭართა გილდიის წარმომადგენლები... Edited December 17, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted December 17, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2012 http://s017.radikal.ru/i430/1212/15/7a2e69c1d6fb.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.