Jump to content
Planeta.Ge

როგორ შეჭამეს მერიაში 10 მილიონი ...


Recommended Posts

"რიყის გასხვისების ფაქტზე მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვა გრძელდება. დღეს რიყის თემაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაბარებული არავინ არ არის, თუმცა გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიკითხა თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ლუბა კოზმავა. საქმე ეხება ფრიად საეჭვო სქემას, რომ 2006-ში მერიამ ეს ტერიტორია 7 მილიონად გაასხვისა, 2,5 წლის შემდეგ კი 17 მილიონად გამოისყიდა. მაშინდელი ვიცე-მერი, მამუკა ახვლედიანი ამას 2006 და 2008 წლებში რიყეზე მიწის ფასებს შორის სხვაობას უკავშირებს", -

 

"დაკითხვაზე ორი დღეა იბარებენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს, დავით საყვარელიძეს, რომელიც რიყის გასხვისების პერიოდში თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის წევრი იყო, მაგრამ მან საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებაზე უარი განაცხადა და მთავარი პროკურორის განცხადების მიუხედავად, რომ შესაძლოა იძულებით მიიყვანონ, დეპუტატი "საქმიანი" ვიზიტით" ბრიუსელში გაემგზავრა. აღსანიშნავია, რომ ჯერ არ დაუკითხავთ ყოფილი ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი, რომელიც 2006 წელს, რიყის ტერიტორიის გასხვისების დროს, თბილისის მერიაში მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა

 

არსებობს ეჭვი, რომ რიყის გასხვისება-გამოსყიდვით ჩინოვნიკებმა და მათთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა რამდენიმე მილიონი ლარი ბიუჯეტის ხარჯზე იშოვეს. საია-ში კვლევის შედეგად აცხადებენ, რომ დოკუმენტაციაში საუბარი არ არის, რომ რიყის ტერიტორიაზე მისი გასხვისების შემდეგ რაიმე გაუმჯობესდა. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ გადაიხადა სახელმწიფომ 7 მილიონად გაყიდულ ქონებაში 10 მილიონით მეტი"

(,,რეზონანსი“№341;ავტორი:ეკა ბასილაია)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...