urfinjus Posted December 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2012 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე შვეიცარიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება. ჯერჯერობით უცნობი რჩება აბაშიძე-კარასინის პირისპირ საუბრისას განსახილველი საკითხები. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსულ მედიასთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო-რუსეთი ერთმანეთს შუამავლის გარეშე შეხვდებიან. გრიგორი კარასინის აზრით, ორ მეზობელ ქვეყანას პირდაპირი კონტაქტი უნდა ჰქონდეს, თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემაზე მათი წარმომადგენლების გარეშე საუბარი არ სურს და სადისკუსიოდ ჟენევის მოლაპარაკებებს საუკეთესო ფორმატად მიიჩნევს.rustavi2 http://www.rustavi2.com/news/news_textg.php?id_news=47566&pg=1&im=main&ct=0&wth=0 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted December 13, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2012 საქართველო-რუსეთის შუამავლის გარეშე მოლაპარაკებები(მით უმეტეს ოკუპაციის პირობებში) ხელშეკრულებები: მოსახლეობას კარგად ახსოვს რითაც მთავრდება ხოლმე, მაგალითად სოხუმის დაცემით გასულ საუკუნის 90-იან წლებში როდესაც საქართველომ შუამავლის გარეშე რუსეთთან ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტისა და ძალათა დაშორიშორების ხელშეკრულებას, კიდევ შუამავლის გარეშე რუსეთისათვის "სამშვიდობო ძალების" სტატუსის მინჭება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში....შუამავლის გარეშე რუსეთთან მოლაპარაკების წარმოება ამ ქვეყნის წმინდა გრაალია სატელიტ ქვეყნებთან ურთიერთობაში იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ გავიგებთ სინამდვილეში რა თემებზე იქნება საუბრები(რასაც ღიად განაცხადებენ ეს აქუბარდიას და მეცხრე არხის მაყურებელს დაუყარონ) და რა გარანტიებს თავაზობს მორჩილი ბიძინე პუწინის რუსეთს სინამდვილეში....აი როდის მოხდა უარის თქმა დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე საქართველოს მხრიდან..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted December 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2012 urfinjusმე ხო, ვამბობდი ამათ (не стыда, не совести) :facepalm: :facepalm: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted December 13, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2012 (edited) Сочинское соглашение («Соглашение о принципах мирного урегулирования грузино-осетинского конфликта») — документ, подписанный в г. Сочи (Россия) 24 июня 1992 г. российским президентом Борисом Ельциным и председателем Государственного совета, главой Грузии Эдуардом Шеварднадзе. Сочинское соглашение(Иногда ошибочно именуется Дагомысским соглашением)Основные положения Соглашения:противоборствующие стороны обязались прекратить огонь и вывести свои вооружённые формирования из зоны соприкосновения;Россия обязывалась вывести из Южной Осетии дислоцированные там инженерно-сапёрный и вертолётный полки;создавалась Смешанная Контрольная Комиссия (СКК), которой предстояло осуществлять контроль за прекращением огня, выводом вооружённых формирований, роспуском сил самообороны и обеспечение режима безопасности в зоне соприкосновения;-Смешанной Контрольной Комиссии придавались группы военных наблюдателей и Смешанные силы по поддержанию мира;стороны обязывались немедленно приступить к переговорам по экономическому восстановлению региона и созданию условий для возвращения беженцев. Применение блокад и экономических санкций объявлялось неприемлемым. ....... Edited December 13, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted December 13, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2012 (edited) Giorgi Kiskeidze პოლიტიკაში ტერმინები: მორალი, სინდისი, სირცხვილი არ არსებობს...........ყოველ შემთხვევაში მაშინ როდესაც რუსეთთან შუამავლის გარეშე აწარმოებ მოლაპარაკებებს... Edited December 13, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted December 13, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2012 1992 წლის 14 ივლისს, "დაგომისის შეთანხმების" საფუძველზე, სამაჩაბლოში რუსი "სამშვიდობოები" ჩადგნენ. 1992 წლის 24 ივნისს ედუარდ შევარდნაძისა და ბორის ელცინის მიერ სოჭში, დაგომისში, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა სოჭის შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების პრინციპების შესახებ. ამ შეთანხმებას ხშირად "დაგომისის ხელშეკრულებასაც" უწოდებენ.1992 წლის 14 ივლისს დაგომისის ხელშეკრულების საფუძველზე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთს ე. წ. სამშვიდობო ძალები შევიდნენ, რომელთა ოფიციალური სახელწოდება იყო - მშვიდობის უზრუნველყოფის შერეული სამშვიდობო ძალები. აღნიშნული სამხედრო ძალა სამი ბატალიონისგან შედგებოდა _ რუსული, ქართული და ჩრდილო ოსური. დაგომისის ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის შექმნას _ მასში ცალ-ცალკე მხარეებად შედიოდნენ - რუსეთი, ე. წ. სამხრეთ ოსეთი, ჩრდილოეთ ოსეთი და საქართველო. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე ცხინვალში ეუთოს სადამკვირვებლო მისია განთავსდა. შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების პრინციპების შესახებ - დაგომისის შეთანხმება რუსეთის ფედერაცია და საქართველოს რესპუბლიკა, ესწრაფვიან რა კონფლიქტის მოგვარებასა და ქართველებსა და ოსებს შორის სისხლისმღვრელი ომის დასრულებას, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენის სურვილით ხელმძღვანელობენ. ადასტურებენ რა გაეროს დებულებისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის ერთგულებას, ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებების პატივისცემით ხელმძღვანელობენ, ასევე პატივს სცემენ ეროვნული უმცირესობების უფლებებს და ითვალისწინებენ მიმდინარე წლის 10 ივნისს ყაზბეგში ხელმოწერილ შეთანხმებებს, ეთანხმებიან შემდგომ ქვემოთმოყვანილს:მუხლი 11. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის მომენტიდან მოწინააღმდეგე მხარეები იღებენ ვალდებულებას მიიღონ ყველა ზომა შეიარაღებულ შეტაკებებისა და ცეცხლის სრულ აღსაკვეთად 1992 წლის 28 ივნისისათვის.2. ცეცხლის შეწყვეტის მომენტიდან 1992 წლის 29 ივნისიდან მოწინააღმდეგე მხარეები იღებენ ვალდებულებას გაიყვანონ საკუთარი Eშეიარაღებული ფორმირებები დერეფნის შესაქმნელად. ფორმირებების გაყვანა სამი დღეღამის განმავლობაში ხორციელდება. დერეფნის სიფართოვეს ერთობლივი დამკვირვებელთა ჯგუფები განსაზღვრავენ.მუხლი 2კონფლიქტის რაიონის დემილიტარიზაციისა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების კონფლიქტში შესაძლო ჩართვისგან თავის აცილების მიზნით რუსული მხარე ცეცხლის შეწყვეტიდან 20 დღის განმავლობაში ცხინვალის რაიონში დისლოცირებულ 37-ე საინჟინრო-განმნაღმველთა პოლკსა და 292-ე სამხედრო ვერტმფრენების პოლკს გაიყვანს თავისი დანაყოფებითა და მომსახურების უზრუნველყოფით.მუხლი 31. ცეცხლის შეწყვეტაზე, შეიარაღებული ფორმირებების გაყვანაზე, თავდაცვის ძალების დაშლაზე და აღნიშნულ ზონაში უსაფრთხოებაზე კონტროლის დამყარების მიზნით იქმნება შერეული საკონტროლო კომისია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან კონფლიქტში ჩართული მხარეები, კომისია თავის ფუნქციებს ყაზბეგის მოლაპარაკებების საფუძველზე შექმნილ სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფთან ურთიერთქმედებაში შეასრულებს.2. კომისიის მუშაობაში ჩართული ყველა მხარე ნიშნავს თავის წარმომადგენელს. საკონტროლო კომისიის ადგილმდებარეობა არის ქალაქი ცხინვალი.3. საკონტროლო კომისიის მიერ დასახული ამოცანების შესასრულებლად მხარეთა შეთანხმების მიხედვით იქმნება მშვიდობის უზრუნველყოფისა და მართლწესრიგის დაცვის შერეული ძალები. კომისიასთან ასევე შეიქმნება დამკვირვებელთა ჯგუფები რომლებიც უსაფრთხოების ზონის პერიმეტრზე განთავსდება.4. საკონტროლო კომისია და მასთან არსებული ძალები დაუყოვნებლივ იწყებენ მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას.5. არსებული შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში საკონტროლო კომისია ატარებს გამოძიებას და მიმართავს უსწრაფეს ზომებს მართლწესრიგისა და მშვიდობის აღდგენისათვის.6. საკონტროლო კომისიისა და მასთან არსებული ძალების დაფინანსება ხორციელდება მხარეთა მიერ თანასწორ წილობრივ საფუძველზე.მუხლი 4მხარეები დაუყოვნებლივ იწყებენ მოლაპარაკებებს კონფლიქტის ზონაში მდებარე რაიონების ეკონომიკური აღდგენისათვის და დევნილთა დაბრუნების პირობების შექმნისათვის. მხარეები მიიჩნევენ დაუშვებლად ეკონომიკური სანქციებისა და ბლოკადის განხორციელებას ან სხვა რაიმე სახის წინაღობის განხორციელებას საქონლის ბრუნვის, ადამიანების მომსახურების და ჰუმანიტარული დახმარების განხორციელების გზაზე.მუხლი 5მხარეები უნდა ესწრაფვოდნენ კონფლიქტის დარეგულირების პროცესის მედიითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით პროცესის ობიექტურ და დაბალანსებულად გაშუქებას. ამ მიზნით კომისიის მიერ ფუძნდება მრავალმხრივი პრესცენტრი.მუხლი 6არსებული ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან. შექმნილია სოჭში 1992 წლის 24 ივნისს სამ ეგზემპლარად - ქართულ, რუსულ და ოსურ ენაზე, ამასთან ტექსტებს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვთ.ხელშეკრულებას ხელს აწერენ:რუსეთის ფედერაციის მხრიდან: ბ. ელცინისაქართველოს რესპუბლიკის მხრიდან: ე. შევარდნაძე, ა. გალაზოვი, ტ. კულუმბეგოვი. სოჭი 1992 წელი ("დაგომისის შეთანხმება) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted December 13, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2012 http://s018.radikal.ru/i502/1212/53/f12b873f98a7.jpg ამ უშუამავლო მოლაპარაკებას სოხუმის დაცემა მოყვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted December 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2012 პოლიტიკაში ტერმინები: მორალი, სინდისი, სირცხვილი არ არსებობს...........ყოველ შემთხვევაში მაშინ როდესაც რუსეთთან შუამავლის გარეშე აწარმოებს მოლაპარაკებებს... მორალი არუდა. არამედ, ჭკუა ან თავისი, თავის პატივისცემა! ამად კი არც ერთი, და არც მეორე არაქვდ :facepalm: :facepalm: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2012 აბა რა მოილაპარაკეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted December 13, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2012 (edited) მოლაპარაკება ხმამაღალი სიტყვაა ალბათ ბიძინესაგან ღრმა პატივისცემის ეს ჟესტები გადაცეს:http://s40.radikal.ru/i090/1212/ec/98fbb2f8c2a1.gifhttp://s56.radikal.ru/i152/1212/91/c6aad6f268aa.gifhttp://s54.radikal.ru/i146/1212/e8/1287ea7a572b.gif Edited December 13, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted December 13, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2012 რუსებმა კი:http://s020.radikal.ru/i705/1212/b6/108c4624acf2.gif ესენი კი დიად "გარღვევაზე" არაკებს მოგვიყვებიან:http://s020.radikal.ru/i704/1212/e5/219f18d0bb53.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted December 13, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2012 ხალხი კი აღფრთოვანებული იქნებაhttp://s019.radikal.ru/i636/1212/0d/ea98863e5c0c.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted December 13, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2012 რამეთუ ჩვენთან არს http://s004.radikal.ru/i208/1212/4b/8a2e70e3d567.gif და გურანდა გაბუნია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted December 13, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2012 აბა რა მოილაპარაკეს? არაფელი, კაი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted December 13, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2012 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.