Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს აბაშიძე მიმდინარე კვირას შევხდება


Recommended Posts

რუსეთთან ურთიერთობის საკითხში სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის ოფიციალური პირებს ევროპის ერთ-ერთ ქალაქში მიმდინარე კვირაში შევხდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ქალაქს და შეხვედრის მონაწილე პირებს ჯერ ვერ დაასახელებს. შეხვედრას ტექნიკური ხასიათი ექნება და პოზიციების შეჯერება მოხდება. როგორც მინისტრი განმარტავს, ეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებას არ ნიშნავს.

 

9 დეკემბერს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილ პირებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგებოდა.news.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებას არ ნიშნავს.
ან დიბილები ან მატყუარები არიან :facepalm:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ "სასიხარულო ამბავში" 2 საინტერესო დეტალი ყველაფერს თავდაყირა აყენებს: 1. საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი ხვდება რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს-ე.ი. ხვდებიან ოფიციალური სტატუსით(შორს ვარ იმ აზრისაგან რომ ეს დიპლომატიური შეხვედრაა-რაც საქართველოს მხრიდან პირაპირ ნიშნავდა ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას) მე ვფიქრობ რუსეთის ოფიციალური პირები ამ შეხვედრაზე საქართველოს წარმომადგენლებს განიხილავენ როგორც იმ ადმინისტრაციის წარომომადგენლებს რომლის შემადგენლობაშიც აფხაზეთი და სამაჩაბლო არ იგულისხმება წინააღმდეგ შემთხვევაში ოფიციალური სტატუსი არ ექნებოდათ. ბევრი რამე შეიძლება დააბრალო რუსეთს მაგრამ ის რომ საგარეო პოლიტიკაში ბეცები და წინდაუხედავები არიან ამას ნამდვილად ვერ იტყვი, აგრეთვე ბიძინეს "დიპლომატიას" ვერ დაუძახებ სახელმწიფოს თავის პოლიტიკას-არ იცის კაცმა ბიზნესმენია(ჩვენებურად ვაჭარია და ეხერხება კიდეც ვაჭრობა აი დიპლომატია კი არ იცის და ვერ დააბრალებ). ეს რუსეთისათვის სასარგებლოა პრეცენდენტის სახით და ამ ოფიციალურ პირთა შეხვედრის ფაქტს მომავალში რა კონტექსტში და რა ბრუნვაში გამოიყენებს თავის სასარგებლოდ ეს გასაგებია. როგორც ვხედავ ბიძინეს კაბინეტს ისე ეჩქარება რაიმე წარმატება დადოს მოსახლეობის წინაშე(მაგალითად კუკავას და დავითაშვილს ნიჟნი ნოვგოროდის სადგურზე ბორჯომის გაყიდვის უფლება მიცეს ონიშჩენკომ ან რაიმე მსგავსი დიადი გარღვევა) რომ რას დაგიდევს დიპლომატიის წესებს რომლის უგულებელყოფით საქართველო კატასტროფულ შედეგს მიიღებს. 2. მე ვერ ვნახე ამ განცხადებაში რაიმე სიტყვა შუამავლების შესახებ, ე.ი. ოკუპანტი და ოკუპირებული ოფიციალური წარმომადგენლობით მოწმისა და შუამავილს გარეშე ხვდებიან(რუსეთის სიტყვა, პირობა, ხელშეკრულება, მოლაპარაკება პირისპირ შუამავლის გარეშე ერთი ერთზე რა სავალალოა და როგორ შედეგს იძლევა დარჩენილმა საქართველმ ამ ორასი წლის მანძილზე საკუთარ ტყავზე გამოცადა ხოლო ბიძინემ ეს რა თქმა უნდა არ იცის და ვინ ეტყვის? ისინი ვისაც ფულს უხდის ოლიგარქი?). მოკლედ იქნება რაღაც ცეკას მდივნების მესამე მოადგილეების კულუარული შეხვედრა თვალის ჩაპაჭუნებებით...შიშიშიშიში-ებით, ერთზე ისაუბრებენ, მეორეს საჯაროდ იტყვიან და რუსეთი სერიოზული ტონით განაცხადებს: "ა ბატონო ბიძინე კოჩაღი ბიჩიაო ამასთან ლაპარაკი შეიძლებაო", ქართული მხარე იტყვის: "გარღვევა დაიწყო"-ო(ჯარის გაყვანაზე და აღიარების უკან წაღებაზე ჯერ ვერა მაგრამ ერთი მანქანა ბორჯომის გაყიდვაზე რუსეთში პირობა მივიღეთ თვით იოკიმ იოკომოვიჩისაგანო....).მოკლედ კოლმეურნეების დიპლომატიურ შაბაშს გახსნილად ვაცხადებ.. Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სერგეი ლავროვი: რუსეთი საქართველოსთან კომპრომისისთვის მზადაა

პოლიტიკა

ორშაბათი, 10 დეკ 2012 11:59

 

რუსული მედიის ცნობით, რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება. რუსეთის პირველი დიპლომატის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან კონტაქტის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა და მზად იყო კომპრომისზეც წასულიყო.

 

ლავროვმა ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ზურაბ აბაშიძის დანიშვნასა და მასთან თანამშრომლობაზე. geonews.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფეესბესა და გაზპრომის ხმას ლავროვს რუსული დიპლომატიის სახელით რომ დაეზუსტებინა საქართველოში რომელ ქვეყანას გულისხმობდა(ოკუპირებულ ტერიტორიების გარეშე თუ ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით) ეს ამბავი საინტერეო იქნებოდა....ეხლა წადი და გაიგე ვისთან არი მზად რუსეთის ტალიერანი კომპრომისებისათვის და მოლაპარაკებისათვის.....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქმეს ისეთი პირი უჩანს რომ რუსეთმა ბიძინეს მეშვეობით იყიდა დღევანდელი საქართველოს ელექტორატის 53%, რომ თავის თავთან სარფიანი მოლაპერაკებები ეწარმოებინა მთელი საქართველოს წარსულის აწმყოსა და მომავლის სახელით. Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidzeსაქართველოს არ ყავს მთავრობა, რუსეთს ყავს მთავრობა საქართველოში. მარკუს ავრელიუსი ამბობდა: "აი უვარგისი ადამიანის სასჯელი-ნუ ემსგავსები მას". გინება საქმეს არ შველის, არ გირჩევთ, თუ ვიგინებით ე.ი. მათნაირები ვართ და არაა სხვაობა ჩვენ შორის...ქართული ენა მდიდარია გინების გარეშეც. პატივისცემით ურფინჯუსი.http://s019.radikal.ru/i615/1212/08/ff140924f17d.gifhttp://s019.radikal.ru/i615/1212/08/ff140924f17d.gifhttp://s019.radikal.ru/i615/1212/08/ff140924f17d.gifhttp://s019.radikal.ru/i615/1212/08/ff140924f17d.gifhttp://s019.radikal.ru/i615/1212/08/ff140924f17d.gifhttp://s019.radikal.ru/i615/1212/08/ff140924f17d.gifhttp://s019.radikal.ru/i615/1212/08/ff140924f17d.gifhttp://s019.radikal.ru/i615/1212/08/ff140924f17d.gif http://s61.radikal.ru/i172/1212/1c/52bbbf0e85b7.jpg Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus ისე მარკუს ავრელიუსი სწორია,"აი უვარგისი ადამიანის სასჯელი-ნუ ემსგავსები მას" მაგრა ხანდახან გინება უნდა!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze გინება, ცილისწამება, ჭორების შეთხზვა, მაისში ციხის კინოს გადაღება და სექტემბერში ჩვენება, სიკოფანტი მღვდლების და პენსიონერი მსახიობების ქუჩის აგიტატორებად გამოყენება, ეს ხომ ბიძინეს თანამხარჯველთა და მისი ეგზალტირებული ფანატიკოსების(ინკვიზიცია და ბოლშევიკები ისვენებენ ამათთან შედარებით) რუსული "ბრძოლის" მეთოდია მათ ამ გზით ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებთ...ეხლა ბოსელიას, თინა და უსუფ ხიდაშელებს, ალასანიას, აქუბარდიას თქვენ აჯობებთ ჭორების შთხზვას? ან ღარიბაშვილს და ელდარო-ლუკას გინებას? ან ბერძენიშვილს დემაგოგიაში მოუგებთ(ეგ რუსებთან უვარდება ხმა თორემ ქართველებთან გაუღწევლად "ვაჟკაცი ინტელექტუალია") არა ეს გამოსავალი არაა.....მხილება, არათანამშრომლობა, ირონია, სარკაზმი, არაღიარება, კიდევ შეუწყნარებლობა მათი რეტროგრადული საქმიანობისადმი უფრო შედეგის მომტანი იქნება....ბიძინეს ინტერნირება შედარებით ძნელი ამოცანაა ვინაიდან დიდი პატრონი ყავს ჩრდილოეთში მაგრამ ადრე თუ გვიან ასლანის გზას გაუდგება(წასვლის წინ იტყვის პარიზს მივემგზავრებიო, მაგრამ რუსეთს წავა).... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სერგეი ლავროვი: რუსეთი საქართველოსთან კომპრომისისთვის მზადაა

პოლიტიკა

ორშაბათი, 10 დეკ 2012 11:59

 

რუსული მედიის ცნობით, რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება. რუსეთის პირველი დიპლომატის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან კონტაქტის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა და მზად იყო კომპრომისზეც წასულიყო.

 

ლავროვმა ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ზურაბ აბაშიძის დანიშვნასა და მასთან თანამშრომლობაზე. geonews.ge

აი ასეთი დიპლომატი გვჭირდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...