mama Posted December 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2012 ზე-მკრეხელური საქციელია ეგ შედარება. ამ საკითხზე საუბარსაც მკრეხელობად მიიჩნევს ზოგი შენ შეგიძლია დარწმუნებულად თქვა ვინ იქნები 30 წლის მერე?? რა ხასიათი და რა ფასეულობები გექნება?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mercia merlani Posted December 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2012 ამ საკითხზე საუბარსაც მკრეხელობად მიიჩნევს ზოგი შენ შეგიძლია დარწმუნებულად თქვა ვინ იქნები 30 წლის მერე?? რა ხასიათი და რა ფასეულობები გექნება?? 30 წლის მერე საერთოდ თუ ვიქნები ჯერ ეგაა "გასარკვევი" მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი, მაგრამ მაინც ათეისტი არასდროს გავხდები, რწმენას არასდროს შევიცვლი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2012 30 წლის მერე საერთოდ თუ ვიქნები ჯერ ეგაა "გასარკვევი" ასეთი რეალისტი ადამიანი მეორე წინადადებას რო ამბობ ცოტა მიკვირს მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი, მაგრამ მაინც ათეისტი არასდროს გავხდები, რწმენას არასდროს შევიცვლი. არასოდეს თქვა არასოდეს ;) ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვი თუ ეგრე რთულადაა საქმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mercia merlani Posted December 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2012 არასოდეს თქვა არასოდეს ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვი თუ ეგრე რთულადაა საქმე არის რაღაცები, რასთან მიმართებაშიც დრო უუნარო და უფუნქციოა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2012 არის რაღაცები, რასთან მიმართებაშიც დრო უუნარო და უფუნქციოა. დრო უმთავრესს, ადამიანს, ცვლის და შესაბამისად ყველაფერიც იცვლებაა ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mercia merlani Posted December 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2012 დრო უმთავრესს, ადამიანს, ცვლის და შესაბამისად ყველაფერიც იცვლებაა ადამიანი ცვლის დროს, თორემ ადამიანის გარეშე მის არსებობას აზრი არ აქვს.ყვარყვარეს ცვლის ბარბარეს ვერა ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2012 ადამიანი ცვლის დროს, თორემ ადამიანის გარეშე მის არსებობას აზრი არ აქვს. ყვარყვარეს ცვლის ბარბარეს ვერა დრო ყველას ცვლის უბრალოდ ზოგი ვერ ხვდება ამას შენ რა ეგეთი დაიბადე?? ან თუნდაც 2-3წლის წინ იგივეს ფიქრობდი რასაც ახლა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mercia merlani Posted December 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2012 (edited) დრო ყველას ცვლის უბრალოდ ზოგი ვერ ხვდება ამას შენ რა ეგეთი დაიბადე?? ან თუნდაც 2-3წლის წინ იგივეს ფიქრობდი რასაც ახლა? ფიზიკური ცვლილება არაფერ შუაშია, მთავარია ისაა საკუთარ ზნეობას და პრინციპებს თუ დაახტუნავებ აქეთ-იქით, "ათასფერი დროშისთვის" მხოლოდ ერთი ტარი თუ გაქვს შენახული, ხან მგელი თუ ხარ და ხან კრავი, ხან იუდა და ხან პეტრე, ხან გიგლა და ხან სერგო... Edited December 8, 2012 by mercia merlani Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2012 ფიზიკური ცვლილება არაფერ შუაშია, მთავარია ისაა საკუთარ ზნეობას და პრინციპებს თუ დაახტუნავებ აქეთ-იქით, "ათასფერი დროშისთვის" მხოლოდ ერთი ტარი თუ გაქვს შენახული, ხან მგელი თუ ხარ და ხან კრავი, ხან იუდა და ხან პეტრე, ხან გიგლა და ხან სერგო... მედროვეობა სხვაა და შეცვლა სხვა საკუთარ ზნეობას და პრინციპებს არ უნდა ახტუნავებდე მარა ნელი ნაბიჯებით წინ უნდა მიგყავდეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mercia merlani Posted December 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2012 მედროვეობა სხვაა და შეცვლა სხვა საკუთარ ზნეობას და პრინციპებს არ უნდა ახტუნავებდე მარა ნელი ნაბიჯებით წინ უნდა მიგყავდეს მედროვე თუ ხარ თავისთად ნიშნავს რომ იცვლები.ზნეობრივად თუ იზრდები, შესაბამისად პრინციპებიც მიყვება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted December 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2012 alex აღარ შეგაწუხე მე დავდებ http://www.youtube.com/watch?v=Zz7Ir1iGYuomama, ჩვენ რატომ არ ვართ ზანგები..? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2012 მედროვე თუ ხარ თავისთად ნიშნავს რომ იცვლები.მედროვე თანამედროვე ენაზე რო ვთარგმნოთ "ერთი ადგილის" მიმცემია მეტი არაფერი მედროვე ხან იქითაა ხან აქეთ გააჩნია სიტუაციას.... ზნეობრივად თუ იზრდები, შესაბამისად პრინციპებიც მიყვება. ზნეობრივად ან იზრდები ან მცირდები ერთ ადგილას ვერ გაჩერდები მიუხედავად იმისა იზრდებუ თუ მცირდები პრინციპები და ფასეულობები მაინც იცვლება ;) ჩვენ რატომ არ ვართ ზანგები..? დღეს ჩემი თავი უფრო შავი მეჩვენა სარკეში მგონი ცოდვები მაშავებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2012 მართლმადიდებელი ეკლესია და ინკვიზიცია? (ნაწილი პირველი) მართლმადიდებელი ეკლესია და ინკვიზიცია? (ნაწილი პირველი)1 მეთექვსვემტე საუკუნეში მცხოვრები ინგლისელი ისტორიკოსისა და პარტოლოლოგის წიგნი აღნიშნავს ინგლისის პარლამენტის მიერ გამოცემულ დადგენილებას, რომელშიც ნათქვამი იყო: „ყველას, ვინც ინგლისურ ენაზე ბიბლიას წაიკითხავს, ჩამოერთვას მამული, უძრავ-მოძრავი ქონება და სიკვდილით დაისაჯოს. . . ხოლო თუ შეწყალებულ იქნება და კვლავ განაგრძობს ამის კეთებას, ჯერ მეფის ღალატისთვის ჩამოხრჩობა მიესაჯოს, ხოლო შემდეგ კი ცეცხლით დაიწვას, როგორც ღვთის მოწინააღმდეგე მწვალებელი“. (ჯონ ფოქსი, წიგნი „Acts and Monuments“).2 ევროპის კონტინენტზე კათოლიკური ინკვიზიცია გააფთრებით ნადირობდა ქრისტიანულ დაჯგუფებებზე, რომლებსაც „მწვალებლურ“ სექტებად მიიჩნევდნენ და განსაკუთრებით იმის გამო დევნიდნენ, რომ „ქადაგებდნენ სახარებებიდან, ეპისტოლეებიდან და წმინდა წერილების სხვა ადგილებიდან. . . ქადაგება და წმინდა წერილების ახსნა [კი] არასასულიერო პირისთვის სასტიკად აკრძალული იყო“. ბიბლიისა და ღვთისადმი სიყვარულისთვის უამრავი კაცი თუ ქალი წამებულ და მოკლულ იქნა. თანამედროვე დროში მცხოვრებ ზოგ ადამიანს სიტყვა ინკვიზიციის გაგონებისას, მხოლოდ კათოლიკური ინკვიზიცია ახსენდება. მაგრამ იბადება კითხვა: ადამიანთა წამებით სიკვდილი მხოლოდ კათოლიკების სახელით ხორციელდებოდა? ახსოვს თუ არა ისტორიას ისეთი შემთხვევები, როცა განსხვავებული რელიგიური თვალსაზრისის მქონე ადამიანები ტანჯვა-წამებით მოუკლავთ მართლმადიდებელ მორწმუნეებს?3 ბევრისთვის, უცნობია მართლმადიდებელ მორწმუნეთა მიერ ადამიანებზე განხორციელებული სასტიკი ძალადობის ამსახველი შემთხვევები, რომელსაც ისტორია არ ივიწყებს.4 ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, რომ მკითხველისთვის ცნობილი ყოფილიყო ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ, რომელიც ისტორიამ შემოგვინახა, რათა ყველა კეთილსინდისიერ მკვლევარს და მკითხველს, რეალური წარმოდგენა ჰქონდეს მართლმადიდებლების მიერ წარსულში მრავალჯერ განხორციელებულ დანაშაულზე. ისტორიის მიერ შემონახული ფაქტებიდან მცირედს მაინც თუ გავიხსენებდით, გარკვეული სახის დახმარებას გაუწევდა მკითხველს სწორი შეფასებების გაკეთებაში.5 საყოველთაოდ ცნობილია, რომ ახ.წ. 1054 წელს (ბერძენმა) მართლმადიდებელმა პატრიარქმა და კათოლიკური რომის პაპმა თეოლოგიურ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო ერთმანეთი შეაჩვენეს, რამაც მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის უდიდესი კედელი აღმართა, რომელიც დღემდე შემორჩა და რომელიც დღემდე წარმოადგენს გარკვეული სახის ბარიერს კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. შედეგად იმავე წელს, ახ.წ. 1054 წელს, მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესია ოფიციალურად გამოეყო ერთმანეთს; მანამდე ისინი ოფიციალურად ერთად იყვნენ და როგორც თვითონ განმარტავენ, ‘ერთ სამოციქულო ეკლესიას წარმოადგენდნენ’.6 ამ სტატიაში მკითხველთან ერთად მცირე ექსკურს გავაკეთებ თუ როგორ ავლენდნენ ადამიანებზე სასტიკ ძალადობას მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და მართლმადიდებელი მორწმუნეები ახ.წ. 1054 წლამდე, ანუ იმ დრომდე, ვიდრე მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი ერთმანეთს გამოეყოფოდა; და რა მოვლენებმა ნათელყო, რომ არა მარტო კათოლიკებმა, არამედ მართლმადიდებლებმაც გამოავლინეს სასტიკი ძალადობა ადამიანებზე მანამდე და მას შემდეგაც, რაც ახ.წ. 1054 წელს კათოლიკებისა და მართლმადიდებლების ერთმანეთისგან გამოყოფა მოხდა, რომელზეც ამ თემის მეორე ნაწილში იქნება საუბარი.7 ცხადია რთულია ერთ ან ორ სტატიაში ყველა ისტორიული ფაქტის თავმოყრა და დეტალური განხილვა, მაგრამ ისტორიის ფურცლებიდან მხოლოდ რამოდენიმე ფაქტის გახსენება, აუცილებლობად მივიჩნიე, რათა მართლმადიდებელი ეკლესიის წარსულით დაინტერესებულ ადამიანებს, სწორი, მიუკერძოებელი და რეალური წარმოდგენა შეექმნას აღნიშნული საკითხის შესახებ, რაც ცალკეულ ინდივიდებს ობიექტური და კათილსინდისიერი შეფასებების გაკეთებაში დახმარებას გაუწევს.8 ზოგ ადამიანში სიტყვა „ბიზანტიელი“ და „ბიზანტია“ ინტრიგანის, იდუმალებით მოცულისა და ვერაგის ასოციაციას იწვევს. მაგრამ ბევრისთვის უცნობია, რომ ეს ზედსართავი სახელი იმ ვრცელი სამფლობელოს სახელწოდება იყო, სადაც მართლმადიდებელი ეკლესია დაახლოებით 12 საუკუნის განმავლობაში ყვაოდა.9 ბიზანტიის იმპერია დიდების მწვერვალზე ყოფნისას, გადაჭიმული იყო კავკასიიდან ატლანტის ოკეანემდე, ყირიმიდან სინაის ნახევარკუნძულამდე და დუნაიდან საჰარამდე. ბიზანტიის იმპერია, მრავალი ისტორიკოსის მტკიცების თანახმად, ახალი წელთაღრიცხვით IV საუკუნიდან XV საუკუნემდე არსებობდა. ის იყო იმპერია, რომელმაც არა მარტო ბერძნულ-რომაული კულტურა შემოინახა, არამედ დიდი როლი შეასრულა მართლმადიდებელი „ქრისტიანობის“ გავრცელებაში. (უნდა აღინიშნოს, რომ არც იმპერატორები და არც ამ იმპერიის მოქალაქეები, საკუთარ თავს ბიზანტიელებს არასოდეს უწოდებდნენ. ისინი თავს, უბრალოდ, რომაელებად, ანუ „რომეებად“, მიიჩნევდნენ. სიტყვა „ბიზანტიელის“ გამოყენება მხოლოდ XIV საუკუნის შემდეგ დაიწყეს).10 მაგრამ რატომ იწვევს (ზოგ ადამიანში ვინც მართლმადიდებელი ბიზანიტიის ისტორია კარგად იცის,) სიტყვა „ბიზანტიელი“ ინტრიგანის, იდუმალებით მოცულისა და ვერაგის ასოციაციას? ისტორიკოს უილიამ ლეკის სიტყვების თანახმად, ბიზანტიის მთავრობის გარეგნულად ბრწყინვალე ფასადს მიღმა „მღვდლების, საჭურისების, ქალებისა და სხვათა მოწამვლების, შეთქმულებების მოწყობის, გაუთავებელი უმადურობის გამოვლენის, დედმამიშვილების მიერ ერთმანეთის დაუსრულებელი ხოცვის შესახებ“ ჩახლართული ამბები იმალებოდა.11 მწერალი მერლ სევერი აღნიშნავს: „უზურპატორებითა და დაქირავებული მკვლელებით გარემოცული ვერც ერთი მოუქნელი იმპერატორი დიდ ხანს ვერ რჩებოდა ღვთის წარმომადგენლად დედამიწაზე. კონსტანტინე I-დან კონსტანტინე XI-მდე 88 იმპერატორს შორის 13-მა მონასტერს შეაფარა თავი. სხვა 30-ის მკვლელობა საშინელი სისასტიკით გამოირჩეოდა; ამაში შედიოდა: ა) შიმშილით სიკვდილი, ბ) მოწამლვა, გ) დაბრმავება, დ) ხელკეტით ცემა, ე) დახრჩობა, ვ) ხანჯლით განგმირვა, ზ) აკუწვა და თ) თავის მოკვეთა.12 მაგალითად, ნიკიფორე I-ის თავის ქალა ვერცხლით დაფერეს, საიდანაც ბულგარელი ხანი კრუმი თავისი ბოიარინების სადღეგრძელოს სვამდა“. „წმინდა“ კონსტანტინე დიდმა, თავისი უფროსი ვაჟი მოკლა და ცოლი აბანოში ცხელი ორთქლით მოაშთო. მიუხედავად ამ და მსგავსი სისაძაგლეებისა, მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე წმინდანად და მოციქულის თანასწორად[აც კი] მიიჩნევს კონსტანტინეს. იმპერატორ ირინეს (დაახლოებით ახ. წ. 752—803 წლები) იმდენად სწყუროდა ძალაუფლების შენარჩუნება, რომ საკუთარი შვილი დააბრმავა და ერთპიროვნული მმართველი გახდა. იბადება კითხვა: რა როლი ეკავა მართლმადიდებელ ეკლესიას, ანუ „ქრისტიანულ“ რელიგიას ბიზანტიის იმპერიაში? (იმპერიაში სადაც მართლმადიდებლობა ყვაოდა).http://faithandfuture.files.wordpress.com/2011/11/europe-history-norman-davies1.jpg?w=50013 ცნობილი ისტორიკოსი, ნორმან დევისი, როდესაც აღნიშნავს თუ რა მჭიდრო ურთიერთობა არსებობდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, თავის წიგნში „ევროპის ისტორია“, 246-ე გვერდზე წერს:„სახელმწიფო და ეკლესია ერთ სხეულად იყო შენივთული. იმპერატორსა. . . და პატრიარქს ღვთიური ხელისუფლების საერო და სასულიერო სვეტებად მიიჩნევდნენ. იმპერია იცავდა მართლმადიდებელ ეკლესიას, ხოლო ეკლესია განადიდებდა იმპერიას. ეკლესიასა და მთავრობას შორის ასეთ დამოკიდებულებას ანალოგი მთელ დასავლეთში არ მოიძებნებოდა“.14 რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დღეს მცხოვრები მართლმადიდებელი მორწმუნეების საკმაოდ დიდი ნაწილი არ იცნობს საკუთარი რელიგიის ისტორიას, ხოლო იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც კარგად იციან მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამ ეკლესიის წარმომადგენელთა წარსული (ისტორია), სამარცხვინო ქმედებების გამართლებას ზოგიერთები იმით ცდილობენ ხოლმე, რომ ყველაფერი წარსულში მცხოვრებ მმართველ იმპერატორებს გადააბრალონ და ეკლესია კი უმწიკვლოდ გამოიყვანონ; მაგრამ, ნუთუ მართლა იმპერატორები არიან დამნაშავეები, ხოლო ეკლესია უდანაშაულო? რთული მისახვედრი არაა, თუ რატომ უხერხდებოდათ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ადამიანებზე ძალადობის განხორციელება ― მორწმუნეებს, რომლებიც სინამდვილეში ბიზანტიის იმპერიას და იმპერატორებს განადიდებდნენ.15 მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ალექსანდრე შმემანი აღიარებს, რომ ეკლესიისთვის არ იყო უცხო არამართლმადიდებლებზე ძალადობა. როგორ აღწერს დეკანოზი შმემანი იმ დროინდელი ეკლესიის ქმედებას?http://faithandfuture.files.wordpress.com/2011/11/schmemann1.jpg?w=50016 შმემანი წერს: ‘უნდა ვაღიაროთ, რომსწორედეკლესიაითხოვდასახელმწიფოსგანწარმართებთანბრძოლას, რითაც იგი ცალსახად უგულებელყოფდა შემწყნარებლობის პრინციპს. ეკლესიამ დაივიწყა ტერტულიანეს სიტყვები, რომელიც მიმართული იყო ქრისტიანთა მდევნელებისადმი: «საზოგადო სამართალიც და ბუნებრივი რჯულიც იმას ითხოვს, რომ თითოეული თაყვან სცემდეს ღმერთს იმგვარად, როგორადაც მას ეს სწამს… ერთმა რელიგიამ არ უნდა იძალადოს მეორეზე»’. – „Исторический путь Православия“.17 იმისათვის, რომ არამართლადიდებელი ადამიანების მიმართ ძალადობა განეხორციელებინა, ეკლლესია მოხერხებულად სარგებლობდა სახელმწიფოსთან დამყარებული „კარგი“ ურთიერთობებით.მოდით ერთადგავიხსენოთ მხოლოდ რამოდენიმე კონკრეტული ფაქტი: მართლმადიდებელ ქრისტიანთა მიერ ახ.წ. 1054 წლამდე განხორციელებული ძალადობის ზოგიერთი ფაქტი 18 ისტორია გვამცნობს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის, ეპისკოპოს თეოფილეს ბრძანებით, ახ.წ. 391 წელს ალექსანდრიის უძვირფასესი ბიბლიოთეკის ვანდალური განადგურების შესახებ, ბიბლიოთეკის, რომელიც მრავალი ადამიანისთვის განათლების მიღების უბრწყინვალეს საშუალებას წარმოადგენდა. ცნობილი ისტორიკოსი ედუარდ გიბონი მართლმადიდებელ პატრიარქს, თეოფილეს, აღწერს როგორც „მშვიდობისა და სიკეთს მტრად, შეუპოვარ და ცუდ ადამიანად, რომლის ხელებს ოქრო და სისხლი ენაცვლებოდა“ (იხილეთ ედუარდ გიბონის ნაშრომი: „რომის იმპერიის აღზევებისა და დაცემის ისტორია“, ტომი 2, გვ. 57.)19 ისტოიკოსებისთვის აგრეთვე კარგადაა ცნობილი მეოთხე საუკუნეში მცხოვრები მეცნიერი და ფილოსოფოსი ქალის, ჰიპატიას მიმართ განხორციელებული ვანდალიზმის შესახებ. ისტორიკოსები ამ ქალის სასტიკ კვლელობას მიაწერენ მართლმადიდებელი წმინდანის თეოლფილეს ძმისშვილს „წმინდა კირილე ალექსანდრიელს“ (ახ. წ. 375—444; რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული), რომელსაც ქრისტიანი ბერების ხელით, მხეცურად მოუსწრაფებია ჰიპატია. მიუხედავად იმისა, რომამ ქალს, ჰიპატიას, ალექსანდრიაში წამყვანი მეცნიერის სახელი ჰქონდა, წმინდა კირილეს აღიზიანებდა მისი ზოგიერთი შეხედულება. ამიტომ, მართლმადიდებელმა პატრიარქმა კირილემ, ჰიპატია სასტიკი მკვლელობით მოაკვლევინა ბერებს, რომელი მკვლელობაც, ქრისტიანი ბერის, პეტრეს მეთაურობით განახორციელა; ზოგი ისტორიული წყაროებით, (მაგალითად ედუარდ გიბონის თანახმად) ჰიპატია ჯერ გააშიშვლეს, შემდეგ ხორცები ააგლიჯეს, ნარჩენები კი ცეცხლში დაწვეს. ამ ცნობის შესახებ ედუარდ გიბონის გარდა, არაერთი ისტორიკოსი იუწყება თავის ნაშრომებში. (მაგალითად იხილეთ, Maria Dzielska, Hypatia of Alexandria, Cambridge: Harvard University Press, 1995. (Revealing Antiquity, 8), p. xi, 157. და „Smith, Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology“: http://www.ancientli...h-bio/1645.html). [ყველაზე უძველესი ჩანაწერები ჰიპატიას სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით, გვხვდება მეხუთე საუკუნის სქოლასტიკოს სოკრატესთან, და კოპტელ ეპისკოპოს იოანე ნიკიუსთანაც].20 ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე, საეკლესიო ისტორიკოსი ჰანს ფონ კამპენჰაუზენის აღწერა მართლმადიდებელი წმინდანის, პატრიარქ კირილე ალექსანდრიელის შესახებ, რომელიც (ყურადღება მიაქციეთ, რომ) მართლმადიდებელ ეკლესიას არასდროს არ უარყვია და რომელიც დღემდე მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სამაგალითო ‘წმინდანადაა’ გამოცხადებული. ისტორიკოსი კამპენჰაუზენი, მართლმადიდებელ წმინდანს, პატრიარქ კირილეს აღწერს „დოგმატურ, მძვინვარე და გაქნილ ადამიანად, რომელიც მოხიბლულია თავისი მოწოდებისა და სამსახურის დიდებულებით“, და დასძენს: „ის არასოდეს არაფერს მიიჩნევდა სწორად და მართებულად, თუ ეს მისი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის წინ წაწევას არ უწყობდა ხელს. . . თავისი სისასტიკე და არაკეთილსინდისიერი მეთოდები მას არასოდეს ადარდებდა“.21 „წმინდა“ პატრიარქის კირილე ალექსანდრიელის მძვინვარე და მოძალადე ქმედებები, მხოლოდ ჰიპატიას სივკდილის დაკვეთით არ შემოფარგლულა. მან თავისი ეპისკოპოსობის პირველივე წლებიდან დაიწყო ბრძოლა ალექსანდრიაში მცხოვრები განსხვავებული მრწამსის მქონე ადმაიანების წინაღმდეგ, როგორებიც იყვნენ მაგალითად, ნოვატიანელები და ებრაელები. კირილემ ნოვატიანელთა ეკლესიების დახურვა და მათი წმინდა ჭურჭელის განადგურება განახორციელა. ისტორია იუწყება, რომ ქრისტიანებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობა წმინდა კირილეს დროსაც არ იყო მაინც და მაინც სახარბიელო. ერთხელ, როცა ებრაელებმა საპასუხო თავდასხმა მოაწყეს „ქრისტიანებზე“, წმინდა კირილე იმდენად გამწარდა, რომ თავისი თანაქრისტიანები იუდეველთა სინაგოგებს მიუსია, დაარბევინა ისინი, ქალაქიდან გაადევნინა და მათი ქონება კი გასაძარცვად გადააცემინა. (იხილეთ „სოკრატე სქოლასტიკოსი კირილეს შესახებ“, თავი მესამე.22 მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული მსგავსი და უფრო ძლიერი ძალადობა, მომდევნო საუკუნეებშიც გრძელდებოდა. მართლმადიდებელი ეკლესიის (ოფიციალური პირების) მხრიდან ადამიანებზე ძალადობა, მხოლოდ ბიზანტიაში როდი ხდებოდა. ის თითქმის ყველგან ხორციელდებოდა, სადაც ‘მართლმადიდებელი’ ქრისტიანობა ადგამდა ფეხს. მათ, ვინც საქართველოს ისტორიას გაცნობია, კარგად იცის რომ „ქრისტიანობა“ საქართველოს გარკვეულ ნაწილებში (ტერიტორიებზე), განსაკუთრებით მთიან მხარეში ცეცხლითა და მახვილით მიაღებინეს ჩვენს ქართველ წინაპრებს. (მაგალითისთვის იხილეთ ივანე ჯავახიშვილის ფუძემდებლური ნაშრომები, „ქართლის ცხოვრება“ და სხვები…)23 ცხადია აქ ფაქტების მხოლოდ ნაწილია მოხსენიებული; ისტორია გაცილებით მეტს მოგვითხრობს აღნიშნულ საკითხზე, რომლის გახსენებაც, ძალიან შორს წაგვიყვანდა.24 ამ თემის მეორე ნაწილში, მკითხველს შეუძლია გაეცნოს მართლმადიდებელი ეკლესიის [სასულიერო პირებისა და მართლმადიდებელი მორწმუნეების] მიერ ადამიანებზე განხორციელებული ძალადობის სხვა ფაქტებსაც, რომელი ძალადობაც ახ.წ. 1054 წლის შემდეგ განხორციელდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Asmodeus Posted December 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2012 აზრი პოსტის ბოლოს ბასილ მკალავლიშვილმა როგორ გადაგპარსათ დუქარდით ფუტურო თავები ეგ დაურთე და მართლმადიდებელი ეკლესიის ინკვიზიტორობასაც დაამტკიცებ რაღა შორს გარბიხარ. ისე თქვენი რა გასაკვირია, ბიბლია გადააკეთეთ და დიდი ამბავი ეხლა ისტორიული ფაქტები, რომ დაამახინჯოთ. თურმე მართლმადიდებლები ინკვიზიტორები იმიტომ ყოფილან რომ ოდესღაც კათოლიკეები და მართლმადიდებლები ორივენი ერთ ეკლესიას წარმოადგენდნენ და სადაც 2 კათოლიკე იყო იქ 1 მართლმადიდებელიც გაერეოდა ხოლმე, ინკვიზიცია რომელ საუკუნეებში დაიწყო როგორც მოვლენა იცი სამოსანო თუ ნახევრადფაბრიკატი ფარში გიდევს თავში? მართლმადიდებელ ქრისტიანთა მიერ ახ.წ. 1054 წლამდე განხორციელებული ძალადობის ზოგიერთი ფაქტი 1054 wlamde marTlmadidebloba rogorc konfesia ar arsebobda. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MUDHONEY Posted June 10, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2014 ძაან ბევრი პრობლემა ეკლესიაში მოსაგვარებელი. მღვდლებიდან დაწყებული და საპატრიარქოთი დამთავრებული. რატო არ ტარდება საეკლესიო კრება რომ უმსგავსო საქციელის გამო აყარონ ანაფორა ბევრს. პირველ პრობლემად ჩავთვლი იმას რომ თანხას ითხოვენ პირდაპირ უკვე. ბავშვი მოვნათლე და 200 ლარი გადამახდევინეს ეკლესიაში. ოფიციალურად ასეაო მამაო იდგა და მის გვერდძე ვიღაც ქალი ეკლესიის მესანთლე. ცოტა მაკლდა და ორივეს დავანგრევდი იქვე მაგრამ გამაჩერეს. რას ქვია ოფიციალურად რამდენიც გაქ იმდენი უნდა მიცე. მერე კიდე ვინმე რო დაგეღუპება მამაო რო მოგყავს სულ მცირე 50 ლარს აძლევ შენ თვითონ გერიდება ფული რო არ მიცე ან ნაკლები. ვისაც არ აქვს იმან რა ქნას ცოდო არაა ხალხი?? მრევლის უმეტესობა გამოასირეს უკვე და ცაში აწვდილი ხელებით სპეკულირებენ მათზე. მაღიზიანებს უკვე ასეთი ქცევა მამაო თვით ღმერთი გონიათ და ხელ ჩაკიდებულმა მამაომ მრევლი კლდის პირას რო მიიყვანოს და გადახტიო რო უთხრას დარწმუნებული ვარ 70 პროცენტი გადახტება ისე რომ რატოს არ იტყვის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.