Jump to content
Planeta.Ge

ალასანია: საქართველოს მთავრობას არ აქვს ილუზია, რომ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობები უახალოეს მომავალში მოგვარდება


Recommended Posts

http://www.epn.ge/?p=128990

ვისურვებდი, რუსეთი მართლაც თავისი რიტორიკით, თავისი ნაბიჯებით ბევრად უფრო შემხვედრი იყოს საქართველოს ახალი ხელისუფლების პოზიტიურ სიგნალებზე.

ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ირაკლი ალასანიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

“კონკრეტულად პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც დაინიშნა, ეს არის ის სიგნალი, რომელზეც ნორმალური სახელმწიფო, ნორმალურ პასუხს უნდა იძლეოდეს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ, და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს ილუზია, რომ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობები უახალოეს მომავალში მოგვარდება.

“ჩვენი ამოცანა არის ის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს პოზიტიური, საქართველო ყოველთვის იყოს სიმართლის მხარეზე და ყოველთვის მართალი. ეს არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანაც”, – დასძინა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს, თუ საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ბოცვერა ალასანიას რა უბედურება ჭირს ნეტავი ვინმე თუ იცის? ბიძინეს ნაყიდ(ზოგი არჩეულსაც ეძახის) "მთავრობა"-ში მგონი "თავდაცვის" მინისტრობა უბოძეს ბიძინეს ხალათიდან(აბა სამეგრელოს ტყეებში უჩინარი რეზერვისტების განადგურება განცხადებებით, წახალისების გარეშე ხომ არ ჩაივლიდა?) ჰოდა ამ ბოცვერას თავი დიპლომატიურ სამსახურში გონია(დიდი სასახელო დღეები გაეროში სადაც მუდამ მოუსვენრობაში მყოფ ირაკლის ბუნდოვან ცნობიერებას ვიტალი მხიარული ჩურკინი პეპლავდა და გაყუჩებულმა ბოცვერამ საქართველოში შემოჭრილი რუსეთის წინააღმდეგ რაიმე ბგერის გამოცემაც კი ვერ გაბედა ისტორიას ჩაბარდა) საგარეო საქმეთა(თუმცა ბიძინეს ჯიბის თანამხარჯველთა მთავრობაში მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ აძლევენ რომელ მოლაპარაკე თავს რომელი დარგის მინისტრობის აბრა აქვს კისერზე ჩამოკიდებული) მინისტრის მაგივრად(ნუ იმ ძალად ინტელექტუალ ზაქარეიშვილს რომ რამე დაეკიკინებინა კიდევ ჰო(კონფლიქტების დარეგულირების კაცადაა(?) ხმობილი) დაახეთქა განცხადება თავდაცვის მინისტრმა. ისე ნორმალურ ქვეყნებში უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე ამავე უწყების თავკაცი პასუხობს...მაგრამ როგორც ჩანს ბიძინეს ძალიან უნდა რომ რუსეთს მიბაძოს ყველაფერში(ან უბრალოდ არ იცის ბევრ სხვ რამესთან ერთად მინისტრების მოვალეობანი, თუმცა რას ვერჩი ეგ კაცი დიდი ცოდნის გამო კი არ აირჩიეს, არამედ ფულის გამო მიიტანეს პრემიერად): იქ ჯანდაცვისა და სანიტარული კონტროლის მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრის მაგივრად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, პრეზიდენტად(მედვედევი დიმონა რომ იყო) გუდაპეჩტის მარიონეტი დათუნია ყავდათ რომელსაც პრემიერი ახმოვანებდა, ჟურნალისტები(მამონტოვი, კურგინიანი, შევჩენკო) პროპაგანდისტები არიან, გაზპრომი ბიუჯეტია, ბიუჯეტს აკონტროლებს პუტინი- პუტინს ფეესბე....მოკლედ საქართველოშიც ჭორვილელი გენიის ტალანტმა იყივლა, ალასანია(თავდაცვის მინისტრად ხმობილი) საგარეო საქმეთა მინისტრებს პასუხობს, სიძე ბიძინეს არასასურველ ტიპებს იჭერს, რა სუბორდინაცია რა ეტიკეტი თუ ძმა ხარ....ქუცუნაშვილი კი მიუხედავად იმისა რომ მთავარ კონსელიერე-იდეოლოგად ჩამოკიდეს- მაინც ვერ გახდა ოდნავ მაინც რესპექტაბელური....ბოსე რელიგიურ კონფლიქტებს აგვარებს თურმე......წმინდაო კეაცალკოატლე ეს რა სასაცილო რამეები დააწიე ჭირნახულ საქართველოს... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...