newstudio Posted December 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2012 ნოდარ ხადური: ,,გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა ვალდებულება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტმა აიღო, გასტუმრებული იქნება“საგადასახადო ტვირთი არ შემსუბუქდება, პრესას გაუქმებული შეღავათები არ დაუბრუნდება. აღარ იქნება ,,საგადასახადო ოაზისები“ და გადასახადს ყველა გადასახადის გადამხდელი გადაიხდის. 2013 წლის ბიუჯეტში მთავარი მიზანი კი სოციალური პრობლემების მოგვარება იქნება.ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ძალიან ბევრ ორგანიზაციაზე საგადასახადო კანონმდებლობა არ ვრცელდებოდა. ამ კომპანიებს არავინ აწუხებდა. დიდ ნაწილთან ფორმდებოდა საგადასახადო შეთანხმება და ისინი დავალიანებისგან ,,სუფთავდებოდნენ“.,,ჯერ ერთი თვეა რაც ვმუშაობთ და ათეულობით (თუ ასეულობით არა) ასეთი ფირმა ვნახეთ. თავისთავად ცხადია, რომ ბიუჯეტი დიდ ზარალს ნახულობდა და ეს არ არის ერთი წლის ბიუჯეტის ზარალი. უნდა გითხრათ, რომ ასეულობით მილიონი ლარი აკლდებოდა ბიუჯეტს. მარტო, 3 ტელეკომპანიას დაახლოებით 40 მილიონი ლარის გადასახადი აპატიეს. ეს რაც დათვლილია და კიდევ 2 ტელეკომპანიას საგადასახადო დავალიანება დაუთვლელად აპატიეს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც უზარმაზარი ბრუნვები აქვთ და რა რაოდენობის საგადასახადო დავალიანება ექნებოდათ, რომლებსაც არ იხდიდნენ“,- აცხადებს ნოდარ ხადური.(,,რეზონანსი“ №331(7262); ავტორი:მაკა ხარაზიშვილი) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2012 ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ძალიან ბევრ ორგანიზაციაზე საგადასახადო კანონმდებლობა არ ვრცელდებოდაეკლესიას მიადგნენ ;) აქვთ მაგათ ფული და თუ ვთხოვთ გადაიხდიან გადასახადებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted December 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2012 ეკლესიას მიადგნენ ;) აქვთ მაგათ ფული და თუ ვთხოვთ გადაიხდიან გადასახადებს აქამდე არ იხდიდნენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2012 აქამდე არ იხდიდნენ? არაა ეკლესია თავისუფალია გადასახადებისგან ბავშვს რო ნათლავ და მღვდელს 50 ლარიანს აძლევ ჩეკს გაძლევს? არა ხოდა არც არაფერს არ იხდის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 21, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2012 ეკლესიას მიადგნენ აქვთ მაგათ ფული და თუ ვთხოვთ გადაიხდიან გადასახადებს თუ არ იხდიდნენ, მოუწევთ გადახდა იმედია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2012 მოუწევთ გადახდა იმედია... არამგონია დიდი ძალა აქვს ეკლესიას და ვერცერთი მთავრობა ვერ გაბედავს დაპირისპირებას სამწუხაროდერთს იტყვის სინოდი სატანისტურია ეს მთავრობაო და მოგჭამა ჭირი მერე მთავრობამ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.