speaker Posted December 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2012 მზიან და ცხელ ტაილანდში ახალი წელი უწევს აპრილში, როდესაც იქ ძალიან ცხელა და აქედან გამომდინარე ტაილანდელებმა მოიფიქრეს თავისი საახალწლო ტრადიცია, ისენი ყველა გამვლელს სახლიდან ან თუნდაც ქუჩიდან ასხამენ წყალს, ამიტომ ამ დროს ტაილანდში ვერავის ნახავთ მშრალს ჩვენებურად კი წუწაობენ თანაც ყველაფრით, სათამაშო წყლის იარაღებით, ვედროებით და ა.შ. ითვლება რომ წყალი არამარტო აგრილებს ადამიანს სიცხეში, არამედ ჩამორეცხავს ყველა იმ ცოდვას რომელიც ამ წელს ჩაიდინა და ახალ წელს შეხვდება სუფთა სინდისით. ეს უბრალოდ საინტერესოა. ავსტრალიაში ახალ წელს ევროპის დროით ხვდებიან ანუ 31 დეკემბერს მაგრამ, ამ დროს იქ ძალიან ცხელა, ისე ცხელა რომ სანტა კლაუსის იქაური ფორმა არის მოკლე მკლავიანი მაიკა, წითელი ქუდი და შორტები ბულგარეთში ახალ წელს ზუსტად 12 საათზე აქრობენ შუქებს სახლებში და იწყება საახალწლო კოცნიოს დრო ესპანეთში კი ცდილობენ ახალ წელს გადაყლაპონ 12 ცალი ყურძნის მარცვალი რაც მათი რწმენით ყველაფერი კარგის საწინდარია შემდეგ წელში ტემპერამენტიანი იტალიელები კი ახალ წელს ცდილობენ რაც შეიძლება მეტი არასაჭირო და ძველი ნივთ გდააგდონ ფანჯრიდან , ასე რომ თუ იტალიაში მოხვდებით ამ დროს ნუ გაივლით ქუჩაში თორემ შეიძლება ძველმა ლოგინმა ან მაგიდამ გიმსხვერპლოთ აი არგენტინაში კი ახალ წელს უფრო მსუბუქ რაღააცებს ყრიან ოფისების ფანჯრებიდან მაგალითად დოკუმენტებს სახაზავებს და ა.შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted December 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2012 (edited) ### მკიდია ნიუ იარი . 12 იქნება თუ 13 რა რო ? კიდე ერთი წელი გემატება და მეტი არაფერი რა .მაგის დედაც ##################. PS: ცენზურა დაიცავი Edited December 2, 2012 by gendolf Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
speaker Posted December 2, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2012 და ახალი წლის ტრადიციები საქართველოში: თუშეთი: საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და იტყვის: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!" ხევსურეთი ხევსურები ახალ წელს "წელწადს" უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს: თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნებაო. ახალწელიწადს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ. ფშავი:აქ ერთმანეთს ტკბილად ამკობენ, "ეგრემც ტკბილად დამიბერდიო". ოჯახი უცდის წინა ღამეს ხატში წასული ღამისმთევლების გამობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას და ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოჰკიდებს და ხინკლის კეთებას შეუდგებიან. მესხეთ-ჯავახეთი: სახლის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას ბანის პურებს დაუდებდნენ. ტაბლაზე დადებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და ტყვიას. ამ ტაბლას ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა. მამლის ყივილისას ამ ტაბლას აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა ლოცვით; "ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლშვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმ. ბასილას მადლი." ქართლი ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე "დასაბერებლად" თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში "აბრამიანს" უწოდებენ. ყლზ მკიდია ნიუ იარი . 12 იქნება თუ 13 რა რო ? კიდე ერთი წელი გემატება და მეტი არაფერი რა .მაგის დედაც ##################.სჰენ რაზეც გინდა გეკიდოს მაინც მოგემატება და დაღვრემილი ჯდომას გირჩევნია გაერთო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted December 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2012 სჰენ რაზეც გინდა გეკიდოს მაინც მოგემატება და დაღვრემილი ჯდომას გირჩევნია გაერთო გართობა ისედაც შეიძლება თU გასართOბი გაქ,ახალი წელი არაა მაგისთვის საჭირო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
speaker Posted December 2, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2012 გართობა ისედაც შეიძლება თU გასართOბი გაქ,ახალი წელი არაა მაგისთვის საჭირო.გეთანხმები მაგრამ ახალი წლის შეხვედრა სხვაა როცა ყველა ფუსგუსებს ამ ერთი დღისათვის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted December 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2012 (edited) გართობა ისედაც შეიძლება თU გასართOბი გაქ,ახალი წელი არაა მაგისთვის საჭირო. აუ, რა მაგარი გეთანხმები! თუ საშუალება გაქვს, ყოველთვის შეგიძლია მოიწყო "ახალი წელი", არა..? Edited December 2, 2012 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted December 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2012 აუ, რა მაგარი გეთანხმები! თუ საშუალება გაქვს, ყოველთვის შეგიძლია მოიწყო "ახალი წელი", არა..? ხო რა ,ატეხავენ ბათქაბუთქს ,აიღებენ ქვეყნის ვალს აბა ისე როგორ შეიძლება ახალი წელი ხო უნდა დაიყენო .მიდი და ელოდე ეხლა 12 საათს . გოზინაყი ასწორებს სხვა გავარტყი ყველაფერს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted December 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2012 alex თემის ავტორი გოგონაა ეგებ ცოტა კორექტულობა გამოგვეჩინა? ეს უბრალოდ ვიცი რომ ყურადღება არ მიგიქცევიათ ავტორის სქესისათვის და გაგეპარათ ერთი ორი მთლად არალიტერატურული ბგერა....ისე ახალი წელი კაცისათვის მაშინაა როცა ფული აქვს და ჯანმრთელია....http://s58.radikal.ru/i161/1212/af/aacb1118febb.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted December 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2012 ტაილანდში ვინც წავა ფრთხილად! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted December 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2012 თემის ავტორი გოგონააუი, მე ახლა დავაკვირდი.. ისე ახალი წელი კაცისათვის მაშინაა როცა ფული აქვს და ჯანმრთელია.... ჩვენც ეს ვიგულისხმეთ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted December 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2012 ისე ახალი წელი კაცისათვის მაშინაა როცა ფული აქვს და ჯანმრთელია....eg marTalia magram, bednieri tu ar xar vis rat unda mag axali weli? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted December 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2012 ტაილანდში ვინც წავა ფრთხილად! რატომ..? რომ არ დავსველდეთ..? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted December 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2012 რატომ..? რომ არ დავსველდეთ..? არა. მაგი არაფელია! მე გებნებით,კრიმინალზე,ჯუნგლებზე,და სხვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted December 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2012 http://s017.radikal.ru/i432/1212/82/241c2a6b8a1b.gif აი ახალი წელი რომელიც ღირსეულად და სიხარულით უნდა აღინიშნოს.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted December 2, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2012 Giorgi Kiskeidze გული არ გაიტეხოთ არაფერია მარადიული არც უბედურება არც ბედნიერება,,,,თუ ამჟამად არ ხართ ბედნიერი, მომავალში აუცილებლად იქნებით...მე ჩემ თავს მხოლოდ უსაზღვრო სიმშვიდესა და ყოველი დღით ტკბობას ვუსურვებდი(ვისაც მოეწონა, ვუნაწილებ გულუხვად). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.