planetanews Posted November 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2012 http://saqinform.ge/images/stories/axali/1-112-aqtuaa2.jpgსაქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს,საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უთხრა პარტია „თავისუფალ საქართველოს“ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე „112“-ის მომსახურებისთვის დაწესებულ გადასახადთან დაკავშირებით, რითაც პარტია იმ უკანონო დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლითაც ყოველთვიურად მობილური ოპერატორების აბონენტებს გარკვეული თანხა ექვითებათ ბალანსიდან.<span style="font-size: 10pt;" />„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ არალეგიტიმურად იზღუდება კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება, რადგან, იმ პირებს რომლებიც ფლობენ მობილურ ან ფიქსირებულ ტელეფონს, მათი წინასწარი თანხმობის გარეშე ექვითებათ თანხა მომსახურებისთვის, რომლითაც მათ შესაძლოა საერთოდაც არ უსარგებლიათ. ამასთან, საქართველოში არსებობს მობილური ქსელის 3.710.000 და ფიქსირებული ქსელის 1.245.000 აბონენტი (2011 წლის მონაცემები). გამოდის, რომ ყოველთვიურად ამ გზით ხდება მილიონზე მეტი ლარის ჩამოჭრა საქართველოს მოსახლეობისთვის. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts