planetanews Posted November 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2012 http://rustavi2.com/news_photos/11_12/62622.jpg ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში შეხვედრების დაწყებამდე გამოეხმაურა. მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ის ქვეყანაში არსებულ ვითარებას ადგილობრივ ხელმძღვანელობას პირადად გააცნობს და დარწმუნებულია, რომ გაუგებრობა ამით დასრულდება. `ასეთი სტატია ბოლო დროს რამდენიმე გამოქვეყნდა. ამას ალბათ თავისი მიზეზი აქვს. ჩვენ ყოველივე ამაზე ლაპარაკი გვექნება. მე ყველაფერს ავუხსნი ამერიკელ კოლეგებს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაგებით მოეკიდებიან ჩვენს ახსნა-განმარტებას,`- განაცხადა მინისტრმა.პირველი ოფიციალური მოლაპარაკება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რამდენიმე საათში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ჰილარი კლინტონთან აქვს დაგეგმილი. გაიმართება შეხვედრები აშშ-ის სენატსა და კონგრესის წარმომადგნელთა პალატაშიც. საუბრის მთავარი თემები აშშ-თან ურთიერთობის ორმხრივი საკითხები, ნატოში ინტეგრაცია, რუსეთთან ურთიერთობა და ავღანეთი იქნება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts