planetanews Posted November 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ტელეკომპანია `მაესტროს`ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას თბილისის მერია პასუხობს. სპეციალური განცხადება მერიის ვებგვრდზე გამოქვეყნდა.შიინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელევიზიო გადაცემაში დაადასტურა კრიმინალის ზრდა 50%-ით, თუმცა იქვე განმარტა, რომ წვრილმანი ხულიგნობის ფაქტები უმეტესად ხდება პარკებსა და სკვერებში, რომლის უსაფრთხოებაზეც პასუხისმგებელია თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური.მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაულის პრევენცია, წესრიგის დაცვა და ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება შსს-ს კომპეტენციაა, ხოლო თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურს კი მის კუთვნილებაში არსებული ობიქეტების დაცვა ევალება. `ამასთან, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ამ პერიოდში ბაღებსა და სკვერებში, რომლებშიც მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები მორიგეობენ, დანაშაულის ჩადენის არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა. შესაბამისად, მინისტრის განცხადება ამ მიმართულებით არის ტყუილი. აღნიშნული კი კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ისე, რომ მის საკუთარ ფუნქციებში ვერ გაერკვა, კვლავ აგრძელებს, უპასუხისმგებლო პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთებას,`- ნათქვამია განცხადებაში. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts