planetanews Posted November 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2012 http://rustavi2.com/news_photos/11_12/62626.jpg ზესტაფონის გამგებელი და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი - კახა გეწაძე - დაკავებულია. გეწაძე დილიდან ქუთაისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. კახა გეწაძე წინა მოწვევის პარლამენტში ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2 ნოემბერს, ზესტაფონის საკრებულომ ის, ხმაურიან სხდომაზე, რაიონის გამგებლად აირიჩია. კახა გეწაძის დაკავების ფაქტზე განცხადება გაავრცელა მთავარმა პროკურატურამ. მათი ინფორმაციით, 2011 წლის 22 მაისს, საფეხბურთო ჩემპიონატში ზესტაფონის გამარჯვებას დაბა შორაპანში, ერთ-ერთ ოჯახში აღნიშნავდნენ. "ნასვამი კახა გეწაძე იქცეოდა უკიდურესად თავშეუკავებლად და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ სტუმარს. მოგვიანებით კი საკუთარი იარაღის ტარი დაარტყა და დააზიანა სახელმწიფო ავტომანქანა. 2012 წლის 29 ნოემბერს კახა გეწაძეს წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კანონის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, 239-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება და იგი დაკავებული იქნა. წარდგენილ ბრალდებაში მან თავი დამნაშავედ არ ცნო და ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით. მას არ უსარგებლია ადვოკატის მომსახურებით," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობა" კახა გეწაძის დაკავებას პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებად აფასებს და აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლება ყველა იმ თვითმმართველობაზე ახორციელებს შეტევას, რომელსაც ვერ აკონტროლებს.როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, თვითმმართველობის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ვერ კონტროლდებიან, აქვთ წაყენებული ულტიმატუმი - "ან გადადგები, ან დაგაპატიმრებთ".მისივე თქმით, კახა გეწაძე დაპატიმრებულია ყურით მოთრეული ბრალდებით, რომელიც ერთი წლის წინ რესტორანში მომხდარ შელაპარაკებას უკავშირდება. ამასთან, გაბაშვილის თქმით, კახა გეწაძის, როგორც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ ზეწოლას სპორტის სამინისტროც ახორციელებდა, რადგან არის სურვილი იმისაც, რომ სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებად მათთვის სასურველი კანდიდატურები დაინიშნონ.გოკა გაბაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ თვითმმართველობების წინააღმდეგ ფინანსური შემოწმების გზით რეპრესიების განხორციელება დავალებული აქვს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე გიგა ახვლედიანს, ასევე, მათ მიმართ სამართლებრივი დევნის კუთხით დავალება აქვს მიცემული პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს."ნაციონალური მოძრაობა" ბოლო დროს განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით აპირებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts