planetanews Posted November 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2012 http://rustavi2.com/news_photos/11_12/62628.jpg ტელეკომპანია "მე-9 არხის" გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება კახა ბექაურმა "მე-9 არხის" ეთერით გააკეთა და მიზეზად ტელეკომპანიაში დაგეგმილი რეორგანიზაციის პროცესი დაასახელა. მისივე განმარტებით, "მე-9 არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე, ლუბა ელიაშვილი, შეასრულებს. "როგორც ვთქვით, ”მე-9 არხის” რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მისი გარდაქმნა, ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს - უნდა შეიცვალოს იურიდიული სტატუსი, ფორმა, სტრუქტურა. გუშინ ვთქვი, რომ ვიყავი არხის დირექტორი. დღეს ვწერ განცხადებას შვებულებაზე, მაგრამ ვტოვებ არხს, შვებულების შემდეგ აღარ ვიქნები ხელმძღვანელი. შვებულების პერიოდს გამოვიყენებ იმისთვის, რომ არხზე მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს შევუწყო ხელი", - აღნიშნა ბექაურმა.ტელეკომპანიის ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ მიმდინარეობს ერთიანი პოზიციის შემუშავება, რომელსაც ისინი "მე-9 არხის" დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გაახმოვანებენ.გავრცელდა ხმები, რომ ჟურნალისტების ერთი ნაწილი არხის დატოვებს აპირებს, თუმცა, ამ დრომდე მათ ამ საკითხზე საუბარი არ სურთ. ასევე გავრცელდა ინფორმცია, რომ, ჟურნალისტებთან ერთად, არხის დატოვებას აპირებს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თამარ რუხაძეც. ჟურნალისტებთან საუბრისას, ლუბა ელიაშვილმა განაცხადა, მან გენერალური დირექტორის პოსტის დაკავების შესახებ შეთავაზება თავად კახა ბექაურისგან მიიღო. მისი განმარტებით, არხზე რეორგანიზაცია დაწყებულია და "მე-9 არხი" საერთო მაუწყებლად გარდაიქმნება.ინფორმაციას "მე-9 არხზე" ცვლილებების შესახებ საინფორმაციო სააგენტოები ჯერ კიდევ გუშინ ავრცელებდნენ. მათი ცნობით, ბექაური ტოვებდა თანამდებობას და მეცხრე არხის ახალ გენერალურ დირექტორად ლუბა ელიაშვილი იყო დასახელებული. თუმცა საკადრო გადაადგილების შესახებ ინფორმაციას გუშინ საღამოს არც ბექაური და არც ჟურნალისტები არ ადასტურებდნენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts