planetanews Posted November 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ჰილარი კლინტონის თანაშემწე ერიკ რუბინმა საქარველოში ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა მან, დღეს, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფში გამართა.მოლაპარაკებას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და ირაკლი ალასანიას მოადგილეები ესწრებოდნენ. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხები, ავღანეთის ISAF-ის ოპერაციაში ქართული კონტიგენტის წვლილი და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალიაც განიხილეს.შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის მხარდაჭერა. უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა შეფასებისა და ანალიზის შემდეგ უკვე იმპლემენტაციის ეტაპზე გადადის. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts