planetanews Posted November 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2012 http://rustavi2.com/news_photos/11_12/62629.jpg სამართალდამცველებმა უკვე მეორედ დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი. თენგიზ გუნავა დღეს პროკურატურაში იყო დაბარებული და ის, რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, დააპატიმრეს. ცნობილია, რომ გამოძიება პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს საწვავის ტალონებზე ედავება. ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, თენგიზ გუნავა დაკითხვის შემდეგ დააკავეს. ამჟამად ის დროებითი დაკავების იზოლატორDია მოთავსებული. ადვოკატ გიორგი ონიანის ინფორმაციით კი, გუნავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება) და 182-ე მუხლით (მითვისება) წაუყენეს. გამოძიება 3000 ლიტრ ბენზინზე ხარჯთაღრიცხვას ითხოვს. გუნავა პროკურატურაში დღეს 17:00 საათზე მივიდა. როგორც მან პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობი იყო, კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს. "მას შემდეგ, რაც ჩემი კომენტარი გავიდა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, მთხოვეს მოსვლა პროკურატურაში დღეს, 11.00 საათზე, თუმცა, შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ 17.00 საათზე უნდა მოვსულიყავი. როგორც ხედავთ, მე აქ ვარ და მათ დამიბარეს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში. არ ვიცი რასთან დაკავშირებით მიბარებენ. მითხრეს, რომ ჩემს ადრინდელ საქმიანობასთან დაკავშირებით მიბარებენ. ეს ეხება ან გენერალურ ინსპექციას, ან სამეგრელოს, ვერ გეტყვით", - განაცხადა მან. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts