planetanews Posted November 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2012 http://rustavi2.com/news_photos/11_12/62621.jpg მნიშვნელოვანი დარღვევები ინფრასტრუქტურის სამინისტროში - უწყების შიდა აუდიტმა დოკუმენტაციის შემოწმებისას რამაზ ნიკოლაიშვილის მინისტრობის პერიოდში ჩატარებული ტენდერების დროს დაშვებული დარღვევები აღმოაჩინა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ეჭვს იწვევს რამდენიმე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები.`ორი მიმართულების დარღვევასთან გვაქვს საქმე, რომელიც საჭიროებს დამატებით შესწავლას შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ, პირველი ეხება გარე განათების მოწყობილობებზე სანათი საშუალებების არარეალურად მაღალ ფასად, ანუ საბაზრო ფასებზე გაცილებით უფრო ძვირად მათ შეძენას, შესწყიდვების შესახებ კანონმდებლობა ზღუდავს ამდაგვარ რამეს. ჩვენი ვარაუდით, სახელმწიფო შეზღუდვების შესახებ კანონმდებლობის დარღვევასთან გვაქვს საქმე, ხოლო მეორე შემთხვევაში სატენდერო პირობები მომზადებულია ისეთნაირად, რომ კონკრეტული კომპანიების ინტერესებს და საჭიროებებს არის მორგებული, რაც ასევე დამატებით უნდა იქნეს შესწავლილი. საუბარია კახეთის მიმართულებით გარე განათების სამუშაოებზე, ასევე ცენტრალური მაგისტრალის გარე განათების საშუალებების შეძენაზე,`- განაცხადა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts