planetanews Posted November 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/11/patruli-42-200x180.jpgროგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საგარეჯოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აღნიშნული განცხადების ტექსტს opinion.ge უცვლელად გთავაზობთ:„საგარეჯოს მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „პრადოს” მარკის ავტომანქანა, რომელიც ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, საპირისპიროდ მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი „პრადოს” მძღოლის არასწორი მანევრი გახდა.შეჯახების შედეგად, ორი მოქალაქე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ექვსი დაშავებული საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მიკროავტობუსის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ან მეტი პირის გარდაცვალების ფაქტზე”-აღიძრა, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველო აწარმოებს.“opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts