Jump to content
Planeta.Ge

from opinion.ge- გოკა გაბაშვილი: „დაწყებულია პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების კამპანია“


Recommended Posts

http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/11/gokaaaaa-200x168.jpgროგორც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ზესტაფონის გამგებლისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის კახა გეწაძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, “ყველა თვითმართველობაზე, რომელსაც “ქართული ოცნება” ვერ აკონტროლებს, საქართველოს მთავრობამ გადამწყვეტი შეტევა დაიწყო”.

“რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ საქართველოს მთავრობამ დაგეგმა ადგილობრივ თვითმართველობებზე გადამწყვეტი შეტევა. აბსოლუტურად ყველა თვითმართველობაში, რომელსაც “ქართული ოცნება” ვერ აკონტროლებს, შევიდა ფინანსური შემოწმება. ისინი გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს პირდაპირ უყენებენ ულტიმატუმს, ან გადადექით, ან კიდევ დაგიჭერთ. ბევრ ადგილზე ეს ფინანსური პოლიციის საშულებით ხორციელდება, ბევრგან ამოქმედებულია პოლიცია და პროკურატურა. დღეს, როგორც ჩანს, უკვე დაიწყო მოქმედება და ზესტაფონის გამგებელი კახა გეწაძე დაკავებულია, რომელსაც ასევე გადადგომა მოსთხოვეს იმის მიუხედავად, რომ ის ერთი თვის წინ საკრებულოს სხდომაზე იქნა არჩეული. ჯერ კიდევ საკრებულოს სხდომაზე ‘’ქართული ოცნებას’’ საკუთარი კანდიდატურის გაყვანა ჩაეშალა და გეწაძე კანონიერად იქნა არჩეული, თუმცა ეს ზეწოლა არ შეწყდა. დღეს კახა გეწაძე დაკავებულია. ის დაიჭირეს აბსოლუტურად ყურით მოთრეული ბრალდებით, რამდენიმე წლის წინ რესტორანში მომხდარი შელაპარაკების გამო. ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ დაწყებულია ყველა იმ თვითმართველობაზე, გამგებელზე, საკრებულოს თავმჯდომარეზე მასობრივი შეტევაა დაწყებული. კახა გეწაძის დაჭერას ჰქონდა კიდევ ერთი მოტივაცია, ის არის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და მას სპორტის სამინისტროს მხრიდანაც ჰქონდა ზეწოლა და შემოთვლა, რომ ეს პოსტი დაეტოვებინა, რადგან სამინისტრო ფიქრობს, რომ თანამდებობებზე მათთვის მისაღები კანდიდატები უნდა გაიყვანოს. ჩვენ ამ დაკავებას ვაპროტესტებთ. ჩვენ გვესმის, რომ დაწყებულია პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების კამპანია. ჯერ არჩევენ დასაჭერ პიროვნებებს, შემგომ კი ბრალდებებს იგონებენ. ეს ძალიან კარაგად ესმის საერთაშორისო საზოგადოებასაც. ამ დაკავებების ამბავს დეტალურად მოვუყვებით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დიპლომატიურ კორპუსს, რადგან როგორც ქართულმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს, რომ ახალი მთავრობის ეს კურსი – პოლიტიკური დაპატიმრებებისა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად კი არ შენელდა, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდა. ფინანსური კუთხით დაჭერებს ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე გიგა ახვლედიანი კურირებს. ასევე ყველა სამხარეო პოლიციასა და პროკურატურას აქვს მიცემული მითითება, ადგილობრივი თვითმართველობის წევრების დაშინება, დაშანტაჟება, დაჭერისა. ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შესაბამისი რეაქცია მოჰყვება”, – განაცხადა გაბაშვილმა.

opinion.ge

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...