planetanews Posted November 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2012 http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/11/Erik-Rubin-1301122-200x200.jpgროგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა, ამერიკა-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს ახალი ხელისუფლების სურვილს, მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ.“ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს თავის სუვერენულ საზღვრებში საკუთარი სურვილების განსახორციელებლად. მხარს ვუჭერთ და მივესალმებით ახალი ხელისუფლების სურვილს, მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ. ჩვენ ეს ფაქტი არ გვაყენებს იმ პოზიციაში, რომ ჩვენ საქართველოსა და მის რომელიმე მეზობელს შორის ჩავდგეთ”, – განაცხადა რუბინმა.მისივე აღნიშვნით, მნიშვნელოვანია როგორი აღქმა ექნება საქართველოში ბოლოდროინდელ დაკავებებს უცხოეთში. “მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთში პოლიტიკურ სფეროში მიმდინარე პროგრესი განგრძობადად იქნას აღქმული და უცხოეთმა დაინახოს, რომ საქართველო და მისი დემოკრატია წინ მიდის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორი აღქმა ექნება ამ დაკავებებს უცხოეთში. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ დემოკრატიულ პროცესს, რაც არჩევნების შემდეგ მოხდა. ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო ევროატლანტიკური მიზნების მიღწევაში. ჩვენ ამ მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მხარდაჭერას იმ სფეროებში, სადაც ჩვენი ჩართულობა ყველაზე მეტად საჭიროა. ჩვენ ახალ მთავრობასთანაც, ისევე, როგორც წინა მთავრობასთან ვითანამშრომლებთ, რათა სასამართლო გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე”, – განაცხადა ერიკ რუბინმა.opinion.ge View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts