Jump to content
Planeta.Ge

ვესთერნი: ფილმები ველური დასავლეთზე.


Recommended Posts

Shaten ჰო ეს დამავიწყდა მადლობა რომ დადეთ. კარგი ფილმია ყველაფერი თავის ადგილზე მუსიკა, ტრუკები, მსახიობთა თამაში განსაკუთრებით დენიელ დე ლუისი შეუდარებელია.... ეს კლდეებში ბრძოლა კი საკულტო ეპიზოდია

ზუსტად ერთნაირად აღგვიქვამს ეს ფილმი.. :)

წაკითხვა მესიამოვნა, ისე კარგად გადმოეცით ყველაფერი.. :) :+:

ფილმის საუნდტრეკი კომპში მიწერია და სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე..

კი, მსახიობი მართლაც შეუდარებელია და ზუსტი ტიპაჟია.. ნამდვილი ვაჟკაცი განასახიერა კლასიკურად..

კლდეებში ბრძოლა, ჩემი ყველაზე საყვარელი მომენტია.. თან გენიალურადაა გადმოცემული იმ დროინდელი ეპოქა (და მოვლენები).., რაც სხვათაშორის, ყველა რეჟისორს არ გამოსდის..

სხვათაშორის, მე მაგუას ტიპაჟიც მაგრად მომწონს (ნუ როგორც უარყოფითი პერსონაჟის, რასაკვირველია)..

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten საერთოდ უარყოფითი როლის თამაში მიმაჩნია ურთულეს საქმედ რაც მაგუას როლის შემსრულებელს მართლაც გამოუვიდა. აი ელაი ვოლახი რომ არ ყოფილიყო კალვერას როლში შესანიშნავი შვიდეული არ გამოვიდოდა კარგი, ან ტუკის და ლი ვან კლიფის გარეშეც არ ივარგებდა სპაგეტი ვესთერნები...

 

სხვათა შორის დღევანდელი კინომატოგრაფის თავსატეხი სწორედ უარყოფითი გმირის გამოგონებაა რის გარეშეც ფილმი მდარედ გამოიყურება ხოლმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

უმაგრესი ფილმია ყველანაირად :) ეს ერთ-ერთ იმშემთხვევათაგანია, როდესაც ფილმი თუ არ ჯობია არც ჩამოუვარდება წიგნს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus, სწორედ ასეა.. კარგად თქვით.. :)

Shaten

უმაგრესი ფილმია ყველანაირად :) ეს ერთ-ერთ იმშემთხვევათაგანია, როდესაც ფილმი თუ არ ჯობია არც ჩამოუვარდება წიგნს

ზუსტად თქვი.. :) :+: სხვათაშორის კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა ვიცი.. ეს ბრემ სტოკერის "დრაკულა"-ა, რომელიც ფრენსის ფორდ კოპოლამ გენიალურად გადაიღო 1992 წელს.. ნუ ყოველშემთვევაში, მე ასე მიმაჩნია.. თუმცა ეს თემას არ ეხება, მაგრამ სიტყვას მოვაყოლე.. :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

ძალიან მაგარი ფილმია . ჩემი აზრით, მაგ ფილმის წარმატება დიდად საუნდტრეკის დამსახურებაა. განსაკუთრებით ის მომეტნტი მიყვარს ჩინგაჩგუკი რო ჩაჩეხავს მაგუას . ბავშვობიდან მიყვარდა ფილმები ინდიელებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით, მაგ ფილმის წარმატება დიდად საუნდტრეკის დამსახურებაა.

:yes: კარგი საუნდტრეკი ყოველთვის კიდევ უფრო ლამაზად აფერადებს ფილმს..

განსაკუთრებით ის მომეტნტი მიყვარს ჩინგაჩგუკი რო ჩაჩეხავს მაგუას .

ე.ი. მართლა მაგარი მომენტია, რადგან ამდენს მოგვწონს (განსაკუთრებით) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ფილმიდან მარტო ეს ორი მომენი მომწონს.. :) - http://www.youtube.com/watch?v=hPK5KDCGF7g http://www.youtube.com/watch?v=dehB246v3pM

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten ერთი ფილმისათვის სამი ეპიზოდი ურიგო არ უნდა იყო :) მე მაგ სურათში ძაღლების გაცვლის ეპიზოდი მომეწონა წაკითხული მქონდა რალური ამბავია.... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten ეს კი ჩემი ყველაზე საყვარელი ფინალური ეპიზოდია http://www.youtube.com/watch?v=0B5lFuTUhso
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...