Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი, ამჟამად №17-ე დაწესებულებაში მყოფი და პოლიტპატიმრად აღიარებული გიორგი ზერეკიძის

 

საინიციატივო მიმართვა სტუდენტებს

 

2012 წლის 18 სექტემბერს ქართული და საერთაშორისო მედიასაშუალებებით გავრცელებულმა იმ შემაძრწუნებელმა ვიდეო ჩანაწერებმა, სადაც ასახულია პატიმართა გაუპატიურებისა და ღირსების შემლახავი არაერთი კადრი, საზოგადოებას კარგად დაანახა თუ რა ხდებოდა სინამდვილეში ამდენი წლის მანძილზე ე.წ რეფორმირებულ და ევრო სტანდარტებზე აშენებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. საზოგადოების აზრი ამ ფაქტთან დაკავშირებით იყო ცალსახა და გმობდა მომხდარს. ამასთანავე, დიდმა ნაწილმა საპროტესტო აქციებით მოითხოვა იმ ჯალათების დასჯა, რომლებიც ასე სასტიკად უსწორდებოდნენ უმწეო მდგომარეობაში მყოფ პატიმრებს.

მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც დამოუკიდებლად, ორგანიზებული საპროტესტო აქციებით აღშფოთებას გამოხატავდნენ ციხეებში არსებულ ვითარებაზე. სწორედ მათმა პრინციპულობამ და ერთსულოვნებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდგომი პოლიტიკური პროცესების განვითარებაში. სამოქალაქო საზოგადოება არის ქვეყნის ის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკური პროცესების წარმართვას და მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ქვეყნის განვითარებაში. მას შემდეგ, რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მესამე სექტორი, ანუ სამოქალაქო საზოგადოება არა თუ ფუნქციონირებდა, არამედ განიცდიდა რეგრესს, რაც ისახებოდა ქვეყნის როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაზეც.

2012 წლის 1 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მოხდა ხელისუფლების ცვლილება. ამ მოვლენების შემდეგ აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებში, რათა ამაღლდეს საზოგადოების როლი საქართველოში, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის დემოკრატიისათვის.

მე მოგმართავთ ინიციატივით, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი ჯგუფი, სადაც გაერთიანდებიან სტუდენტები, რადგანაც სტუდენტები არიან მამოძრავებელი ძალა ქვეყნის განვითარებაში. საზოგადოებრივი ჯგუფები გამართავენ დისკუსიებს მედია სივრცეში, ქვეყანაში არჩევნების შემგდომ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე. თუნდაც, მაგალითად ავიღოთ იმ მაღალჩინოსნების დაკავება, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკური პარტიების შეფასების საგანი გახდა. რა თქმა უნდა, მათ ბრალეულობას დაადგენს სამართლიანი სასამართო, მაგრამ მნიშვნელოვანია საზოგადოების შეფასება. საზოგადოებრივი ჯგუფები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და თავისუფლად გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციებს სხვადასხვა პოლიტიკურ თემებზე და სხვადასხვა მედია სივრცეებში. სასურველია, გადაცემებს გააჩნდეთ ისეთი ფორმატი, სადაც გაიმართება საჯარო მსჯელობა და დისკუსიები. მე ჩემის მხრივ, ჩავერთვები როგორც სატელეფონო საშუალებით, ასევე წერილობითი ფორმით, რათა გადმოგცეთ საკუთარი პოზიცია. ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ჩემს ინიციატივას გაიზიარებენ სტუდენტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და აქტიურად ჩაერთვებიან სამოქალაქო საზოგადოებრივ საქმეში.

 

დიდი პატივისცემით,

პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე

Edited by ზერეკიძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საზოგადოებრივი ჯგუფები უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი და თავისუფალად გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციებს

რა ქნას ბავშვია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ქნას ბავშვია

თუ ძმა ხარ, შეგიძლია მოკლედ დამიწერო, - რას წერს..? :D

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ძმა ხარ, შეგიძლია მოკლედ დამიწერო, - რას წერს..?

შევქმნათ საზოგადოებრივი ჯგუფიო, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალიო და ყველარერზე ილაპარაკებს ყველგანო :D

ნუ ხელისუფლება ვაკონტროლოთო რაა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შევქმნათ საზოგადოებრივი ჯგუფიო, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალიო და ყველარერზე ილაპარაკებს ყველგანო :D

ნუ ხელისუფლება ვაკონტროლოთო რაა :D

აუ, მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი..! :cry: :D

 

რა ქნას ბავშვია

ძალიან კარგი ბავშვია მერე.. ქუჩის ბიჭობაზე უკეთესი იდეები მაინც აქვს.. :D

 

პ.ს. მადლობა mama, შენ გაიხარე მაინცდამაინც, მოხუცის დახმარებისთვის დაგლოცავს უFალი..! :D

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ, მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი..!

გამოვა ციხიდან და აგიხდენს (ქართულ)ოცნებას :D

 

ძალიან კარგი ბავშვია მერე.. ქუჩის ბიჭობაზე უკეთესი იდეები მაინც აქვს..

ბავშვი კაია მარა ბავშვია :) იდეა კი უტოპიაა ზღაპრებიდან ამოკითხული ;)

 

.ს. მადლობა mama, შენ გაიხარე მაინცდამაინც, მოხუცის დახმარებისთვის დაგლოცავს უFალი..!

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამოვა ციხიდან და აგიხდენს (ქართულ)ოცნებას

განა 1 გამოვა მარტო..?? :fear: :D

 

ბავშვი კაია მარა ბავშვია იდეა კი უტოპიაა ზღაპრებიდან ამოკითხული

ზა ტო, დობრი იდეაა.. :D

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე

გინება არ მიყვარს თვარა აქ ცუდ რამეს დავწერდი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გინება არ მიყვარს თვარა აქ ცუდ რამეს დავწერდი...

იცნობ?? :D

რაზე დაიჭირეს და ვინაა საერთოდ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იცნობ?? რაზე დაიჭირეს და ვინაა საერთოდ?

ვიღაც დაჭრა და იმაზე ზის ციხეში, ცნობილი ამბავია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე

 

ეს ვერ გავიგე, რა პოლიტპატიმარი?

 

დანარჩენი იდეაში კარგია, თუ განხორციელება მოხერხდა აუცილებლად ვიმონაწილევებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.humanrigh...=13777&lang=geo

ვირაც დაჭრა, ცუდი ოჯახი და ა.შ.არ გვინდა სატურნ.

გამორჩეულად საზიზღარი საქმეა

http://www.media.ge/node/22793

არასრულწლოვანს 10 წელი მიუსაჯეს .

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

14 წლის გიორგი ზერეკიძემ საკუთარი სახლის ეზოში დისტრიბუტორი დანით მსუბუქად დაჭრა.

 

არასრულწლოვანს 10 წელი მიუსაჯეს .

(თუ ეს მან კააობის და ძველბიჭობის შედეგად ჩაიდინა, ან რამე ეგეთი..) მე მასეთებს ადგილზე დავხვრეტდი .. და ამ ჩემ ღლეს კიდევ, მათი წლოვანება..

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ვირაც დაჭრა, ცუდი ოჯახი და ა.შ.არ გვინდა სატურნ.

ოჯახზე მე არაფერი არ მითქვამს და დაჭრით დაჭრა ადამიანი ამ ლაწირაკმა მიუხედავად იმისა შენ რა გინდა და რა არა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...