lasha_alo Posted November 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2012 ემოციებითა და კომპრომატებით დატვირთული წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ ხელისუფლება შეიცვალა. ამ ფაქტმა საკმაოდ დიდი სიხარული გამოიწვია მოსახლეობაში და რამდენიმე დღის მანძილზე დედაქალაქის ქუჩებში ხშირად დაინახავდით დროშებიან, მოზეიმე მანქანების კოლონებს. შემდეგ დაიწყო ახალი მთავრობის დაკომპლექტების, უფლებამოსილების გადაბარების პროცესი და მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება - ახალი მინისტრები, მათი მოადგილეები და სამომავლო კურსი; ყოფილი თანამდებობის პირების დაკავება; საერთაშორისო ფიგურების ვიზიტები და განცხადებები; გაფიცვები და ა.შ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს საკმაოდ ბუნებრივი პროცესია განვითარებად სახელმწიფოში ხელისუფლების ცვლისას, მაგრამ მიმდინარე მოვლენები საზოგადოებაში დიდ ხმაურსა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ დავინტერესდით რა განწყობაა თბილისელებში და თვლიან თუ არა, რომ მოვლენები სწორი მიმართულებით მიდის. უფრო ნათელი სურათის მისაღებად, გაგაცნობთ სამ, სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგებს აღნიშნულ საკითხზე. სექტემბრის დასაწყისში გამოკითხულთა 41% თვლიდა, რომ მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდებოდა ხოლო 35% ნეგატიურ განწყობას აფიქსირებდა. განწყობის რადიკალური ცვლა დაფიქსირდა სექტემბრის ბოლოს, ე.წ. ციხის კადრების გავრცელების შემდეგ და არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე თბილისელების თითქმის ნახევარი (49%) აცხადებდა, რომ ქვეყანაში მოვლენები არასწორი მიმართულებით მიმდინარეობდა. http://act-gr.com/geo/index/news/805 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 20, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2012 ACT საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და სტრატეგიული კონსალტინგის სფეროს ლიდერია კავკასიაში. მეცნიერული და კრეატული მიდგომების ბალანსით, ჩვენ კლიენტს ვაძლევთ ცოდნას, იდეასა და რწმენას, რომ გახდეს უფრო ძლიერი, შექმნას რაიმე ღირებული და მნიშვნელოვანი. ჩვენ პროფესიონალთა გუნდი ვართ, რომელიც მზადაა თავისი ცოდნა და ენერგია მოახმაროს კლიენტების გრძელვადიან განვითარებასა და კეთილდღეობას. ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს მათი მატერიალური ფასეულობის გაზრდაში, არამატერიალური აქტივების განვითარებისა და გაძლიერების გზით. თუ თქვენ სტრატეგიული ამოცანების წინაშე დგახართ ან უბრალოდ გრძნობთ, რომ ცვლილებების დროა, ეისითი მზადაა დაგეხმაროთ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted November 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2012 საერთოდ,კაცობრიობის ნებისმიერი ხელისუფლება ჯერ წმენდას ახორციელებს. ასე რო ხო დევნა!!!!!!!!!!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted November 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2012 არც ერთი და არც მეორე მიშა თუ იძახდა დანაპირებების გახსენებაზე "რუსეთი 40 კილომეტრშიაო"ესენიც ცდილობენ თავიანთი დაპირებები გადაფარონ იმით რო ბაჩო ციხეშია....რასაც მთელი "ერი" ზეიმობს :facepalm: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted November 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2012 არც ერთი და არც მეორე მიშა თუ იძახდა დანაპირებების გახსენებაზე "რუსეთი 40 კილომეტრშიაო" ესენიც ცდილობენ თავიანთი დაპირებები გადაფარონ იმით რო ბაჩო ციხეშია....რასაც მთელი "ერი" ზეიმობს განსხვავება არი- მაგას "სოციალური მდგომარეობა" ქვია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted November 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2012 განსხვავება არი- მაგას "სოციალური მდგომარეობა" ქვია განსხვავება მხოლოდ სოციალური მდგომარეობის მივიწყებისათვის ამოტივტივებულ თემებშია....დანარჩენი ერთი ნაგავია ჯერჯერობით.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted November 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2012 განსხვავება მხოლოდ სოციალური მდგომარეობის მივიწყებისათვის ამოტივტივებულ თემებშია....დანარჩენი ერთი ნაგავია ჯერჯერობით..[მოკლედ,არი განსხვავება! ოღონდ პატარა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted November 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2012 მოკლედ,არი განსხვავება! ოღონდ პატარა კი განსხვავება ნამდვილად არი...იმ საშინელებას მე პირადად ეს საშინელება მირჩევნია ;) მერე ისევ ახალ საშინელებას ვამჯობინებ და წინ წავა ქვეყანა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted November 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2012 კი განსხვავება ნამდვილად არი...იმ საშინელებას მე პირადად ეს საშინელება მირჩევნია მერე ისევ ახალ საშინელებას ვამჯობინებ და წინ წავა ქვეყანა ნუ გეშინია,საქართველოში საშინელებაც და კოშმარიც იქნება! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted November 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2012 ანუ მიშა სჯობდა პათოსია? თუ რარაც ვერ გავიგე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted November 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2012 ანუ მიშა სჯობდა პათოსია? თუ რარაც ვერ გავიგე მიშა ჯობდა არა მარა ესენი რითი ჯობიან მაგას ვეძებ და ვერ ვიპოვნე ჯერ იქნებ მიმითითო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted November 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2012 ანუ ჯობდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted November 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2012 direუკუღმა რატო გესმის წაღმა ნათქვამი?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted November 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2012 კაცო ხომ თქვი ესენი არ ჯობიანო?და თუკი ცვლილება არაფრით სჯობს, შესაბამისად ძველი ჯობდა, თუნდაც სტაბილურობის გამო.ხოდა გამოდის რომ მიშა სჯობდა... ან ესენი სჯობნიან.რომელს ირცევ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted November 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2012 რომელს ირცევ?მიშა იყო ნაგავი! მარა ამათაც ჯერჯერობით აშკარად ნაგვობისკენ აქვთ მიდრეკილება ;) დაჭერების გარდა რა გააკეთეს ერთი მაინც მითხარი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.