Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს ყოფილ მინისტრს წამებაში ადანაშაულებენ


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/telegraph_12.jpg

ტომ პარფიტი

საქართველოს ყოფილ მინისტრს წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებენ, რასაც ადგილი ჰქონდა, როდესაც სავარაუდოდ გაიცა ბრძანება 17 სამხედრო მოსამსახურის ცემასა და საკვების გარეშე აბანოში მათი სამი დღით გამოკეტვაზე.

ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრს ბაჩო ახალაიას ბრალი თბილისში სამშაბათს წაუყენეს.

ახალაიას მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომლის კოალიციამაც გასულ თვეში საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია დაამარცხა.

ბ-ნი ახალაია, საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებული ცალკეული ბრალდებების გამო გასულ კვირაში დააკავეს.

პროკურორები აცხადებენ, რომ ახალი ბრალდებები ახალაიას წინააღმდეგ უკავშირდება სენაკის სამხედრო ბაზაზე (დასავლეთ საქართველო) მომხდარ ინციდენტს 2010 წლის თებერვალში, როდესაც ეროვნული გვარდიის მძღოლები ხელმძღვანელ პირებთან დაპირისპირების შემდეგ ისეთ საბანაო ოთახში გამოკეტეს, რომელიც არ თბებოდა.

სააკაშვილის სპიკერის თქმით, ახალაიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების დაჩქარება ზრდის „ღრმა შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს აწარმოოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ორშაბათს განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, „რაც დიდწილად უკავშირდება პოლიტიკური ოპონენტების ბოლოდროინდელ დაპატიმრებებს“. მან დასძინა: „ეს საქმეები უნდა მოაწესრიგოს სამართლებრივმა და სასამართლო სისტემამ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ სასამართლო პროცესებს არ შეუშალოს ხელი პოლიტიკურმა ჩარევამ და ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას“.

ბ-ნ ივანიშვილს, რომლის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ ეს პირველი უცხოური ვიზიტია ბრიუსელში, შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის პრეზიდენტმა ბ-ნმა ბაროზომაც განუცხადა: „შერჩევითი სამართლის შემთხვევები თავიდან უნდა იქნას არიდებული, რადგან მათ შეუძლიათ დააზიანონ ქვეყნის იმიჯი უცხოეთში და დაასუსტონ კანონის უზენაესობა“.

ბ-ნმა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ მისი მიზანია „დავაჩქაროთ ჩვენი სწრაფვა საბოლოო მიზნის მისაღწევად, რაც არის ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია“.

ორიგინალი

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...