Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო: ბიძინა-მიშას ომის მეორე ფრონტი ნატოს ბოსის ფეისბუქის გვერდზე გაიხსნა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png

გიორგი ლომსაძე

ამას წინათ, ნატოს შეფმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ფეისბუქის თავის გვერდზე პატარა ვიდეო გამოაქვეყნა. ამ ვიდეოში ის ავღანეთში მოკავშირეთა წარმატებაზე წარმოთქვამდა მონოლოგს.  ეჭვს გარეშეა, 12 ნოემბრის ღამეს გენერალური მდივანი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ჩვეულებრივი პრობლემების ეს აუღელვებელი განხილვა 280-ზე მეტ ლაიქს და ენამწარე კომენტარების დაუსრულებელ რაოდენობას მოიმკიდა.

აკვიატებით დაპოსტილი ეს მგზნებარე კომენტარები  არც ნატოს წევრი ქვეყნების გადასახადთა გადამხდელებს ეკუთვნოდა და არც ავღანელებს. ეს კომენტარები ნატოში ინტეგრირების მოსურნე ქართველებისა იყო, ისინი დაესხნენ თავს გენერალური მდივნის გვერდს, რომელიც საკუთარი პოლიტიკური დაპირისპირების ბრძოლის ველად აქციეს, არადა ამ დაპირისპირებას არაფერი ესაქმებოდა ავღანეთის კამპანიასთან.

ქართველებმა, რომლებიც რასმუსენის ფეისბუქის სტატუსების ალბათ ყველაზე მგზნებარე მიმდევარნი არიან, მისი 12 ნოემბრის კომენტარზე ირეაგირეს. ამ კომენტარში კი ნათქვამი იყო, რომ რასმუსენი ”უკიდურესად შეშფოთებულია” საქართველოს მთავრობის მიერ  თავდაცვის/შინაგან საქმეთა/საპატიმროების ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას, არმიის გენშტაბის უფროსის გიორგი კალანდაძისა და მეოთხე ბრიგადის მეთაურის ზურაბ შამათავას დაპატიმრების გამო.

რასმუსენმა ეს მაშინ განაცხადა, როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავისი სადებიუტო უცხოური ვიზიტით ეწვია ბრიუსელს.

სამშობლოში ივანიშვილს ბევრი უყურებს, როგორც მესიას – მან დაამარცხა სააკაშვილის ძლევამოსილი პოლიტიკური მანქანა და დააპატიმრა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელსაც მოძალადის რეპუტაცია აქვს.

მაგრამ ივანიშვილს ბრიუსელში, სადაც მისი მხარდამჭერების მტკიცებით, სააკაშვილსა და მის მომხრეებს გავლენა აქვთ, რადგან უფრო კარგად ფლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის, დიპლომატიური დებატების წარმართვის უნარებსა და ინგლისურსაც, უფრო მკაცრი აუდიტორია დახვდა.

საქართველოს პრეზიდენტიცა და საქართველოს პრემიერმინისტრიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფებიან. პრეზიდენტი ლაპარაკობს იმაზე, რომ დაპატიმრებები ცუდ დროს დაემთხვა და რომ გამოჩნდა მისი პოლიტიკური გუნდის დევნის სიმპტომები; ხოლო პრემიერი სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე მსჯელობს და იმაზე, რომ გამოძიებათა მონიტორინგისთვის ნატოს დელეგაციის მოწვევას გეგმავს.

უთანხმოებამ ამ ორ ლიდერს შორის, რომლებიც იძულებულნი არიან თანაარსებობას შეეგუონ, ზვავივით დაფარა რასმუსენის გვერდი.

”ნუ უსმენთ მიშას ბოდვას”, წერდა ერთი ქართველი, რომელიც სააკაშვილის მიერ დაპატიმრებების დაგმობას გულისხმობდა”. ”ჩამოდი და ნახე შენ თვითონ”.

”ქართულმა ოცნებამ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ვენდეტა დაიწყო; ეს სრულიად ცხადია”, უმტკიცებდა რასმუსენს ფეისბუქის მეორე ფანი. ”თქვენ შესაძლო კრიმინალებს იცავთ”, აფრთხილებდა მესამე. ამ დროს კი, კომენტარების ნაკადს მთელი ღამის მანძილზე ათასობით ახალი ემატებოდა.

მიმართავდნენ რა ერთმანეთს, კომენტატორები მალე გადავიდნენ  ქართულ ენაზე და ზოგიერთი ნატოს ბოსს იმას ურჩევდა, მათი დებატების სათარგმნელად გუგლთრანსლეითორისთვის მიემართა.

ბოლოს ამ აურზაურის შესაწყვეტად პროცესში ფეისბუქის ქართველი მომხმარებელი, სახელად ”რასმუსენი” ჩაერთო. ”სულ გამოშტერდით, ხალხო?” კითხულობდა ქართველი რასმუსენი და ნატოს სტანდარტებთან შეუსაბამო სიტყვებს იშველიებდა. ”წადით, დაიძინეთ!”

ორიგინალი

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...