planetanews Posted September 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2012 16:52 05.09.2012ტელეკომპანია მეცხრე არხის ხელმძღვანელობამ დღეს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა. მრჩეველთა საბჭო არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. http://4.bp.blogspot.com/-4EhjQyh4erI/UEicYWlcsrI/AAAAAAAAHxE/JCj-rbd0D7M/s200/lari%2Bkingi.jpgმრჩეველთა საბჭო 5 წევრისგან შედგება. ესენი არიან: საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს საპატიო პრეზიდენტი გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ კორესპონდენტი და საერთაშორისო გვერდის რედაქტორი ლეს გელბი, ყოფილი კონგრესმენი, თერთმეტი სექტემბრის კომისიის თანათავმჯდომარე ლი ჰამილტონი, „სიენენზე“ ლარი კინგის შოუს წამყვანი და ქველმოქმედი ლარი კინგი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი და ფრანგი ჟურნალისტი და პრესის თავისუფლების საერთაშორისოდ აღიარებული დამცველი რობერტ მენარდი. ლარი კინგის განცხადებით, როგორც ჟურნალისტისა და მედია კომენტატორისთვის ჟურნალისტთა უფლებების დაცვა პრესის თავისუფლების უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების დაცვა, მსოფლიოს მასშტაბით, მისი კარიერის ქვაკუთხედს წარმოადგენს. „მეამაყება, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრი გავხდი, როგორც ჟურნალისტისა და მედია კომენტატორისთვის ჟურნალისტთა უფლებების დაცვა პრესის თავისუფლების უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების დაცვა მსოფლიოს მასშტაბით ჩემი კარიერის ქვაკუთხედს წარმოადგენს. „მეცხრე არხი“ როგორც ნებისმიერი სხვა ახალი დამოუკიდბელი ახალი ამბების გამავრცელებელი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებისგან უპრეცედენტო გამოწვევებს აწყდება, რაც ხელს უშლის მის მისიას ემსახუროს საქართველოს მოსახლეობას, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი საინფორმაციო და მედიაწყარო. მისი ახალგაზრდა და იდიელისტური პერსონალი იმსახურებს იმ ამერიკელებისა და ევროპელების მხარდაჭერას, რომლებიც მათ მისიას იზიარებენ“, - განაცხადა ლარი კინგიმ. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts