Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე სასამართლო მოსმენები დაიწყო


Recommended Posts

18:45 16.09.2012

გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 7 საექტემბერს დაიწყო. მოსამართლის ნატრული აკობიას განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი), რომელიც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ცობეხიას მეგობრის ნიკოლოზ ბაძაღუას დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება ბრალი, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე.

 

http://4.bp.blogspot.com/-w-Vb15wEafE/UFXXhSGvViI/AAAAAAAAHzk/Gi__5oDQ6fs/s200/giorgi%2Bfochxua.jpg გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ბექა ცობეხიამ განაცხადა, რომ ის თავს უდანაშაულოდ ცნობს. მისმა ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა 13 ივლისს, ანაკლიაში გიორგი ფოჩხუა ცემა და არ მოუკლავს. მისი თქმით, გიორგი ფოჩხუა წყალში დაიხრჩო.

 

ყურაშვილისგან განსხვავებით, ბაძაღუას ადვოკატი მთავრისა ბიგვავა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს.

 

სასამართლომ დღეს, ბრალდების მხარის მოწმეები გიორგი ფოჩხუას მეუღლე და მეგობრები დაკითხა. გიორგი ფოჩხუას მეგობრებმა დეტალურად გაიხსენეს 13 ივლისის ღამე.

 

დაიკითხა ეჭვმიტანილის ნათესავი, მერაბ ცობეხია. მან სასამართლოს განუცხადა, რომ ღამის საათებში მასთან სახლში ბექა ცობეხია მეგობარ ნიკოლოზ ბაძაღუასთან ერთად მივიდა ტაქსით და ფული სთხოვა. მერაბ ცობეხიას თქმით, ბექა ცობეხიამ მას უთხრა, რომ დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. მეგობრის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ მას ბაძაღუამაც უამბო.“ბაძაღუამ მითხრა ბექას კაცი ყავს მოკლული და სოფელში გავუშვიო. ვკითხე ვინ–მეთქი და მითხრა ფოჩხუაო.“– განუცხადა სასამართლოს ეჭვმიტანილის ნათესავმა.

 

სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით გამოცხადებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა სერჟანტმა ლაშა თორდიამ, რომელიც 14 ივლისს, ხურჩის საგუშაგოზე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა განაცხადა, რომ ამ დღეს, ბექა ცობეხიამ სამეგრელო–აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა.

 

26 წლის მსახიობის და რეჟისორის გიორგი ფოჩხუას ცხედარი 14 ივლისს ანაკლიის ზღვამ, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, სასტუმრო „ოქროს საწმისის“ ტერიტორიაზე გამორიყა. ცხედარს აღენიშნებოდა მრავლობითი სახის დაზიანებები სახისა და ყელის არეში, ასევე არ აღმოაჩნდა კუთვნილი ნივთები, ფოტოაპარატი, ძვირფასეულობა და მობილური ტელეფონი. სამართალდამცავებმა გიორგი ფოჩხუას კუთვნილი ფოტოაპარატი ეჭვმიტანილისგან, მას შემდეგ ამოიღეს, რაც ის პოლიციას ჩაბარდა.

 

გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 20 სექტემბერს ჩაინიშნა.

 

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png

 

2907431438646605030-7053640831026042867?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...