Jump to content
Planeta.Ge

მგონი მეგის ქარდავასაც შეუდგა წყალი...


Recommended Posts

პროკურატურამ სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტის შესწავლა დაიწყო

 

 

პროკურატურამ ქართველი ოფიცრის სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

"ჩვენ სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებულ გარემოებებს ვსწავლობთ და ალბათ, უახლოეს მომავალში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება და გამოძიება დადებს დასკვნას, თუ როგორ და რა ვითარებაში მოხდა ამ ადამიანის გარდაცვალება", - აღნიშნა კბილაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ მთავარ პროკურატურაში ბაჩო ახალაიასა და სხვა პირების წინააღმდეგ დაღუპული ქართველი ოფიცრის, სერგო თეთრაძის მეუღლემ საჩივარი შეიტანა.

სამხედრო ძალების ვეტერანი, 57 წლის ოფიცერი სერგო თეთრაძე თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გასული წლის 17 სექტემბერს დააკავეს. ამ პერიოდში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, მეგის ქარდავა კი სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. სერგო თეთრაძის ოჯახს დაკავებიდან 6 დღეში, 2011 წლის 23 სექტემბერს, ღამით აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა. ოჯახს დღემდე არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, რა გახდა პატიმრის გარდაცვალების მიზეზი, ან რისთვის დააკავეს იგი. სერგო თეთრაძე, სავარაუდოდ, ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა ამაზე ზუსტი ცნობები მაშინ არც ერთ პასუხისმგებელ უწყებას არ გაუვრცელებია.

თეთრაძის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების გამო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იგი ციხეში წამებით მოკლეს.

ამჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ სერგო თეთრაძე ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წამებით მოკლეს. ალასანიამ ამის გამო მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაც მოითხოვა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/samartali/220502-prokuraturam-sergo-thethradzis-gardacvalebis-faqtis-shestsavla-daitsyo.html?ar=A

 

პ.ს. ამ ადამიანის გვარი თეთრაძის მკვლელობასთან ხშირად მოიხსენიებია და რავი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თეთრაძის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების გამო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იგი ციხეში წამებით მოკლეს.

უდანაშაულობის პრეზუმპცია, ასეთ შემთხვევებშიც მოქმედებს ხოლმე? მე მეეჭვება... :fear:

 

აშკარად რომ ასაიდუმლოებენ და ბურუსითაა ხოლმე მოცული, ეგეთ საქმეებზე უდანაშაულობის პრეზუმცია კაპუტ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...