Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მეო ძმაოო კანონს ვემსახურებოდიო მხოლოდო. და არფერი დამირღვევიაო და...

:yes:

 

ის ბიჭი, რომელიც დაიჭირეს კუდში მუშაობდა და არა ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში. მაგასაც გამოუშვებენ, საერთოდ პროგრამისტის დაჭერა ყველაზე დიდი სისულელეა, რაც კი შეიძლება გააკეთონ. პროგრამისტისთვის ეგ რაც იმ ბიჭმა გააკეთა, იყო რთული და საინტერესო ამოცანა, მეტი არაფერი.

რაც შემეხება მე რადგან დაინტერესდით გიპასუხებთ, რომ ჰაკინგთან არ მქონია საერთოდ შეხება, არც ვიცი ეგ საქმე. მე ვქმნი ძირითადად საინფორმაციო სისტემებს. მაგალითად ჩემი შექმნილია თავის დროზე მოქალაქეებზე ნასამართლეობის ცნობების გასაცემი სისტემა, იარაღის რეგისტრაციის და ტარების მოწმობის გასაცემი სისტემა და ა.შ. როგორც ხვდებით ეს ყველაფერი აბსოლუტურად ლეგალურია.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 57
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

პროგრამისტისთვის ეგ რაც იმ ბიჭმა გააკეთა, იყო რთული და საინტერესო ამოცანა, მეტი არაფერი.

უნდა გამოუშვან და სადმე სხვაგან დაასაქმონ საჭიროა ეგეთი ხალხი

საქართველოში ტალანტის დაფასება არ იციან :facepalm:

ერთი მაშინ მეწყინა რამდენიმე წლის წინ დოლარის გამყალბებელი რო დაიჭირეს, ერთ 100 დოლარიანს მიუტანდი და ორს აკეთებდა ისეთს რო ვერანაირი შემოწმება ვერ ამჩნევდა :) საცოდაობა არაა ასეთი კაცის ციხეში ჯდომა...

და მეორე ეს მეწყინება თუ დაიჭირეს დაფასების მაგივრად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

ჰო აბა... მონიტორებით დასხივება და ვინჩესტერები რო ფეთქდება ეგ ვისი გაკეთებულია :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უფ, რახან პროგრამისტია მაგიტომ უნდა გაუფრთხილდეთ?

აბა ევროპა გვინდაო , ესაო, ისაო, და ეგრე არ გამოვა როგორც თქვენ მსჯელობთ..

დააშავა- დასაჯე,,,მნიშვნელობა არ ააქვს ,ნიჭიერია თუ უნიჭო..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დააშავა- დასაჯე,,,მნიშვნელობა არ ააქვს ,ნიჭიერია თუ უნიჭო..

უბრძანეს და გააკეთა :) დაიჭირონ არაფრის მაქნისი ბრძანების გამცემი

ეს დაიტოვონ და ახალი ბრძანებები მისცენ. საჭირო კაცია ამის ციხეში ჯდომა არ გამოადგება არავის ;)

 

მაგ ლოგიკით ატომური ბომბის შემქმნელი მეცნიერებიც დამნაშავეები ყოფილან :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

ბრძანების გამცემი მიაყოლონ ზედ... ბრძანება მისცეს და შეასრულა რა, ჯარისკაცი იყო??

ეგრე არ გამოვა.

მაგის კაი ტიპობა და ნიჭი მაშინ დაფასდეოდა , თუ უარს იტყოდა ბინძური საქმის შესრულებაზე.

ხომ ნიჭიერია და ჭკვიანი ყოფილა? სამსახურს და თავის სარჩენს ყოველთვის იშოვიდა.

Edited by laci
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაიცა მაიცა... და აბა რა? თვითონ იტყვის დამნაშავე ვარო? :)) იასნია რომ არ იტყვის :)) ამიტოოომ!!!! თან დღეს ვინც არჩილ კბილაშვილები ვართ...

მოდი წამალი ჩაუდოთ :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბრძანების გამცემი მიაყოლონ ზედ... ბრძანება მისცეს და შეასრულა რა, ჯარისკაცი იყო??

პროგრამისტს უთხრა უფროსმა გააკეთე ასეთი და ასეთი პროგრამაო და ამანაც გააკეთა. რა ვალდებულია პროგრამისტი რო თავისი უფროსის მიერ გაცემული განკარგულებების სამართლიანობა და კანონიერება გადაამოწმოს??

 

მაგის კაი ტიპობა და ნიი მაშინ დაფასდეოდა , თუ უარს იტყოდა ბინძური საქმის შესრულებაზე.

ბინძური სამუშაო ცემენტის მოზელაა თორე კომპიუტერზე სუფთა რა უნდა იყოს ?? :D

 

ხომ ნიჭიერია და ჭკვიანი ყოფილა? სამსახურს და თავის სარჩენს ყოველთვის იშოვიდა

უბრალო ინტერნეტ კაფეში ვერ მოახერხებდა თავისი შესაძლებლობების რეალიზებას ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდი წამალი ჩაუდოთ

პროცესორი ჩავუდოთ ბარემ უფრო ადვილი დასამტკიცებელი იქნება :D პროგრამისტმა პროცესორი ჯიბით გაიტანა შსს-დან რავარი სათაური გამოვა :))

ან წიტელი ხაზით გადახაზული გუბაზას სურათი ჩავუდოთ გულის ჯიბეში :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

ეგრე არ არის როგრც შენ ფიქრობ, ინტერნეტ კაფეშიც მოახერხებდა და სხვაგანც..

სამუშაოს თავისუფლად იშოვიდა.

ცემენტის მოზელვა უფრო სუფთა სამუშაოა ,ვიდრე ვიღაცისთვის ნახალკების ტენვა.. :)

რა ვალდებულია პროგრამისტი რო თავისი უფროსის მიერ გაცემული განკარგულებების სამართლიანობა და კანონიერება გადაამოწმოს??

რას აკეთებდა ვერ ხვდებოდა? ეგონა სულ ასე ხელშეუხებელი იქნებოდა და უამრავ სიბინუძრეს გამოძერწავდა, იმიტომაც აკეთებდა რასაც ავალებდნენ.

იმიტომ რომ უფროსმა უთხრა, ,,,,ჯარისკაცი იყო ?

Edited by laci
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:yes:

 

ის ბიჭი, რომელიც დაიჭირეს კუდში მუშაობდა და არა ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში. მაგასაც გამოუშვებენ, საერთოდ პროგრამისტის დაჭერა ყველაზე დიდი სისულელეა, რაც კი შეიძლება გააკეთონ. პროგრამისტისთვის ეგ რაც იმ ბიჭმა გააკეთა, იყო რთული და საინტერესო ამოცანა, მეტი არაფერი.

რაც შემეხება მე რადგან დაინტერესდით გიპასუხებთ, რომ ჰაკინგთან არ მქონია საერთოდ შეხება, არც ვიცი ეგ საქმე. მე ვქმნი ძირითადად საინფორმაციო სისტემებს. მაგალითად ჩემი შექმნილია თავის დროზე მოქალაქეებზე ნასამართლეობის ცნობების გასაცემი სისტემა, იარაღის რეგისტრაციის და ტარების მოწმობის გასაცემი სისტემა და ა.შ. როგორც ხვდებით ეს ყველაფერი აბსოლუტურად ლეგალურია.

 

ამოვისუთქე :)

მართლა...

 

ჰო, ახლა საქმე :)

 

რატომ უნდა გამოუშვან ის ბიჭი? არ იცოდა რას აკეთებდა? საცკალი...

ამერიკა გვინდაო და ამერიკაში რომ იჭერენ ჰაკერებს ისე უნდა...

 

სხვათაშორის, პროგრამისტსაც გააჩნია... მეც პროგრამისტი ვარ, მარა სხვის კომპიუტერებში კი არ დავძვრები...

რომ მოვინდომო ვერ მოვახერხებ? იმაზე რთულია რასაც ახლა ვაკეთებ, ვითომ?

 

ასე რომ უნდა აგოს პასუხი...

21-ე საუკუნეში სხვის კომპიუტერში შეძრომა იგივე დანაშაულია, რაც გასულ საუკუნეში სხვის სახლში შეჭრა იყო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...