Jump to content
Planeta.Ge

მომხმარებელი საზოგადოება


Recommended Posts

კასრში ცხოვრება მომინდა :)

კასრში ცხოვრება დესტრუქციაა - იმიტომ რომ სამეცნიერო მიღწევებზე უარს ამბობ..

 

საკითხი დგას იმაში, რომ როგორ განვითარდესთ ისე რომ მომხარებლები არ ვიყოთ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Behavioral economics- Поведенческая экономика

 

ძალიან საინტერესო რამ არის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეკონომიკის(კაპიტალისტური) თანამედროვე სისტემა მოხმარებაზეა აგებული, შესაბამისად ინდუსტრია ცდილობს თავს მოგვახვიოს რაც შეიძლება მეტი პროდუქტი, რათა პროდუქტების რაოდენობა გაიზარდოს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

 

კასრში ცხოვრება დესტრუქციაა

 

სხვა რამ ვიგულისხმე, სოციუმთან მინიმალური კონტაქტი, ამ გაგებით ვცხოვრობ კიდეც კასრში უკანასკნელი 5 წელია 5 ჯერ არ გავსულვარ სახლიდან, მხოლოდ კომპიუტერით მაქვს კავშირი გარესამყაროსთან და ეს ვფიქრობ რომ დადებითად წამადგა.

 

 

იმიტომ რომ სამეცნიერო მიღწევებზე უარს ამბობ..

 

არადა უფრო მეტი დრო მაქვს სწორედ სამეცნიერო მოღწევების არსზე ვიფიქრო და უფრო მეტიც იდეის დონეზე სამომავლო მიღწევების პერსპექტივები ჩამოვაყალიბო.

 

 

საკითხი დგას იმაში, რომ როგორ განვითარდესთ ისე რომ მომხარებლები არ ვიყოთ..

 

არის ასეთი გზა, შეცვლას არ ვეცადოთ იმიტომ რომ ვერ შევიცვლებით, შემოქმედს ვთხოვოთ შეგვცვალოს, (ბრუკლინელი აფერისტების წარმოსახვაში არსებულ იეჰოვას არ ვგულისხმობ)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არის ასეთი გზა, შეცვლას არ ვეცადოთ იმიტომ რომ ვერ შევიცვლებით, შემოქმედს ვთხოვოთ შეგვცვალოს

აწყობს კი მას ეს..? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Asmodeus

სხვა რამ ვიგულისხმე, სოციუმთან მინიმალური კონტაქტი, ამ გაგებით ვცხოვრობ კიდეც კასრში უკანასკნელი 5 წელია 5 ჯერ არ გავსულვარ სახლიდან, მხოლოდ კომპიუტერით მაქვს კავშირი გარესამყაროსთან და ეს ვფიქრობ რომ დადებითად წამადგა.

შენ ეხლა ტრანსცენდეტულ ცოდნის მიღების ფორმებთან გინდა რომ გქონდეს საქმე - ბერები იზოლირებულნი იყვნენ უდაბნოში და იქ იღებდნენ ტრანსცენდენტულ ცოდნას - ნიცშეს ზარატუსტრაც - მიდიოდა გამოქვაბულში და იქიდან რომ გამოდიოდა, ტრანსცენდენტულ ცოდნის მიმღები გამოდიოდა..

 

პირიქით ჩემი აზრით ესეთი მიდგომები აზიანებს ფსიქოლოგიას..

 

 

არის ასეთი გზა, შეცვლას არ ვეცადოთ იმიტომ რომ ვერ შევიცვლებით, შემოქმედს ვთხოვოთ შეგვცვალოს, (ბრუკლინელი აფერისტების წარმოსახვაში არსებულ იეჰოვას არ ვგულისხმობ)

შეცვლით შევიცვლებით - რაციონალურ დონეზე მაინც - რა თქმა უნდა ინსტინქტურ დონეზე ვერ შევიცვლებით..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

 

პირიქით ჩემი აზრით ესეთი მიდგომები აზიანებს ფსიქოლოგიას..

 

და ვინ განსაზღვრა სტანდარტი ნორმალური ფსიქოლოგიისა? ან დაზიანებაში რას გულისხმობ, ანუ იზოლირებული ადამიანი განსხვავებულად იწყებს აზროვნებას? უფრო უარყოფითისაკენ იხრება?

 

 

შეცვლით შევიცვლებით - რაციონალურ დონეზე მაინც - რა თქმა უნდა ინსტინქტურ დონეზე ვერ შევიცვლებით

 

სურვილების დაძლევა შეუძლებელია, ვთქვათ სურვილი მაქვს მოვწიო, მე ვიცი რომ ეს ჯანმრთელობისათვის მავნეა, მე შემიძლია აღარ მოვწიო და ამით მოწევის სურვილი დავთრგუნო, მაგრამ აღარ მოწევაც სურვილია ხვდები? ასე, რომ ვეწევი, თუ არა ეს ზოგადად სურვილს არ ცვლის, მოწევის სურვილს, თუ აღარ მოწევის სურვილით ჩავანაცვლებ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე სურვილებზე გავიმარჯვე, აგრეთვე არსებობს სურვილები რომელთა უარყოფითად მიჩნევა და მათთან ბრძოლის გამოცხადებაც უბრალოდ ფიზიკურ ლიკვიდაციას იწვევს, ამიტომააც ვთქვი ჩვენი შეცვლა ჩვენზე არ არის დამოკიდებული, სანამ იარსებებს სიტყვა "მინდა" მანამდე იარსებებს ეგოცენტრიზმი იგივე ეგოიზმი.

 

მომხმარებელ საზოგადოებას რაც შეეხება მათ სხვაგვარად არ ძალუძთ, ისინი ეგოისტები არიან. (ეგოისტებს აქ უარყოფით კონტექსტში არ ვხმარობ, საკუთარ თავზე ორიენტირებულნი) ასეთია ადამიანის ბუნება და მას სხვა არაფერი გააჩნია. რამდენიც არ უნდა გაიკეთილშობილოს ადამიანმა თავი ყოველთვის დარჩება ეგოისტური სურვილი რომელსაც ვერ სძლევს.

Edited by Asmodeus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

 

აწყობს კი მას ეს..?

 

მას? ასე ვერ ვიტყოდი ეს სუბსტანცია პიროვნება არ არის, აწყობს? ესეც არაადექვატური დამოკიდებულებაა, იმიტომ რომ ერთადერთი თვისებაა ამ სუბსტანციის გასცეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მას? ასე ვერ ვიტყოდი ეს სუბსტანცია პიროვნება არ არის,

გამოდის კაბალიზმს და პანდ(თ)ეიზმს აქვთ რაღაც საერთო..(?)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

 

გამოდის კაბალიზმს და პანდ(თ)ეიზმს აქვთ რაღაც საერთო.

 

კაბალიზმი სხვა ცნებაა, კაბალას კი ნამდვილად აქვს საერთო პანთეიზმთან და არა მარტო ამ იდეოლოგიასთან, ნებისმიერ ფილოსოფიურ-რელიგიურ მოძღვრებაში შეგიძლია დაინახო კაბალა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Asmodeus, ისე, სხვათაშორის, მე აგნოსტი ვარ, მაგრამ (ასე ვთქვათ) მხიბლავს პანდეიზმი.. Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

ჰო მართალი იყო ბარუხ ბენედიქტ დე სპინოზა, როდესაც იძახდა, რომ ღმერთი ეს მწარმოებელი ბუნებაა, მაგრამ კაბალა ამ თეორიის გაჟღერებასთან ერთად იმასაც იძახის, რომ შემოქმედის ცნება წარმოებულ ბუნებასაც მოიცავს და კიდევ ამტკიცებს, რომ ეს ბუნება განსხვავდება იმ პეიზაჟისაგან რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ, საკვირველი კი ის არის, რომ მოძღვრება კაბალა ამის შესახებ დაახლოვებით 4000 წლის წინ საუბრობდა, დღეს კი აგერ მეცნიერებიც ალაპარაკდნენ ამ ყველაფერზე:

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...