Jump to content
Planeta.Ge

მომხმარებელი საზოგადოება


Recommended Posts

მოხმარების სფეროშიც (სადაც მომხმარებელი მოჩვენებითად,თუმცა მაინც გამოხატავს თავისუფალ არჩევანს) ამგვარად ხდება: არ აქვს მნიშვნელობა რა პროდუქტის მოხმარებაზეა საუბარი,საჭმლის,ტანსაცმლის,სასმელის,სიგარეტის,კინოსა თუ სხვა – ღონიერი “მრჩეველი აპარატი” მუშაობს ორი მიზნით: პირველი, – გამუდმებით შეეცადოს,გაზარდოს ინდივიდის მიდრეკილება ახალი საქონელისაკენ და მეორე: – მიმართოს ეს მიდრეკილება ინდუსტრიის სარ

 

გებლიანობის გაზრდისაკენ.ადამიანი იქცევა მომხმარებლად,რომლის მიზანია შთანთქოს რაც შეიძლება მეტი და უკეთესი საქონელი.

 

ეკონომიკური სისტემა ინდივიდს აიძულებს მოერგოს საყოველთაო ტენდენციებსა და თამაშის წესებს.ქმნის ნახევრად მექანიკურ არსებას,რომელსაც უნდა მოიხმაროს მეტი და მეტი საქონელი.სისტემა ქმნის ინდივიდს,რომლის გემოვნება სტანდარტიზებულია,რომელზეც ფსიქიკური გავლენის მოხდენა ადვილად შეიძლება.

სისტემას სჭირდება მასა,რომელიც თავს დამოუკიდებლად და თავისუფლად გრძნობს,თუმცა მათი ოცნებები და მისწრაფებებიც კი წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოებს არ სცილდება,მასა,რომელიც სოციალური მანქანის სახელით მოირგებს ინდივიდებს,როგორც ჭანჭიკებს,იმართება ძალდატანების გარეშე,რომელსაც ადვილად უხელმძღვანელებ ლიდერების გარეშეც ძალაუფლება არსად გამქრალა,არც გავლენა დაუკარგავს.ის უბრალოდ ტრანსფორმირდა აშკარა,ექსპლიციტური ფორმიდან ანონიმურ,იმპლიციტურ ფორმად,რომლის იარაღი დარწმუნება,ფსიქოლოგიური რეპრესია და რჩევა-დარიგებაა.სხვა სიტყვებით,იმისათვის რომ შეეგუოს არსებულ რეალობას,თანამედროვე ადამიანი იძულებულია იკვებოს ილუზიით,რომ ყველაფერი მისი თანხმობით კეთდება,მიუხედავად იმისა,რომ შესაძლებელია ამ თანხმობაში ამოიცნოს კიდეც უჩინარი მანიპულაცია.იგივე მექანიზმი მოქმედებს განათლების სისტემაშიც: ბავშვი იძულებულია,გადაყლაპოს ტაბლეტი,თუმცა ტაბლეტის გარსი შაქრიანია.მშობლები და მასწავლებელი ერთმანეთში ურევენ ნამდვილ არაავტორიტარულ განათლებასა და განათლებას,დარწმუნებით,დაზეპირებითა და ძალადობის დაფარული ფორმებით.

პროგრესული განათლებაც ამ გაუგებრობამ იმსხვერპლა,იგი ვერ განვითარდა იმ გზით,რა გზასაც პირვანდელი თეორია სთავაზობდა.

 

ერიხ ფრომი

რას ფიქრობთ თქვენ ამ საკითხზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე საინტერესო მომხმარებლობის ის ასპექტებია, რაც მარტო კომუნალური საჭიროების ნივთებზე კი არა, ადამიანის სააზროვნო პატერნებსა და ქცევის მოდელებზე ვრცელდება. ყველაზე პრობლემური დღეს არის მომხმარებლური დამოკიდებულება ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრებისადმი, საჭიროებებისადმი, განცდებისა და გრძნობებისადმი. ჩვენ პირდაპირ ვიღებთ ქცევების იმ მზა მოდელებს, რასაც პოსტინდუსტრიული კაპიტალიზმის პატრიარქალური კულტურა გვთავაზობს და ჩვენი საკუთარი საჭიროებების შესახებაც კი არ გვაქვს ადეკვატური წარმოდგენა, ისე ბრმად ვირებთ კულტურით მიწერილ მოდელებს. ვოტ ტაკ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანის სააზროვნო პატერნებსა და ქცევის მოდელებზე ვრცელდება

თავდაცვის მექანიზმები კი არ არსებობს

 

პატრიარქალური კულტურა

პატრიარქალური კულტურა?

რას გულისხმობ?

მომხმარებლური საზოგადოება არ აკეთებს აქცენტს რომელიმე კულტურაზე (გარდა მომხმარებლის კულტურისა) - თანამედროვე ფემინიზმი, ნაკლებად მომხმარბლურია ვითომ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პატრიარქალობა შეზრდილია კაპიტალისტურ ლოგიკასთან და სიმბიოზურად თანაარსებობენ. ერთიდაიგივე სივრცის მოვლენები არიანთქო, მაგას არ ვგულისხმობ ცხადია, მაგრამ ურთიერთშეზრდილები არიან.

თანამედროვე ფემინიზმი, ნაკლებად მომხმარბლურია ვითომ?

თანამედროვე ფემინიზმს გააჩნია. ფემინიზმი ხო სინამდვილეში ძაან ზოგადი სახელია. თუ ლიბერალურ ფემინიზმს ავიღებთ,შეიძლება ითქვას რო აგრძელებს მომხმარებლობის ლოგიკას, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით საერთოდ ფემინიზმზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

 

რას ფიქრობთ თქვენ ამ საკითხზე?

 

აღნიშნულ კონცეფციას თუ თეოლოგიურ ჭრილში განვიხილავთ დღეს იმედი იყიდება საკმაოდ მაღალ ფასებში, თუ ამ იმედს არ იყიდი მაშინ სასოწარკვეთას გჩუქნიან სრულიად უფასოდ და თუ ერთსაც და მეორესაც დაიკიდებ მაშინ ათეისტი ტო ესტ სატანისტი ხარ.

 

აი ამას ვფიქრობ.

 

პ.ს "იქ სადაც არსებობენ სულელები, რატომ არ უნდა იყვნენ ამ სულელთა ხარჯზე ფულის მკეთებლები?".

Edited by Asmodeus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

hella

პატრიარქალობა შეზრდილია კაპიტალისტურ ლოგიკასთან და სიმბიოზურად თანაარსებობენ. ერთიდაიგივე სივრცის მოვლენები არიანთქო, მაგას არ ვგულისხმობ ცხადია, მაგრამ ურთიერთშეზრდილები არიან.

ვერ დაგეთანხმები - პირიქით პატრიარქალობის რღვევას მოჰყვა - მომხმარებლური საზოგადოების გაჩენა

 

თანამედროვე ფემინიზმს გააჩნია. ფემინიზმი ხო სინამდვილეში ძაან ზოგადი სახელია. თუ ლიბერალურ ფემინიზმს ავიღებთ,შეიძლება ითქვას რო აგრძელებს მომხმარებლობის ლოგიკას, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით საერთოდ ფემინიზმზე.

თუ ფემინიზმი არის ერთმანეთისგან განსხვავებული, პატრიარქალიზმი ერთინაირი როგორ არის და რატომ არ უნდა განვასხვავოთ ის - ფილმი - მებრძოლთა კლუბიდან - კარგად ჩანს, რომ მომხმარებლურ საზოგადოებას სწორედ პატრიარქალური ალტერნატივა უპირისპირდება, მარა ეს დაპირისპირება დესტრუქციულია, რაც არავის მომხმარებელს არ მოსწონს.

Asmodeus

თუ ამ იმედს არ იყიდი მაშინ სასოწარკვეთას გჩუქნიან სრულიად უფასოდ და თუ ერთსაც და მეორესაც დაიკიდებ მაშინ ათეისტი ტო ესტ სატანისტი ხარ.

კაი რომ ხმამაღლა ამბობთ - რელიგია - მომხმარებლური პროდუქტი გახდა, ხოლო სისტემის ალტერნატივად ათეიზმია მიჩნეული

პ.ს "იქ სადაც არსებობენ სულელები, რატომ არ უნდა იყვნენ ამ სულელთა ხარჯზე ფულის მკეთებლები?".

იმიტომ, რომ სისტემა არ მისცემს ამის უფლებას - თუმცა ესეთი სისტემა აღარ არსებობს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

 

იმიტომ, რომ სისტემა არ მისცემს ამის უფლებას - თუმცა ესეთი სისტემა აღარ არსებობს..

 

რომელი სისტემა? იქ სადაც "მეფეც და მღვდელიც" ხალხს როგოორც მოჩხრიალე ფულის ქისებს ისე უყურებს, რომელ სისტემაზეა საუბარი? ერთი კომუნალურებით გაშინებს, მეორე ჯოჯოხეთის ცეცხლით.

 

 

კაი რომ ხმამაღლა ამბობთ - რელიგია - მომხმარებლური პროდუქტი გახდა, ხოლო სისტემის ალტერნატივად ათეიზმია მიჩნეული

 

ეს დღეს და გუშინ არ გამხდარა, ასე იყო მუდამ, ამიტომაც ვთქვი 1000 სულელის 1000 მონეტა დოვლათს ქმნის სულელს კი -1 მონეტა რჩება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Asmodeus

რომელი სისტემა? იქ სადაც "მეფეც და მღვდელიც" ხალხს როგოორც მოჩხრიალე ფულის ქისებს ისე უყურებს, რომელ სისტემაზეა საუბარი? ერთი კომუნალურებით გაშინებს, მეორე ჯოჯოხეთის ცეცხლით

ჯოჯოხეთით ყველა რელიგია აშინებს ადამიანს. მარა სისტეამა, რომელიც კომპერციონალიზმს შეზღუდავს და ზოგადად კაპიტალიზმის შემცირებით შესაძლებელია ეს..

 

ეს დღეს და გუშინ არ გამხდარა, ასე იყო მუდამ, ამიტომაც ვთქვი 1000 სულელის 1000 მონეტა დოვლათს ქმნის სულელს კი -1 მონეტა რჩება.

მარტო მონეტებზე არ არის სისტემა აგებული..

 

 

ადამიანის ფუნდამენტური ცვლილება მოხდა და გრძელდება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

 

ადამიანის ფუნდამენტური ცვლილება მოხდა და გრძელდება..

 

რომელ ცვლილებას გულისხმობ, ვერ დააკონკრეტებ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Asmodeus

რომელ ცვლილებას გულისხმობ, ვერ დააკონკრეტებ?

რომელ ცვლილებებს და სურვილებს - ადამიანს აღარ ეკუთვნის სურვილები.. ის უკვე არსით სხვა არის... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

 

რომელ ცვლილებებს და სურვილებს - ადამიანს აღარ ეკუთვნის სურვილები.. ის უკვე არსით სხვა არის.

 

შეიძლება ადამიანს ახალი სურვილები გაუჩნდა იმ ძველ სურვილებთან ერთად, მაგრამ სურვილი არ ეკუთვნის ეს ვერ გავიგე, მე ვფიქრობ ადამიანი არ შეცვლილა და თუ მცირედ შეიცვალა ისიც უარესობისაკენ, უბრალოდ ტერმინთა ცვლა მოხდა, სურვილები იგივე დარჩა და ცოტაც ახალი სურვილები წაემატა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძლება ადამიანს ახალი სურვილები გაუჩნდა იმ ძველ სურვილებთან ერთად

ადამიანს შინაგანი სურვილი აღარ აქვს - მას გარედან უდებენ ამ სურვილებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

ადამიანს შინაგანი სურვილი აღარ აქვს - მას გარედან უდებენ ამ სურვილებს

 

ნაცნობი სიტუაციაა, მაგრამ ყველაზე ამის თქმა არ შეიძლება, ადამიანი მაქამდე თავად უნდა მივიდეს, ზოგს ისევ აქვს სურვილები ზოგი კი ამაოება ამაოებათას წერს. ჩემის აზრით კი ამაოებაა ყველაფერი და მართალი ხარ რეკლამით აღძრული სურვილი იგივეა რაც წამლით აყენებული ღლე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინდუსტრიულმა ეპოქამ ჩამოაყალიბა ფსიქოლოგიური მისწრაფებები:

 

1) მაქსიმალური ჰედონიზმი - უნდა მიიღო მაქსიმალური სიმაოვნება (თუმცა ფილოსოფოსებმა იცან რომ ჰედონიზმი დამღუპველია) - ხოლო ჰედონიზმის წყაროდ კი საგნები, პროდუტების ქონა გახდა (ფეტიშიზმისთვის რაც დამახასიათებელია)

2) რადიკალური ეგოიზმი - რომ ყველაფერი მარტო შენთვის უნდა გინდოდეს და მეტი არავისთვის და მუდამ დაუკმაყოფილებელი უნდა იყო, რადგან სხვას რაც აქვს ის უნდა გინდოდეს (სხვას კი სულ შენზე მეტი ექნება)

 

რადგან ჰედონიზმი დამღუპველია, ასევე მექანიკური შრომაც დამღუპველია - კაპიტალიზმის პირობებში შეიქმნა სიმბიოზი

 

ერთი მხრივ ჰედონიზმსა და მეორე მხრივ მექანიკურ შრომას შორის - ეს სისტემა ძალიან კარგად არის მორგებული თანამედროვე ეკონომიკასეკო

 

ეკონომიკის პრინციპი - რაც შეიძლება მეტი გაასაღო - მომხმარებლის ფსიქოლოგია, რაც შეიძლება მეტი იყიდო - რაც უფრო მეტი ნივთი გაქვს, მით უფრო "დიდი ადამიანი ხარ"

 

თანამედროვე ეპოქაში მთავარი არის არა ის თუ რა არის კარგი ადამიანისთვის, არამე დთუ რა არის მთავარი სისტემისთვის - ხოლო მათი ლოგიკა კი გვეუბნება - რაც კარგია კორპორაციისთვის, ის კარგია ხალსითვისაც (რომელიც ესე არ არის)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...