belukabeluka Posted May 20, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2014 ჩემს ბავშვობაშI იყიდებოდა წითელი პარკის ფხვნილები ენაზე რო დაიყრიდე შუშხუნებდა :love ვგიჟდებოდი და კიდე მინდაა ახლა არც იყიდება მგონი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted May 20, 2014 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2014 ხო არ გინდა, ბრწყინვალე ხასიათი გაგიფუჭო..?! ვიცი, არ გიყვარს ბაბუას რო გიძახიან, მაგრამ ხანდახან გიხდება, მაინ ფურერო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted May 20, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2014 (edited) ვიცი, არ გიყვარს ბაბუას რო გიძახიან, მაგრამ ხანდახან გიხდება, მაინ ფურერო ოქეი, ბღარტო, გასაგებია.. Edited May 20, 2014 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted May 20, 2014 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2014 ჩემს ბავშვობაშI იყიდებოდა წითელი პარკის ფხვნილები ენაზე რო დაიყრიდე შუშხუნებდა ვგიჟდებოდი და კიდე მინდაა მმმ, და ბავშვის შონპანიური გახსოვს? ახლა არც იყიდება მგონი არის როგორ არა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
belukabeluka Posted May 20, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2014 მმმ, და ბავშვის შონპანიური გახსოვს? არაა შენს ბავშვობაში იყო? საწმუხაროდ მაგ დროს ცნობადობის უნარი არ მექნებოდა :D :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted May 20, 2014 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2014 არაა შენს ბავშვობაში იყო? საწმუხაროდ მაგ დროს ცნობადობის უნარი არ მექნებოდა ნუ, მე ვიცი, და საქართველოში როგორ, sorry i don't know Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
belukabeluka Posted May 20, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2014 ნუ, მე ვიცი, და საქართველოში როგორ, sorry i don't know ვერც მე გეტყვი არ მახსოვს დაბადებულიც არ ვიქნებოდი დაჟე: vazviadeb Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted May 20, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2014 ჩემს ბავშვობაშI იყიდებოდა წითელი პარკის ფხვნილები ენაზე რო დაიყრიდე შუშხუნებდა :love ვგიჟდებოდი და კიდე მინდაა ახლა არც იყიდება მგონი მე ზუკო რო იყო მაგით ვიჭყიპებოდი ხოლმე ერთხელ მე და ჩემმა ზმაკაცმა იმდენი დავლიეთ რომ... და ჩინო მევასებოდა შოკოლადი რო იყო კამფეტივით 10 თუ 20 თეთრი ღირდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted May 20, 2014 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2014 ვერც მე გეტყვი არ მახსოვს დაბადებულიც არ ვიქნებოდი დაჟე: vazviadeb ხო, აზვიადებ იმიტომ, რომ ჩემი ძმა დაბადების დღეზე სვამდა, გამოდის აქაც იყიდებაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
belukabeluka Posted May 20, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2014 ხო, აზვიადებ იმიტომ, რომ ჩემი ძმა დაბადების დღეზე სვამდა, გამოდის აქაც იყიდებაა არვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted May 20, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2014 Giorgi Kiskeidze არც მე მახსოვს ეგ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
belukabeluka Posted May 20, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2014 Giorgi Kiskeidze არც მე მახსოვს ეგ ააუ შენ გაიხარე თორე მე უკვე ინტრიგებში ჩავვარდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sali...Bali Posted May 21, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2014 რა მახსენდება? ჰა ჰა დღეს მართლა ხალისით ვიხსენებ მაგრამ მაშინ საერთოდ არ მეხალისებოდა ... მეცხრე ბლოკი მახსენდება , იმ დამწვარი საბურავების სურნელი მთელი ჩვენი უბანი რომ ყარდა ხოლმე უშუქობის გამო გზას რომ გადავკეტავდით და ვწვავდით .... მამალო კამფეტები და პონჩიკი მახსენდება კიდე ეზოდან ბოლო ხმაზე რომ გავკიოდი "დეეეეეედაააა 20 კაპიკი გადმომიდეთქო" კიდე არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა მაგრამ ჩვენ ბნელი 90-იანელების საყვარელი გასართობი იყო სიგარეტის კოლოფის თავებისგან გაკეთებული ფიშკები სხვადასხვა სიგარეტს სხვადასხვა ქულის ფიშკა ჰქონდა ამეებს ვაგროვებდით და მერე ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ უფრო მეტს მოიგებდა თამაშში კერასინკა მახსოვს კიდე ჩაქრობის დროს თავპირი რომ მიშავდებოდა ... ნუ მერე ნავაროჩენი წითელი კერასინკა შევიძინეთ კუპონები მახსოვს და პურის რიგები ბებიაჩემი ღამის 4 საათზემიდიოდა ხოლმე რიგში ჩასადგომად... რაღაც მყრალი სითხე და წვრილკბილიანი სავარცხელი მახსოვს კიდე თავზე რომ გვისვამდნენ ტილების მოსაშორებლად :D სოფელში რომ წავიდოდით იქედან ბლომად მოგვყავდა ხოლმე და მერე მთელი თვე იმ მყრალ რაღაცას გვისვამდნენ თავზე მოსაშორებლად.... ჩემი პირველი პლეერი და კასეტა მახსოვს თოვლის ბაბუამ რომ მომიტანა :D ჩემი პირველი შეყვარებულიც მახსოვს ბავშვთა ბაღიდან ნეტა ეხლა სადაა და როგორია კიდე ჩვენი მსხლის ხე მახსოვს სოფელში ეხლა აღარ არსებობს სამწუხაროდ გახმა ნახევრად და მერე მოჭრეს. ბავშვობაში სულ მივძვრებოდი ხოლმე ზედ მე და ჩემს დეიდაშვილებს სახლები გვქონდა ხეზე მოწყობილი. იქედან გამომდინარე რომ მე ყველაზე მაღლა ავდიოდი ხოლმე ჩემი სახლი ლამის კენწეროში იყო და იქედან ყველაფერი ჩანდა .... კიდე მახსოვს ბაყაყებს როგორ ვიჭერდი ხოლმე და სოფელში ეზოს ბოლოში იდეაში პირამიდა და სარკოფაგები მოვაწყვე და ქაღალდებში შეხვეულს მუმიებივით ვალაგებდი იმ პირამიდაში :D ბევრი სევდიანი მომენტებიც მახსენდება ... მოკლედ საკმაოდ შინაარსიანი და ყველაფრის მიუხედავად კარგი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა და ძალიან ბევრი რამე მახსენდება ხოლმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
კლოუნი Posted May 21, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2014 სიგარეტის კოლოფის თავებისგან გაკეთებული ფიშკები ვახ რა გამახსენე. თამაშები? მაგარი ტამაშები გვქონდა. აი ბაღში სანამ აფხაზეთიდან დევნილები დაიწყებდნენ ცხოვრებას, მანამდე ეს ბაღი სულ ცარიელი იყო, დანგრეული მინგრეული და მშვენიერი "მოედანი" იყო გასართობათ. შხამობანა ერქვა ერთერთ თამაშს, ნუ "მასიური დაჭერობანა" იყო. დაახლოებით 15 20 ბავშვი დავრბოდით. თავიდან გავითვლიდით, ვინც ბოლო დარჩებოდა ის იყო შხამი. ხო და რამდენსაც დაადებდა ხელს მასთან ერთად ისიც შხამი ხდებოდა და ასე. დამალვა ხეზე ასვლა ყველაფერი შეიძლებოდა. ბაღის ბნელ სარდაფშიც კი ჩავდიოდით ხოლმე. მეორე თამაში "კაზაკი რაზბოინიკი" იგივე "პაროლობანა" ხელის მოტეხვები და წიხლის ჩარტყმებიც კი იყო იმისთვის რომ პაროლი გეთქმევინებინა მოწინააღმდეგე გუნდელისთვის. ორდროშობანაც გემახსოვრებათ. მაგრამ ყველაზე უცნაური გასართობი ჩვენ გვქონდა. მაინც ჯუნგლების უბანი იყო. კონსერვის ქილას დავუხვრეტდით ძირს ლურსმნით. პატარპატარა ჭუჭრუტანებს ვუკეთებდით. შიგნით ვტენიდით ნაძვის გამხმარ წიწვებს, ვუკიდებდით ცეცხლს და დავრბოდით ამ ქილებით. რა თქმა უნდა ყურსაც ვუკეთებდით დამწვარი საბურავისგან დარჩენილი მავთულით რომ ხელი არ დაგვწვოდა და ასე დავრბოდით და გაგვდიოდა ბოლი. ზოგი ველოსიპედზე მიამაგრებდა და ასე... "წკაპუნა" ლაგატკები გახსოვთ? მოხრილ მავთულებს რომ ისროდა. მწარე იყო მაგრამ ომობანას სათამაშოდ კარგი რამე იყო. ნუ ის დიდი ქვის მსროლელი ლაგატკები არ გამოიყენებოდა. ის მძიმე არტილერია იყო ძმაუ და. :დ მაგრამ მერე მაგისთვისაც მოვიფიქრეთ. გემახსოვრებათ ბუჩქები რომ ისხავდნენ რაღაც მრგვალ გირჩებს. მოკლედ ეგ მრგვალი გირჩი თავიდან რბილი მწვანე საყვარელი ნაყოფია, ხო და მაგეებს ვტენიდით ხოლმე ლაგატკაში და ერთმანეთს ვესროდით. ვირობანა "ზდრასტვუი ნოვი ასიოლ" გრძელი ვირი. შვიდქვაობანა ცოტა ისეტი იყო, გოგოებთან ერთად ვთამაშობდით ხოლმე მარტო. რატომ არ ვიცი. სოფელში ხომ საერთოდ. რა ავადმყოფობებს არ ვიგონებდით. მახსოვს მზესუმზირის მარცვლებს ვიყენებდით როგორც ვალუტას. რაღაცებს ვყიდიდით. ალუჩას ტყემალს ვაშლს კაკალს. ბოლოს ისე დავსერიოზულდით ხორციც მოგვინდა და ერთხელ მე და "კარპიჩას ბიჭმა" ბაყაყები დავიჭირეთ, მოვაჭერით ბარკლები და ვითომ ხორცი იყო. ვითომ რა, კი იყო მაგრამ ვის რათ უნდოდა. ხო და გოგოები იმის მერე არ ყიდულობდნენ ჩვენგან არაფერს. მერე ვითომ ზამთარში უნდა ჩაგვებარებინა ხოლმე ეს მოგროვილი მზესუმზირა მაგრამ ყოველთვის რაღაც მოსდიოდა ხოლმე როცა მომავალ ზაფხულს ჩავდიოდი. ხან ობდებოდა ხან რა ხან რა. ასე ორი წელი ბიზნესიდან მტეხავდნენ ხოლმე. წუწაობა იყო ყველაზე კარგი გასართობი. დღესაც ვგიჟდები. ხალიჩებს რომ გამოიტანდნენ ხოლმე გასარეცხად და ვითომ დასახმარებლად მივიდოდით. წავიდოდა პატრონი და ხალიჩის გარდა ყველა და ყველაფერი იყო გარეცხილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sali...Bali Posted May 21, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2014 :D :D ლაფტა და რეზინობანა :D სკაკალკა ანუ ლახტი მგონი... ესენი იყო გოგონებისთვის ჩემ დროს ნუ მე იმ სიგარეტის ფიშკებით ვერთობოდი ეგ უფრო მომწონდა ან სკაკალკა ეგ რაგატკები სინით და გირჩით მეც მახსოვს თან მწარედ მომხვედრია კიდეც და სკოლაში ვსწავლობდი მგონი რაღაც პლასმასის ტყვიებით თოფები რომ შემოვიდა მოდაში ნუ მე სკოლაში ისეთ ხალხთან ვმეგობრობდი ვინ გამიბედავდა მაგრამ დალურჯებული ჰქონდათ გოგონებს ფეხები პლასმასის ტყვიებისგან სკოლა ცალკე გართობა იყო წიწაკების დაწვით სანაგვეყუთებში ბომბაჩკებით და ა.შ ერთხელ როგორ მახსოვს დაგვსაჯეს და კლასში გვაყურყუტეს ჩვენივე დამწვარი წიწაკების სურნელში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.