Jump to content
Planeta.Ge

სამთავრობო დაზღვევა არ გაუქმებულა


Recommended Posts

ამ ბოლო დროს რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება ხალხს ატყუებს ვითომ საყოველთაო დაზღვევა გაუქმდა და ფულს აკეთებენ. თუ მსგავს შემთხვევასთან გექნებათ საქმე თავს ნუ მოატყუებინებთ! ყველა პენსიონერი, 6 წლამდე ბავშვი და სტუდენტიც ისევ დაზღვეულია

 

 

 

 

 

 

სს ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯია“- ს საგანგებო განცხადება, ჯანმრთლობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით.

 

სს სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯია“- მოუწოდებს ყველა სამედიცინო დაწესებულებას შეწყვიტონ დეზინფორმაციის გავრცელება, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე დაზღვევის პროგრამა გაუქმდა ან შეჩერდა და გააგრძელოს საქართველოს მოქალაქეების სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

 

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშობას და მოსახლეობის მომსახურებას სადაზღვევო პირობების შესაბამისად.

 

დაზღვეულ მოქალაქეებს ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებლობა აქვთ დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე, რომელიც უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

 

სს სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან მოსახლეობის ჯანმრთელბის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თბილისში მცხოვრები 0-5 წლის ჩათვლით ბავშვების, სტუდენტების, ასაკით პენსიონერების, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, აგრეთვე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჯანმრთელობის დაზღვევას ახორციელებს.

 

კომპანიამ სრულად შეასრულა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები, აშენდა „არქიმედეს კლინიკები“ ქ. წნორში, ქ. ლაგოდეხსა და ქ. სენაკში, მიმდინარეობს რიგით მეოთხე საავადმყოფოს მშენებლობა დედოფლისწყაროს რაიონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძლება არ გაუქმებულა მაგრამ ექიმების ენთუზიაზმა და თავაზიანობამ დაზღვეულებთან ათმაგად იკლო ვერც გაამტყუნებ. ერთი მხრივ აღარავინ მომსახურეობის კონტროლით თავს არ აიტკივებს, მეორე მხრივ "რეჟიმის" დაზღვევაა და შეიძლება მისი იგნორირებას ადგილებზე ბიძინეს თანამხარჯველთა მხრიდან წახალისებაც კი მოყვეს.... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

 

არა სხვათაშორის ახალმა მინისტრმაც გაგრძელდება დაზღვევის ეს პროგრამა და გაუმჯობესდება კიდეცო. ბევრს გამოადგა, პირადად მე ვიცნობ ორ პენსიონერს რომლებმაც ოპერაცია გაიკეთეს ამ დაზღვევით ისე ვერანაირად ვერ გაიკეთებდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 8 months later...

რა ვიცი ახლობელს,26 წლის ახალგაზრას ფეხის ამპუტაცია ესაჭიროება და იმდენს არბენინებენ უკვე ორი თვეა,ლამის დაავიწყდათ თავისი გასაჭირი.ხან ერთთან გადაისვრიან ხან მეორესთან.

 

რა ვიცი ახლობელს,26 წლის ახალგაზრას ფეხის ამპუტაცია ესაჭიროება და იმდენს არბენინებენ უკვე ორი თვეა,ლამის დაავიწყდათ თავისი გასაჭირი.ხან ერთთან გადაისვრიან ხან მეორესთან.

მართალია ძველია მაგრამ იქნებ ახალიც იცით რამე?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...