Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში ძირითადი საბაზისო საშუალო განათლება, შესაძლოა, 10 წლიანი გახდეს


Recommended Posts

წყარო:http://www.fortuna.ge/news_inner.php?news_id=4409#.UJJjwVVJD6l.facebook

საქართველოში, შესაძლოა, სკოლის ბრიტანული მოდელი დაინერგოს, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს 10 კლასის დასრულების შემდეგ ჩააბარებენ, მომდევნო 2 წლის განმავლობაში კი უმაღლესი მისაღები გამოცდებისთვის მოემზადება - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრიტანულ მოდელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ამასთან ერთად კიდევ ბევრი მოდელი განიხილება.

”10 კლასის შემდეგ უმაღლესი სასწავლებლისთვის მოსამზადებლად 2 წლიანი სწავლა კვლავ სკოლებში გაგრძელდება, თუმცა სპეციფიკურად, საგნების მიხედვით. ძირითადი საბაზო საშუალო განათლება კი 10 კლასში მთავრდება,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

განათლების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით კი სკოლის ახალი მოდელი საზოგადოების ფართო განხილვის საგანი გახდება და მას სწორედ ამ პროცესის შემდეგ დაამტკიცებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძირითადი საბაზო საშუალო განათლება კი 10 კლასში მთავრდება

 

ძაქლიანაც კარგი, სულ ტყუილად აკარგვინებდნენ ამ ბავშვებს დროს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...