Jump to content
Planeta.Ge

სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან


Recommended Posts

  • Replies 176
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

gendolf

playfellow მე თურქეთში არ ვითხოვ ეკლესიას ეგ მაგალითი მუსლიმანების ლმობიერდამოკიდებულების საჩვენებლად მოვიყვანე სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ   არსებობს ადგილობრივი ხელისუფლება   მაგრამ არა კანონი

playfellow

შენ მოლა ძალად არ შეგათრევს მეჩეთში და თუ არ გაწყობს არც მოუსმენ, ვისაც აწყობს და ვინც მოუსმენს იმას შენ ვერ აუკრძალავ.     ამის შიში თუ გაქვს გირჩევდი შენს თანამორწმუნეს ამოუდგე მხარში და მის გადასარ

mama

ჯერ ამ მეცხრე არხის დედა ################## მე, ისევ მთავრობას ლანძღავენ ნებისმიერ თემაზე გაკეთებული სიუჯეთი ძველი მთავრობის ლანძღვით იწყება და მთავრდება...   მე არ მინდა ცუდი ვქვა ... თქვენ თქვით რა

ნიგვზიანში მუსლიმი ეკომიგრანტების სამლოცველოში ლოცვა მიმდინარეობს

14:34 02-11-2012

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში ამ დროისთვის აჭარიდან ჩასახლებული მუსლიმი ეკომიგრანტების სამლოცველოში ლოცვა მიმდინარეობს . როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ნიგვზიანიდან იტყობინება, ცოტა ხნის წინ ხალხმა ისევ დაიწყო იმ სახლთან თავმოყრა, სადაც სამლოცველოა.

ადგილზე იმყოფებიან სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი.

ამასთან, სოფელი უკვე დატოვეს სრულიად საქართველოს სამუსულმანო სამმართველოს მუფტმა ჯემალ პაქსაძემ და "სრულიად საქართველოს მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ, რომელთა გამოჩენას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა ჯემალ პაქსაძეს, რომელმაც კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა და განმარტა, რომ ერთი კვირის შემდეგ ისაუბრებს.

ნიგვზიანში იმყოფებოდა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი მამა საბა, რომლის თქმითაც, არსებობს შეთანხმება, რომ მეჩეთის აგება არ იგეგმება.

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში მოსახლეობა დილიდან იმ სახლთან იყო შეკრებილი, სადაც ეკომიგრანტებმა სამლოცველო გახსნეს.

როგორც ნიგვზიანელები ამბობენ, "მათ მიწა-წყალზე მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ მისცემენ და სადაც უნდა იქ ილოცონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი სისხლისღვრით იმუქრებიან".

თავად სამლოცველოს მეპატრონე არჩილ კახაძე კი ამბობს, რომ ისინი ლოცვას მაინც აღავლენენ, რადგან ამის კანონიერი უფლება აქვთ, ადგილობრივებს კი მათთვის ლოცვის აკრძალვის უფლება არ აქვთ.

 

წყარო: http://www.interpres...mdinareobs.html

 

ნიგვზიანში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

 

ლელა დუმბაძე

 

ლანჩხუთს მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში კახაძეების სახლთან, სადაც ადგილობრივი მუსლიმების სამლოცველოა, სოფლის მოსახელეობაა შეკრებილი. ისინი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ მათ სოფელში მუსლიმური სამლოცველოს არსებობას.

სოფელში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. დღეს ნიგვზიანში ელიან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 

ნიგვზიანში ვითარება ერთ კვირის წინ დაიძაბა. სოფლის მაცხოვრებელთა უმრავლესობა მუსლიმური სამლოცველოს წინააღმდგია, სოფელში ამბობენ, რომ მათ არ სურთ მუსლიმანები იკრიბებოდნენ ერთად და ლოცულობდნენ.

 

ნიგვზიანში იმყოფება გაზეთ „ბათუმელების“ რეპორტიორი. ნეტგაზეთი პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას განვითარებული მოვლენების შესახებ

 

წყარო: http://netgazeti.ge/GE/105/News/14309/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

'შემაშფოთებელია რელიგიური დაპირისპირების წახალისება მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან'

 

ოთო დალაქიშვილი

 

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი სოფელ ნიგვზიანში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ რწმენისა და აღმსარებლობის თვისუფლება ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს დაცული:

"შემაშფოთებელია, როდესაც ასეთი დაპირისპირების წახალისება ხდება პოლიტიკური კლასის, კერძოდ, მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან", - აცხადებს კინწურაშვილი. მისივე თქმით, წახალისებაში გულისხმობს მმართველი პარტიის წარმომადგენლის მხრიდან რელიგიური პროზელიტიზმის შესახებ განცხადებას.

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოფელ ნიგვზიანში მიმდინარე მოვლენებზე "ნეტგაზეთთან" საუბარში განაცხადა:

 

„მე მაქვს ცალმხრივი ინფორმაცია, ამიტომ მეორე მხარესაც უნდა შევხვდე. ერთი მხარე მეუბნება, რომ მუსლიმურ მრევლს ლოცვის საშუალებას არ აძლევენ, მე ვეთანხმები იმას, რომ ადამიანებს აქვთ ლოცვის უფლება, მაგრამ მეორე მხარისგანაც მივიღე სატელეფონო შეტყობინება, რომ ამ სამლოცველოს აშენებს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე და ეწევა რელიგიურ პროზელიტიზმს, რასაც არ დავუშვებთ.

 

კონფლიქტი უნდა მოგვარდეს სამართლიანად. ბუნებრივია, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ ამას ნამდვილად თურქეთის მოქალაქე აშენებს, ბუნებრივია, ადგილობრივები საკუთარ რეაქციას გამოხატავენ. თუ ასე არ არის, მაშინ აქვთ ადამიანებს ლოცვის უფლება და საქართველოს კონსტიტუცია არსად არ ამბობს, რომ ჩუმად სახლში უნდა ილოცო. კანონს უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ რელიგიური მოსყიდვის ნიშნით ადამიანები გადაიბირო, შეიძინო საკუთრება, ააშენო ადგილობრივი მოსახლეობის ნების დაუკითხავად რელიგიური დაწესებულებები, კატეგორიულად, კონსტიტუციურად არის დაუშვებელი. ამიტომ ადგილზე ჩავალ და პირადად გავერკვევი საკითხში. თუ კონფლიქტი პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გასცდა, მაშინ ეს საქმე უნდა გადავცე სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან არ დავუშვებთ, ადამიანებს წაართვან ლოცვის უფლება და არც იმას, რომ პროზელიტიზმმა საქართველოში იმძლავროს“.

 

 

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ კოალიციაში შემავალი სხვა პოლიტიკური ძალები შესაბამის შეფასებას მისცემენ აღნიშნულ საკითხს:

 

"ხოლო სამართლადამცავები უზრუნველყოფენ იმას, რომ რელიგიური მრწამსის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებს არ შეექმნებათ რაიმე სახის პრობლემა."

 

დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე გრძელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში ადგილობრივ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის.

 

წყარო: http://www.netgazeti.ge/GE/105/News/14318/

Edited by playfellow
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართველები ოდიდგანვე ქრისტიანები ვიყავითო ახალგაზრდა აღტკინებულმა მართლმადიდებელმა "ისტორიკოსმა" :D

არავის აქვს უფლება ვინმეს ლოცვა აუკრძალოს

ლოცვას არ გიკრძალავთო ოღონდ სათითაოდ ილოცეთ ერთად ნუ ლოცულობთო :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლოცვას არ გიკრძალავთო ოღონდ სათითაოდ ილოცეთ ერთად ნუ ლოცულობთო

ტოლერანტებიც ვართო, არა?

კინწურაშვილმა კი გრანტი გაინაღდა :დ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...