Jump to content
Planeta.Ge

სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან


Recommended Posts

განათლება კი არა ის სოფლის მღვდელი უნდა წაიგდო წიხლქვეშ, ხალხის აბუნტებისთვის თორემ ადგილობრივ მოსახლეობას სულ კიდია ვინ სად და როგორ ილოცებს.

ხალხი თუ განათლებული იქნება ვერც მღვდელი და ვერც მოლა ვერ ააბუნტებს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 176
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

gendolf

playfellow მე თურქეთში არ ვითხოვ ეკლესიას ეგ მაგალითი მუსლიმანების ლმობიერდამოკიდებულების საჩვენებლად მოვიყვანე სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ   არსებობს ადგილობრივი ხელისუფლება   მაგრამ არა კანონი

playfellow

შენ მოლა ძალად არ შეგათრევს მეჩეთში და თუ არ გაწყობს არც მოუსმენ, ვისაც აწყობს და ვინც მოუსმენს იმას შენ ვერ აუკრძალავ.     ამის შიში თუ გაქვს გირჩევდი შენს თანამორწმუნეს ამოუდგე მხარში და მის გადასარ

mama

ჯერ ამ მეცხრე არხის დედა ################## მე, ისევ მთავრობას ლანძღავენ ნებისმიერ თემაზე გაკეთებული სიუჯეთი ძველი მთავრობის ლანძღვით იწყება და მთავრდება...   მე არ მინდა ცუდი ვქვა ... თქვენ თქვით რა

ერთი რამ მაინტერესებს

მისცემენ ქართველებს თურქეთში წირვის ჩატარების უფლებას ადგილობრივები?

 

მემგონი რომ არა :(

ერთი თურქი ბიძია ამ ზაფხულში ძალიან გააღიზიანა იმან რომ ჯვარი მეკეთა

სტამბულში კიდე ნაბიჭვრებმა კაცი ცემეს პირჯვრის გადაწერის გამო

 

 

 

მე ისლამის მიმდევარი ვარ და სტამბოლში თაქსიმის ტერიტორიაზე ნანახი მაქვს მოქმედებს ეკლესია და ჰყავს ძალიან ბევრი მრევლი, ასევე ფაათის ტერიტორია სადაც არის ძალიან დიდი ეკლესია რომელსაც აქვს 500 მანქნის გასაჩერებელი ავტოსადგომი ,

სტამბოლში ქრისტიანებს აქვან ეკლესიის მაგვარი გუმბათები სახლებზე და სახელმწიფო არანაირად არ ზღუდავს, სახელმწიფოს გარდა არც იქაური მუსლიმანები არ ზღუდავენ და ვერ დავიჯერებ იმას რომ 18 მილიონიან ქალაქში უპროექტო შენობები დგას და ეგ გუმბათები უნებართვოთ გააკეთეს და ვერც იმას დავიჯერებ რომ პირჯვარის გადაწერის გამო ვინმე "ჩაქოლეს" სხვა ქალაქი რო გეთქვა შეიძლება დამეჯერებინა რადგან არ მაქვს ნანახი და რაც ნანახი მაქვს როგორც შენ ამბობ მასე არ ხდება იქ : ფაათის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია ზომით ძაან დიდია

 

თუ ვნახე სურათები დავდებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქრისტიანობაზე როდესაც აცხადებ პრეტენზიას, იქ მუსლიმანები რა ქაქს მიირთმევენ ეგ აღარ უნდა არჩიო, მუსლიმანები ბიძაშვილ-მამიდაშვილებსაც ირთავენ ცოლად და, რაა სამაგალითოა ეს საქციელი? ისინი რომ შეუწყნარებლები არიან ეს ქრისტიანად წოდებული კაცის შეუწყნარებლობას არ ამართლებს.

ანუ თქვენ გინდათ, რომ ქრისტიანებმა (ლოყის) მეორე მხარე უშვირონ მუსულმანებს და მუსულმანებმა თავიანთი გაისწორონ..?

 

და თბილისში ნაკლები გეჩეების ხუნტაა მმკ-სა და მღვდლისმანტია წამოფარებული ავაზაკების სახით?

ეს უკვე სხვა საკითხია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Asmodeus[/bა"ნუ ერთს ქადაგებს და მეორეს აკეთებს."-.?] ეს არ მითქვამს თხოვნა იქნება თუ ჩემ ციტირებას ან ჩემი სიტყვის ინტერპრეტაციიდან კომენტარის გაკეთებას წინადადება სრულად მოიყვანოთ :tsesebi: :). playfellow მაინც პოსტებით ვხედავ რომ რატომღაც მიდის რელიგიის გამო დავა და თურქეთისა და საქართველოს შედარება ეს ძალიან არასწორეა რამდენიმე მიზეზით: 1 საქართველოში არ ყოფილა და არც იქნება რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით ვინმეს დევნა(მიუხედავად იმისა რომ რუსეთი უკვე 22 წელია ცდილობს ეთნიკური ელფერი მიცეს თავის გავლენის აფხაზი და ოსი არისტოკრატიის წაქეზება დაპირისპირებით ქართველებთან,) ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტები სხვაა და უნდა გააცნობიერონ ადამიანებმა... ეთნიკური კონფლიქტებს აქვს წინა დიდი ისტორია დაპირისპირებისა რაც გამოწვეული არი ხოლმე მრავალი მიზეზით მაგალითად ყირგიზებსა და უზბეკებს შორის, ენგუშებსა და ოსვებს შორის, სერბებს და ალბანელებს შორის(უკანასკნელი არ აგერიოთ რელიგიურ კონფლიქტში ვინაიდან წმინდა ტერიტორიული დავის გამო გაჩნდა ეს კონფლიქტი). რელიგიურია კათოლიკეთა კონფლიქტი პროტესტანტებთან(როცა ემატება რელიგიური ვიღებთ შერეულ კონფლიქტს მაგ ირლანდიელებსა და ბრიტანელებს შორის). შიიტ სუნიტიური(სპარსულსა და არაბულ ისლამის განშტოებათა შორის). წმინდა რელიგიურია აგრეთვე ებრაულ არაბული კონფლიქტი ვინაიდა ეს ერები ეთნიკურად ორივე სემიტური წარმომავლობისაა მხოლოდ რელიგიის გამოა კონფლიქტი+პალესტინის ტერიტორიულ კონფლიქტი..... ვინც დღევანდელ თურქეთში(და ღრუსეთშიც სხვათა შორის) რელიგიურ ტოლერანტობაზე საუბრობს ცოტა დაფოქრდეს საქართველოს როგორ ადარებს? ეს ხომ აშკარად ან შეგნებული ტყუილია ან არცოდნაა(სტამბულში რომ ეკლესიები ფუნქციონირებს ეს ევროკავშირში მსწრაფველ თურქებს უფრო ჭირდებათ ვიდრე მომლოცველებს)(თურქეთი ნატოს წევრია და სტანდარტებს იძულებულია დაემორჩილოს) თურქეთს აქვს ჩატარებული ორი უმძიმეს დანაშაული რელიგიური და ეთნიკური ნიშნით(სომეხთა გენოციდი და ბერძნების მასიური განადგურება და გადასახლება, აღარაფერს ვამბობ სერბთა ბულგარელთა მოლდაველთა და სხვა ხალხების განადგურებას რელიგიური მრწამსის გამო(როგორც რუსებმა გაანაგურეს ჩერქეზები, აფხაზები, ვაინახები, ავარელები კავკასიის ოკუპაციის დროს და ანადგურებენ დღესაც). და ეხლა საქართველოში ვიღაც გლეხებს ერთ სოფელში დურაქი მღვდელი აგიჟებს და ამის გამო თურქეთი გამხდრა რელიგიური შემწყნარებლოსის წალკოტი ....ცოტა უხერხულია სამშობლოს ესეთი ბრალდება წაუყენო გონებასუსტი წვერებიანი კაცის მიერ მოტყუებული გლეხების პროტესტზე....საქმე არაა რელიგიური კონფლიქტი, საქმე არი ყოფიერი კონფლიქტი რამდენიმე პირის მიერ "რელიგიური შუღლის ჩამოგდების" მცდელობით! :chegesto: Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ გამოდის უსიამოვნო ჟესტი? კახელებს ექნათ და კახელებს დავწერდი, გურულებმა ჩაიდინეს ეგ საქციელი და ტულუზელ ფრანგებს დავაბრალო?

მე ჩემი გითხარით, წინა პოსტში და თუ თქვენ ამდენი არ გესმით, მეტი სხვანაირად რაღა გითხრათ..?? ან იქნებ მე ვცდები და ამაში ულმაზო არფერია.., ვინ იცის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოტა უხერხულია სამშობლოს ესეთი ბრალდება წაუყენო

urfinjus, აი სამქეც იმშია, რომ მუსულმანი ქართველისგან (ყველას მაინც არ ვეხები) ეგეთი არ არის მაინცდამაინც გასაკვირი.. სხვა დანარჩენი, - ბუდისტი იყოს, გინდა იეღოვის მოწმე, რავი, ვინც გინდა იყოს (ანუ სხვა რელიგიის მიმდევარი)...., სხვა საკითხია............

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

მოიცა ეხლა შენ რისი თქმა გინდა შენი პოსტებით, რომ სწორედ მოექცნენ იმ სოფლის მოსახლეობა მუსლიმანებს სახლში რომ უცვივდებოდნენ და საცემრად იწევდნენ?

 

 

მე ჩემი გითხარით, წინა პოსტში და თუ თქვენ ამდენი არ გესმით, მეტი სხვანაირად რაღა გითხრათ..?

 

რა არ მესმის, გურულებმა ქნეს და გურულები მაგიტომ დავწერე, თორემ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი კუთხის ქართველი იზავდა მაგ ბარბაროსობას.

 

 

ანუ თქვენ გინდათ, რომ ქრისტიანებმა (ლოყის) მეორე მხარე უშვირონ მუსულმანებს და მუსულმანებმა თავიანთი გაისწორონ..?

 

ეს მე კი არა, იმ ღმერთს უნდა რომლის მიმდევრობაზეც თავს დებენ.

 

urfinjus

 

 

Asmodeus[/bა"ნუ ერთს ქადაგებს და მეორეს აკეთებს."-.?] ეს არ მითქვამს თხოვნა იქნება თუ ჩემ ციტირებას ან ჩემი სიტყვის ინტერპრეტაციიდან კომენტარის გაკეთებას წინადადება სრულად მოიყვანოთ

 

vici rom eg Tqven ar giTqvamT.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოიცა ეხლა შენ რისი თქმა გინდა შენი პოსტებით, რომ სწორედ მოექცნენ იმ სოფლის მოსახლეობა მუსლიმანებს სახლში რომ უცვივდებოდნენ და საცემრად იწევდნენ?

რომელი ჩემი პსოტიდან ჩანს ეს..?

 

რა არ მესმის, გურულებმა ქნეს და გურულები მაგიტომ დავწერე, თორემ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი კუთხის ქართველი იზავდა მაგ ბარბაროსობას.

ჰო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, უბრალო გეთქვათ - იმ სოფლის მაცხოვრებლებმა, ან იქაურმა მაცხოვრებლებმა.., ან რამე ეგეთი.. :)

 

ეს მე კი არა, იმ ღმერთს უნდა რომლის მიმდევრობაზეც თავს დებენ.

ეს გსაგებია, მაგრამ ქართველები ამ მცნებას ბოლომდე რომ გაყოლოდნენ, აწი კაი ხნის უკან ვიქნებოდით ან ირანის, ან თურქეთის შემადგენლობაში... იქნებ ასე იქნებოდა უკეთესი..?? :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ დაგავიწყდებათ, ეს სოფელია... აქ სულ ხვა სპეციფიკაა საჭირო....., სულ სხვა მიდგომა......

 

აი აქედან ჩანს, რადგან სოფელია ზნაჩიტ ქაჯობა და კრახობა ეპატიებათ, სხვა სპეციფიკა ყოფილა თურმე საჭირო სოფელში კერძო საკუთრებაში სალოცავის მოსაწყობად.

 

 

 

რობოტივით ხისტად დაჯახება ნებისმიერ კანონზე... და მისი დაცვა... ყოველთვის როდი მართლებს პრაქტიკულად... არსებობს გადახვევები ამა თუ იმ საკითხში, რომელიც უფრო პრაქტიკულია ვიდრე, თეორიულად შეთხზული ე.წ. ამა თუ იმ მავანთა დაცვის სიგელები... რადგან ცხოვრებაში შეუძლებელია ყოველთვის (ზუსტად) გატარდეს ის, რაც ფურცელზე, ან თუნდც რომელმე კანონში წერია...

 

აი აქედანაც ჩანს თურმე როდესაც მუსლიმის კერძო საკუთრებას კანონი იცავს, რობოტებივით ხისტად არ უნდა დავუჯეროთ კანონს. ტრადიციულად უნდა შევუვარდეთ ალბათ სახლში.

 

 

პირიქით, ნებისმიერ მუსულმანს შევაკვდები (სიტყვაზე), ვინც მოინდომებს (როგორც თქვენ თქვით) ჩაანგრიოს, ჩემი სამშობლოს თუნდაც ძალადქრისტიანები...

 

აი აქედანაც ჩანს, ჯერ არავინ ჩაუნგრევიათ (თუმცა ღირსები არიან) და უკვე ეთნიკურ რელიგიური ნიშნით ემხრობი მოძალადეთა კასტას.

 

Shaten

 

 

ჰო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, უბრალო გეთქვათ - იმ სოფლის მაცხოვრებლებმა, ან იქაურმა მაცხოვრებლებმა.., ან რამე ეგეთი

 

და რატომ უნდა მეთქვა სოფელ ნიგვზიანის მცხოვრებლები და არა ვთქვათ გურულები? კი შეიძლებოდა, მაგრამ რატომ? გურულები რომ ვთქვი, ამით ვინმე შეურაცხვყვე ტუ ვინმეს რამე დავაბრალე?

 

 

ეს გსაგებია, მაგრამ ქართველები ამ მცნებას ბოლომდე რომ გაყოლოდნენ, აწი კაი ხნის უკან ვიქნებოდით ან ირანის, ან თურქეთის შემადგენლობაში.

 

ჰო და აბა ქრისტიანობა ლობიოს ჭამა კი არ არის ქრისტეს მცნებების აღსრულებაა, მისი მცნება გეკიდოს და თან ქრისტიანობა გინდოდეს ეგრე სად არის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი აქედან ჩანს, რადგან სოფელია ზნაჩიტ ქაჯობა და კრახობა ეპატიებათ, სხვა სპეციფიკა ყოფილა თურმე საჭირო სოფელში კერძო საკუთრებაში სალოცავის მოსაწყობად.

არა, მე ნამდვილად არ მიგულისხმია ძალადობის გამართლება.. საერთოდ ვერ ვიტან ძალადობას... მე უბრალოდ ვიგულისხმე რომ არაა საჭირო სოფელში მუსულმანური სალოცავით ხალხის გაღიზიანება-მეთქი..

 

აი აქედანაც ჩანს თურმე როდესაც მუსლიმის კერძო საკუთრებას კანონი იცავს, რობოტებივით ხისტად არ უნდა დავუჯეროთ კანონს. ტრადიციულად უნდა შევუვარდეთ ალბათ სახლში.

აქაც იგივე...

 

აი აქედანაც ჩანს, ჯერ არავინ ჩაუნგრევიათ (თუმცა ღირსები არიან) და უკვე ეთნიკურ რელიგიური ნიშნით ემხრობი მოძალადეთა კასტას.

როგორ გეკადრებათ, მე ეს სიტყვაზე ვთქი, რაც აღვნიშნე კიდეც, სხვათაშორის... აქ იგულისხმებოდა, ის რაც ძველ ეპოქაში ხდებოდა - საქართველოში..

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გურულები რომ ვთქვი, ამით ვინმე შეურაცხვყვე ტუ ვინმეს რამე დავაბრალე?

ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა გინდათ?? -

რატო ეტენები შენ იქ გურულო? იცი რატო? ბოდიში და #### ხარ და იმიტო.
ისე ბოდიში კი მოიხადეთ.. :D

 

ო და აბა ქრისტიანობა ლობიოს ჭამა კი არ არის ქრისტეს მცნებების აღსრულებაა, მისი მცნება გეკიდოს და თან ქრისტიანობა გინდოდეს ეგრე სად არის?

ანუ შევსულიყავით ირანის ან თურქეთის შემადგენლობაში, რაღას ვეწინაღმდეგებოდით, არა..? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

AsmodeusShaten მე პირადად ბავშვობაში ეკლესიაში იმიტომ დავდიოდი რომ კომუნისტები კრძალავდნენ და ებრძოდნენ მორწმუნეებს თორემ რას "ღაღადებდა" მღვდელი ჩემთვის არ იყო საინტერესო, როდესაც ბასილ იეზუტი მეიეჭრა იეჰოვას მოწმეებს(მიუხედავად იმისა რომ იეჰოვას მოწმეები მავნებლებად მიმაჩნია იმის გამო რომ იარაღით ქვეყნის დაცვაზე უარს ამბობენ) მე რა თქმაუნდა ბასილი არამზადად და მოძალადედ ჩავთვალე(იგივე შეიძლება ითქვას მენდალოსან ისაკაძის და ფეესბეს პრაპორშჩიკი გულაშვილის დაგეშილ ქოფაკებზე რომლებსაც რელიგიასთან ისეთი კავშირი აქვთ როგორც მე ფილიპინების პროფკავშირებთან ან მმკ).....ძალადობა აკრძალვით ფორმისა ტოტალურად კონტრპროდუქტიულია... ამასთან ჟანრის კანონით მსხვერპლი უფრო დაფასებული ხდება ვიდრე წინათ, არაა გამორიცხული ამ სოფლის მუსლიმებს მთელი მსოფლიოდან დაეხმარონ როგორც თავის დროზე ბასილმა შექმნა იეჰოვას მოწმეებისაგან წამებულთა ხატი(ამხელა რეკლამას ისინი იეჰოვასაც კი არ თხოვდნენ..) მაშინვე წამოვიდა ფული და მეგობრული მაკარონი შტატებიდან და ევროპიდან...აქ სწორ ადგილზე კონფლიქტის შექმნა აწყობს ბევრს და სახიფათოა საქართველოსათვის პრეცენდენტიც კი. ბიძინეს ემისარ ბოსელიას ამდენი რომ ესმოდეს ჩამოხტებოდა თავის შურისძიების ბრმა ფაშატიდან(აქაოდა რეჟიმს ვებრძვიო დღემდე) და შეეცდებოდა ადამიანებთან ესაუბრა და არა მოპოეტო რუსი ღენერალის რაპორტის მსგავსი სილოგიზმი დაეხეთქებინა...ამ ადამიანებმა(პოლიტიკოსებმა) ვერ ისწავლეს ხალხთან ლაპარაკი(უკვე ოცი წელია). ხალხს ისეთი ტონით ესაუბრებიან თითქოს მათი საშვილიშვილო ვალი გვაქვს და ვერ ვიხდით......გაუშვით ბოსელია სახალხო მეურნეობაში(და მისნაირი "მშვიდობისმყოფელები). :read: Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს მოვლენები აშკარად იძენს ტენდენციის ფორმას(მართლდება ერთი დასავლელი პოლიტოლოგის პროგნოზი) და რუსეთი იწყებს ბიძინეს და ადგილობრივი გასულელებული ხალხის ხელით საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ლიბანიზაციას(ყველა ყველას წინააღმდეგ)...ერთი წუთით რომ დავფიქრდეთ Cuiprodest?Cui bono?(ლათინურად "ვის აძლევს ხელს, ვის აწყობს?" ავტორი: კასიან ლონგინ რავილლა(1საუკ)) მსგავსი მოვლენები და ამ მოვლენებზე ბიძინეს მთავრობის ესეთი რეაქციები საქართველოს რეპუტაციას დიდ ზარალს აყენებს(ფაქტები ყველგან ხდება მთავარი ხელისუფლების რეაქციაა) და იმ რუსეთისათვის სანატრელ იზოლაციისკენ ნელნელა მიყავს სადაც ერთადერთი პარტნიორი რუსეთია(რუსეთში არავის ადარდებს რელიგიური ან ეროვნული უმცირესობის უფლებები თორემ ვაინახების გენოციდზე მოხუცი ებრაელი დისიდენტების გარდა ხმას ამოირებდა ვინმე) ბიძინესაც სადღაც აწყობს "რუსეთთან ურთიერთობების დალაგების" გზაზე ვინაიდან ნატოზე რეფერენდუმი კისერზე აწევს, ოკუპაცია კისეზე აწევს(არ იფიქროთ ოკუპაცია ადარდებდეს მაგრამ რუსეთზე ოკუპანტის სტატუსი ხელს უშლის ჩახუტებაში) და თუ დაცალდა ქათველები დათითოკაცდებიან, დაიწყება წვრილი კონფლიქტები რელიგიური, კუთხური და სხვა ...ამის ფონზე დასავლეთი მექანიკურად ზურგს შეაქცევს საქართველოს და როგორც შევარდნაძემ თავიდან ვერ გაბედა რუსეთის ჰეგემონიის თავზე მოხვევა....მაშინაც ომებით ურთიერქიშპობით სისხლისაგან დაცლილი საქართველო შეათრია ესენგეში....ეხლა უფრო აკადემიურად გაკეთდება: ბიძინას სინემამ ციხეზე აჩვენა რომ ეს ხალხი(ფეესბე რუსეთუმეები ანტიზაპადნიკები კირილას შავრაზმელი "სულიერი ძმები") სერიოზულად მოემზადნენ რევანშისათვის და არსად არ ეჩქარებათ(რუსებისათვის სილის გაწვნა იყო 9აპრილი, რეფერენდუმი ნატოზე და 2008წლის ომის შედეგები. ამას არასოდეს დაგივიწყებენ რამდენიც არ უნდა უკრიჭონ კბილები ბიძინემ და მისმა კომანდამ ცაცა გავხდით და ყველაფერი რეჟიმის ბრალი იყოოო....ეხლა ვივაჭროთ და როდესაც თავში წამოგვარტყავთ ჩვენ სულიკოს გიმღერებთ და ხინკალზე დავპატიჟებთ თქვენ გოდორა ღენერლებსო, მაინც ეხსომებათ ყველაფერი მათი ფანტაზიებით ინტერპრიტირებული). იფიქრეთ Cuiprodest?Cui bono? Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...