Jump to content
Planeta.Ge

სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან


Recommended Posts

Shaten

 

 

ანუ შევსულიყავით ირანის ან თურქეთის შემადგენლობაში, რაღას ვეწინაღმდეგებოდით, არა..?

 

ჰო რა მოხდა მერე? თუ ისრაელი ღვთის რჩეული ერი ღმერთმა 400 წელი წაკუზული ამუშავა აგურის მწველებათ ეგვიპტელთა აკლდამები აშენებინა, დიდი ამბავი ეხლა ქართველები რომ ერთი 400 წელი ირანელების სასახლეებში ემუშავებინა.

 

პ.ს რომ ვეწინააღმდეგებოდით რაა? არ ვიყავით ხან ირანის ხანაც თურქეთის სახანოები?

 

და კიდევ ერთი პ.ს რომ არ ვეწინააღმდეგებით რაა დღეს "დამოუკიდებელ საქართველოში" "სტუმარი თურქის" გახსნილ ბორდელში ვერ უშლის "ქართველი წმინდა მანდილოსანი" თურქის ტრაილერის მძღოლებს ფეხებს? ვერ მუშაობს "ქართველი ვაჟკაცი" "დამოუკიდებელ საქართველოში" ირანელის კაზინოში ლაქიად? გოგონა მიმტანად და ტაკოზე ხელის საწკაპუნოდ? ყაზახურ სასტუმროში ვერ არბენინებენ უზბეკის ჩემოდნებს "ქართველი ვაჟკაცი შვეიცარები"?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 176
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

gendolf

playfellow მე თურქეთში არ ვითხოვ ეკლესიას ეგ მაგალითი მუსლიმანების ლმობიერდამოკიდებულების საჩვენებლად მოვიყვანე სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ   არსებობს ადგილობრივი ხელისუფლება   მაგრამ არა კანონი

playfellow

შენ მოლა ძალად არ შეგათრევს მეჩეთში და თუ არ გაწყობს არც მოუსმენ, ვისაც აწყობს და ვინც მოუსმენს იმას შენ ვერ აუკრძალავ.     ამის შიში თუ გაქვს გირჩევდი შენს თანამორწმუნეს ამოუდგე მხარში და მის გადასარ

mama

ჯერ ამ მეცხრე არხის დედა ################## მე, ისევ მთავრობას ლანძღავენ ნებისმიერ თემაზე გაკეთებული სიუჯეთი ძველი მთავრობის ლანძღვით იწყება და მთავრდება...   მე არ მინდა ცუდი ვქვა ... თქვენ თქვით რა

რომ არ ვეწინააღმდეგებით რაა დღეს "დამოუკიდებელ საქართველოში" "სტუმარი თურქის" გახსნილ ბორდელში ვერ უშლის "ქართველი წმინდა მანდილოსანი" თურქის ტრაილერის მძღოლებს ფეხებს? ვერ მუშაობს "ქართველი ვაჟკაცი" "დამოუკიდებელ საქართველოში" ირანელის კაზინოში ლაქიად? გოგონა მიმტანად და ტაკოზე ხელის საწკაპუნოდ? ყაზახურ სასტუმროში ვერ არბენინებენ უზბეკის ჩემოდნებს "ქართველი ვაჟკაცი შვეიცარები"?

ომს ვიყავით მიჩვეული, ომი უკეთ გვეხერხებოდა და საკვირველი გამარჯვებებიც გვქონდა.... მშვიდობას ვერ გავუძელით... დავმარცხდით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ისრაელი ღვთის რჩეული ერი

ეს მათ თვითონ მიაჩნიათ ასე...

 

პ.ს რომ ვეწინააღმდეგებოდით რაა? არ ვიყავით ხან ირანის ხანაც თურქეთის სახანოები?

ვიყავით ერთია და ახლაც რომ ვიქნებოდით - მეორე..

 

და კიდევ ერთი პ.ს რომ არ ვეწინააღმდეგებით რაა დღეს "დამოუკიდებელ საქართველოში" "სტუმარი თურქის" გახსნილ ბორდელში ვერ უშლის "ქართველი წმინდა მანდილოსანი" თურქის ტრაილერის მძღოლებს ფეხებს? ვერ მუშაობს "ქართველი ვაჟკაცი" "დამოუკიდებელ საქართველოში" ირანელის კაზინოში ლაქიად? გოგონა მიმტანად და ტაკოზე ხელის საწკაპუნოდ? ყაზახურ სასტუმროში ვერ არბენინებენ უზბეკის ჩემოდნებს "ქართველი ვაჟკაცი შვეიცარები"?

ეს სულ სხვა საკითხია... ასეთ დღეში რუსებიც არიან...... ეს ქვეყნის ცუდი სოციალური მდგომარეობის მანიშნებელია...

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://youtu.be/Ly_Z7Z-9aIQ

 

ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადება

 

მოგახსენებთ, რომ მე-9 არხის საინფორმაციო საშუალებებით გავიდა არასწორი ინფორმაცია სოფელ ნიგვზიანის ინციდენტთან დაკავშირებით. თითქოსდა მომავალ პარასკევს არ უნდა შესრულდეს პარასკევის ლოცვა. მოუწოდებთ მე-9 არხს თავი შეიკავოს ცალმხრივი ინფორმაციის გაშუქებისაგან. ასევე მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ვთხოვ, სიმშვიდისაკენ მოუწოდოს თავის მრევლს, თავი შეიკავონ და ნუ შეეცდებიან სიტუაციის დაძაბვას.

 

აქვე დავაზუსტებთ, რომ მოლაპარაკების საგანი არასოდეს არ ყოფილა და ვერც იქნებოდა ლოცვის საკითხი. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აღნიშნული რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მიერ.

 

ამრიგად ვაცხადებთ, რომ პარასკევს ცხრა ნოემბერს, ჩვეულებრივად წესისამებრ, შესრულდება პარასკევის ლოცვა.

 

ქართველ მუსლიმთა კავშირი

ტარიელ ნაკაიძე

 

წყარო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქცია/პროტესტი იუსტიციის სამინისტროსთან: ტაში რელიგიური კონფლიქტის "მოგვარებას"

 

დღეს 17:00საათზე ორგანიზაცია "ტოლერანტობის სახლი" მართავს რიგით მეორე აქციას იუსტიციის სამინისტროსთან.

ვაპროტესტებს სახელმწიფოს უმოქმედობას გურიის სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და ვეწინააღმდეგებიდ ე.წ მიღწეულ "შეთანხმებას".

შეგახსენებთ რომ მიღწეული "შეთანხმების" შედეგად მუსლიმი მლოცველები აჭარიდან და გურიის სხვადასხვა სოფლებიდან ნიგვზიანშ აღარ შეიკრიბებიან, ეს გადაწყვეტილება არღვევს ადამიანის რწმენისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ჩვენთვის ასევე მიუღებელია სახელმწიფოს ინფანტილური სტრატეგია რელიგიური კონფლიქტების მოგვარების სფეროში რომელიც, პირიქით ახალი კონფლიქტების წარმოშბას უწყობს ხელს.

მსგავსი საკითხების მოგვარება უნდა იყოს სახელმწიფოს პრეროგატივა და არა რომელიმე რელიგიური კონფესიის.

სახელმწიფოს მოვუწოდებთ საკითხზე მოახდინოს გონივრული რეაგირება, დაიცვას ადგილობრივი მუსლიმების უფლებები და მისცეს მათ ნება აღასრულონ ლოცვა თავიანთ წესის შესაბამისად.

გელოდებით ყველას დღეს 5 საათზე იუსტიციის სამინისტროსთან!

 

http://www.facebook....99311186844031/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

 

ვიყავით ერთია და ახლაც რომ ვიქნებოდით - მეორე

 

დღესაც ვართ, ომის გარეშე საკუთარ ქვეყანაში "მშვიდობით" დაბყრობილი ერი, იმ ძველი ომის შედეგი რა იყო? რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ არა ჩვენს ქვეყანაში? და დღესაც რასაც უნდათ იმას აკეთებენ აბა სხვაობა? ფორმალურად მეფე მაშინაც იჯდა და ეხლაც ზის, აქ მრწამსსა და იდეოლოგიას აშშ მართავს, აწი სამხედრო და საგარეო სტრატეგიას რუსეთი განგისაზღვრავს, ირანი და თურქეთი მცირე და საშუალო ბიზნესს, ენერგეტიკას რუსეთი და ყაზახეთი და ჩვენ რაღა გვრჩება? აი ეს: უცხოს ბორდელში მიცემა და უცხოს სასტუმროში ლაქიად მუშაობა, უცხო კონპანიაში კომუნალურების ხდა და ა.შ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Asmodeus საქართველოს ამერიკა არ მართავს(ეს აზრი თქვენ რომ გამოთქვით გამიკვირდა), ამერიკას დღეს საერთოდ არავინ მართავს, ერთი ტურისტი ქამი ჰუსეინ-2 ბარაკი განაგებს(უფრო სწორედ ანიავებს ანგლოსაქსების ოფლით შეძენილს.) დემოკრატებს აშშ-ს დემოკრატებს საგარეო პოლიტიკა არ აინტერესებთ, ამასთან შედარებით ნორმალური(ამ ეტაპზე მაინც) ქვეყნის მეკავშირეობის გარეშე რუსეთთან დარჩენა სახიფათოა. რამდენჯერაც დარჩა საქართველო პირისპირ გეხსომებათ რაც დაემართა. საერთოდ ოკუპაციაც რომ არ იყოს რუსეთი ანომალიური ავადმყოფი სახელმწიფოა თავის შავრაზმული პროვოსლავიით(მეცამეტე საუკუნის ევროპის მსგავსად) ფეესბეთი და აბსოლუტურად ზარმაცი ლოთი შეუწყნარებელი შურიანი, ეჭვიანი მოსახლეობით რომელიც მხოლოდ ცივილიზებურ სამყაროსთან ანტაგონიზმით იკმაყოფილებს თავის არასრლფასოვნებით გამოწვეულ ფსიქოზს-რუსეთი ავადმყოფობაა და ამ ავადმყოფობასთან ჯაჭვის გასაწყვეტად საქართველომ უნდა გამოიყენოს ყველა ხერხი და საშუალება: დემოკრატია, დიქტატურა, ომი ტყუილი, მართალი, აზია აფრიკა ქრისტიანობა, ისლამი ღმერთი, ეშმაკი, ათეიზმი, ყველაფერი ... ისე ვის ვის თქვენ მგონი მოგეხსენებათ სხვაობა მოკავშირესა და ოკუპანტს შორის და ეს საუბარი აქ ზედმეტია შორს წაგვიყვანს....თორემ არც სპარსეთი არც თურქეთი არც ბიზანტია ისეთი სახიფათო და მდაბალი მტერი არ ყოლფილა საქართველოსთვის როგორიც რუსეთია....რუსეთი ავადმყოფობაა ის გადამდებია იგი თავისუფლების მკვლელ ვირუსს შეიცავს....რუსეთი თავისუფლების მკვლელი სახელმწიფოა და ასეთივედ დარჩება ვიდრე მისი მოსახლეობა არ მონდომებს გახდეს თავისუფალი(ამჟამად იგი რაღაც საშუალოა ადრეულ ფეოდალიზმსა და გვიანი ბატონყმური ცარიზმს შორის). Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღესაც ვართ, ომის გარეშე საკუთარ ქვეყანაში "მშვიდობით" დაბყრობილი ერი, იმ ძველი ომის შედეგი რა იყო? რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ არა ჩვენს ქვეყანაში? და დღესაც რასაც უნდათ იმას აკეთებენ აბა სხვაობა? ფორმალურად მეფე მაშინაც იჯდა და ეხლაც ზის, აქ მრწამსსა და იდეოლოგიას აშშ მართავს, აწი სამხედრო და საგარეო სტრატეგიას რუსეთი განგისაზღვრავს, ირანი და თურქეთი მცირე და საშუალო ბიზნესს, ენერგეტიკას რუსეთი და ყაზახეთი და ჩვენ რაღა გვრჩება? აი ეს: უცხოს ბორდელში მიცემა და უცხოს სასტუმროში ლაქიად მუშაობა, უცხო კონპანიაში კომუნალურების ხდა და ა.შ

და ამას ჯობდა მუსულმანური სამყაროს წევრი ვყოფილიყავით..?? იცით, ზოგჯერ მართლა აქვს მნიშვნელობა - დათვი შეგჭამს თუ მგელი... მითუმეტეს საქართველო სამწუხაროდ, არაა ისეთი ძლიერი ქვეყანა, სრულიად დამოუკიდებელი რომ იყოს.. და მეტიც, - აშშ საქარველოს კი არა თითქმის მთელს მსოფლიოს მართავს... და ეს არ უნდა იყოს მარტო საქართველოს პრობლემა...

რაც შეეხება რუსეთს - რუსმა (რა ნაგავიც არ უნდა იყოს), ენა და კულტურა შეგვინარჩუნა... მუსულმანი კი ვაზს გვიწვავდა (უცხოელ მუსულმანებს ვგულისხმობ რასაკვირველია)...

არ მითხრათ ახლა, რომ დღევანდელი საქართველო არ ჯობია იმ საქართველოს, რომელიც ირანის ან თურქეთის შეყლაპული იქნებოდა...

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

 

 

და ამას ჯობდა მუსულმანური სამყაროს წევრი ვყოფილიყავით..?

 

არ ჯობდა, მე იმის დანახვება მსურს რომ "მეორე ლოყის მიშვერის გარეშეც" იმას აკეთებენ რაც უნდათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ჯობდა, მე იმის დანახვება მსურს რომ "მეორე ლოყის მიშვერის გარეშეც" იმას აკეთებენ რაც უნდათ.

ისინი რას აკეთებენ მე თვითონ ვიცი.., ისევე როგორც მუსულმანები.. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაცხადებთ, რომ პარასკევს ცხრა ნოემბერს, ჩვეულებრივად წესისამებრ, შესრულდება პარასკევის ლოცვა.

 

ქართველ მუსლიმთა კავშირი

ტარიელ ნაკაიძე

playfellow

 

ანუ, მართლმადიდებლების ფეხების ბაკუნმა უშედეგოდ ჩაიარა? :) კარგია მასე თუ მოხდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...