lasha_alo Posted October 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2012 http://planeta.ge/blogs/entry/303-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C/გთხოვთ გადაიკითხოთ და გამოთქვათ თქვენი აზრი ,თუ როგორი იქნება მომავალი საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted October 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2012 (edited) გასული საუკუნის დასაწყისის მოკლე შეფასებას ნაწილობრივ ვეთანხმები, არ ვეთანხმები იმაში რომ ეროვნული საწყისი მხოლოდ თავადაზნაურთა ინტერესს წარმოადგენდა: სპირიდონ კედია, მიხაკო წერეთელი(რომელმაც მოახერხა იმ დროის ანარქისტული იდეებში ეროვნული საკითხების პირველ პლანზე წამოწევა) დათა ვაჩნაძე, რეზო გაბაშვილი, ალექსანდრე ასათიანი, ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, კონსტანტინე აბხაზი და სხვები მუშაობდნენ ამ საკითხებზე საკმაოდ აქტიურად.....დამოუკიდებლობა მოგეხსენებათ სოც დეკებმა გერმანიისა და ინგლისის ზეგავლენის ქვეშ გამოაცხადეს ამას გარდა საქართველოს მოსახლეობა მენტალურად გადაჩვეული იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრებას არ ქონდა ამის პასუხისმგებლობის გამოცდილება, ამასთან საქართველომ საგარეო პოლიტიკაში ვერ შეძლო უსაფრთხოების მყარი გარანტიების(როგორიც ბალტიის ქვეყნებმა) მიღება და რუსეთთან დათმობების(ნეიტრალიტეტის) გამოცხადებით გზა გაუხსნა ხელმეორე ოკუპაციას. Edited October 29, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted October 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2012 (edited) რაც შეეხება მემარცხე მემარჯვენეობის თემას ვფიქრობ ეს ნაწილობრივ წარსულის თემაა რადგან კლასიკური გაგებით აღარ არსებობს. ტრადიციულად მემარცხენეები ძლიერ პოზიციებს ფლობდნენ ღარიბ ქვეყნებში სადაც უმრავლესობას საშუალო კლასი არ წარმოადგენდა და სოციალური დემაგოგია პოპულარული იყო(ასეთებია ლათინური ამერიკის ქვეყნები, ნაწილობრივ-იტალია ესპანეთი, აღარაფერს ვამბობ პაკისტანსა და ინდოეთზე სადაც ისეთი ჰიბრიდებია რომ ...) მემარჯვენე ქვეყნები კი შესაბამისად სადაც საშუალო კლასი მოსახლეობის 40% ნაკლები არაა და მეწარმის ინტერესების დაცვით ეკონომიკაც ვითარდება...ასეთებია ინგლისი მისი დომინიონები, აშშ, იაპონია, ...საქართველოში ამავე მიზეზით რომ საერთოდ არავითარი სოც ფენა არ არსებობს აგრეთვე წარსულში ჩარჩენილი რეტროგრადი არისტოკრატია(რუსეთის ძველი ტრუბადური) რომელიც ყოველგვარი ხერხით ცდილობს თავისი მნიშვნელობისა და გავლენის შენარჩუნებას გადაულახავი წინააღმდეგობა აღმოჩნდა პოლიტიკური კულტურის განვითარების საკითხში. Edited October 29, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted October 29, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2012 (edited) საქართველოს სინამდვილეში ვფიქრობ ორი პოლიტიკური გავლენის არისტოკრატიის ჩამოყალიბებამდე ქვეყანა იქნება დაქსაქსული უმიზნო და ღატაკი-სხვა ქვეყნების შემყურე რომელთაც სიამოვნებით მოემსახურებიან ზემოთ ხსენებული რეტროგრადი-არისტოკრატები(როგორც მოვლენებმა აჩვენა ეს თითქმის უკვდავი პარაზიტთა დაჯგუფებაა რომელთაც გადარჩენის დიდი გამოცდილება დაუგროვდათ). ამ ორი ახალი პოლიტიკური არისტოკრატიიდან ერთი უნდა იყოს მემარჯვენე ტიპის ლიბერალური დაჯგუფება რომელიც საშუალო კლასის ინტერესების გამომხატველი იქნება და მეორე სამხედრო არისტოკრატია(თურქეთის და სამხრეთ კორეის მზგავსი) რომელიც სოციალურად სუსტ მოსახლეობას შეთავაზებს პატრიოტულ ინტერესებს და ღირსეულ დასაქმებას თავდაცვის ინფრასტრუქტურაში ეს სამუშაო(ამ ორი ცენტრის შექმნა) გარდაუვალია და მოიცავას დროს დაახლოებით 20წლამდე რის შემდეგაც ქვეყანას ბევრი პრობლემა მოეხსნება. სამწუხაროდ ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს ქვეყნის განვითარებას რაც აყოვნებს ემატება დღევანდელი ეკლესია რომელიც უკვე ორი ათეული წელია ბიზანტიურ თამაშებს თამაშობს და სერიოზულად უთხრის ძირს ქვეყნის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას აქაც რეფორმებია საჭირო და წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტა(მხოლოდ ძეგლთა დაცვის ფინანსირების დატოვებით). Edited October 29, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.