lasha_alo Posted October 28, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2012 პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უფლებამოსილების გაფართოებას ჰპირდება. მისივე თქმით, საქართველოს დანარჩენ რეგიონებს იმაზე გაცილებით მეტი უფლებები ექნება , ვიდრე სადღეისოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გააჩნია. ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებისა და დეცენტალიზაციის თაობაზე ივანიშვილმა დღეს აჭარაში, ჟურნალისტებთან ისაუბრა. "ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება ჩვენი პრიორიტეტია. რეგიონებმა საკუთარი თავი თვითონ უნდა მართონ. ამით უნდა ავიმაღლოთ პოლიტიკური კულტურა. არ შეიძლება ყველაფერი თბილისიდან იმართებოდეს. დეცენტრალიზაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ცენტრს საკუთარი ფუნქციები აუცილებლად დარჩება", - განუცხადა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე. მისივე შეფასებით, აჭარის უმაღლესი საბჭოში "ძალიან კარგი, მეგობრული და ერთიანი გუნდი მოვიდა".ჩაქვში ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომა უხუცესმა დეპუტატმა "მრეწველთა პარტიიდან" ირაკლი ჯაშმა გახსნა. რეგისტრაცია 21-ვე წევრმა გაიარა. სხდომას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიწვეული სტუმრის სტატუსით ესწრება. სხდომას ესწრებიან ასევე სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. პირველ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავმჯდომარეს აირჩევს. ამ პოსტზე კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ავთანდილ ბერიძე განიხილება.2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 13 მანდატი "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა, 8 კი - "ნაციონალურმა მოძრაობამ".http://www.interpressnews.ge/ge/politika/218864-bidzina-ivanishvili-atcaris-avtonomiur-respublikas-uflebamosilebis-gafarthoebas-hpirdeba.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.