Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

პატარაობისას ისე მეშინოდა და მზარავდა გვირაბი, რომ როცა სოფლისკენ მგზავრობისას მივუახლოვდებოდი, თვალებს ვხუჭავდი ხოლმე. საოცრად ნათლად მახსოვს ის შეგრძნება გვირაბიდან გამოსულს რომ მეუფლებოდა. ხელებს ვსლიდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთიდან ღრუბლებში ვეშვებოდი... ერთი პერიოდი ძალიან ხშირად მესიზმრებოდა, რომ ჩვენი წითელი ჟიგულით ბნელ გვირაბში მივქროდი მარტო ვიყავი, საჭესთან არ ვიჯექი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მემიმყავდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ როცა გვირაბიდან გამოვდიოდი მანქანა ქრებოდა და საოცრად მწვანე მინდორზე მივრბოდი.. უკვე მოზრდილ ასაკში კი სასიამოვნოდ მიუწვდომელი და საშინლად საინტერესო გახდა ჩემთვის. არ ვიცი შეიძლება იმ დეტექტივების კითხვამ იმოქმედა, რომლებსაც დღე და ღამე შეუჩერებლად ვკითხულობდი და წინასწარ ვცდილობდი დასასრულის გამოცნობას. თუ გამომივიდოდა გული მწყდებოდა, ტრაგედიის ტოლფასიც კი იყო ჩემთის, რადგან ჩემთვის უსაყვარლეს შეგრძნებას-აღფრთოვანებას ვკარგავდი. ამიტომაც ვგიჟდებოდი აგათაზე. იმდენად დაწვრილებით აღწერდა საქმეს, რომ მაბნევდა და თუ ისევ მას არ მივმართავდი, ჩემით არაფერი გამომდიოდა.ძალიან მიყვარდა და ეხლაც მიყვარს ამოუცნობი, უცნაური რაღაცები, აი დიდხანს ფიქრი რომ სჭირდება რაღაც დასკვნამდე მისასვლელად. ამიტომ ვერ ვიტან მათემატიკას და ზუსტ მეცნიერებებს. მოცემული გაქვს ფორმულა, ჩასვამ რიცხვებს და ეგაა, მორჩა. დაილოცოს ლიტერატურა! სადაც გინდა, როგორც გინდა, რამდენსაც გინდა მოგზაურობ, ჩხუბობ, კლავ-გკლავენ, უყვარხარ-გიყვარს, ღალატობ_გღალატობენ, მაგრამ მაინც ბედნიერი ხარ, იმიტომ, რომ ფიქრობ, კიარ აკეთებ, არამედ ფიქრობ. ფიქრისთვის კი ვინ დაუსჯიათ?! მე მინდა შენი მოკვლა, ყოველდღე ვფიქრობ ამაზე. წარმოვიდგენ როგორ შეგაგდებ გვრაბში, რომელშიც სულ რაღაც 9 წამში მატარებელი შეირბენს და მისი გამაყრუებელი სიგნალის მიუხედავად ნათლად გავიგებ შენს ბოლო სიტყვას-რატომ? მე პასუხი არ მექნება, რადგან არ ვიცი. მე ხომ უბრალოდ ვფიქრობ, არც შენ არსებობ, არც მე და არც ის ღამე, როცა საყვარელთან ერთად გნახე. ალბათ საგნები ავურიე ისევ, რის გვირაბი, რა მატარებელი, რომელი შურისძიება. როდის იყო ჯერ არ გაჩენილს რაიმეს ფიქრი ჰქონოდა, დედის მუცელში ისე დაცული, უდარდელი, უზრუნველია, რომ ყოველ წამს ებღაუჭება პაწაწინა, უსუსური თითებით და ვერ ეგუება იმ ჰაერს, რომელიც ათასი სისაძაგლითაა გაჟღენთილი.და აი ისიც, 3კგ და 50სმ, მამიკოს ულამაზესი გოგონა!

 

 

თუ გაქვთ რაიმე განსხვავებული დამიკიდებულება რაიმე საგანთან, მოვლენასთან, თუნდაც რომელიმე პიროვნებასთან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...