Jump to content
Planeta.Ge

ინტერნეტში ღია და ფარული კონტროლი კანონით აიკრძალა


Recommended Posts

საქართველოს საკონსტიტიუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და თამარ ჩუგოშვილის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციოს სასამართლოში განცხადება გაკეთდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა განსაზღვრავს ისეთ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სახეს, როგორიცაა ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი - გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოს (პირს) შესაძლებლობა ჰქონდა, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განეხორციელებინა დაკვირვება დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას წარმოადგენს.

სადავო ნორმის განმარტების, მისი სისტემური ანალიზის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა არ შეიცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სათანადო გარანტიებს და არ გამორიცხავს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელი ორგანოს (პირი) უფლებამოსილებას, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, მოსამართლის ბრძანების გარეშე განახორციელოს დახურული ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის არსებობა. ვინაიდან სადავო ნორმა არ ითვალისწინებდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განსახორციელებლად სასამართლოს ბრძანების არსებობის აუცილებლობას და ამასთანავე, იგი არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას კონსტიტუციის მიზნებისთვის, სასამართლომ დაადგინა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს", - აღნიშნულია განცხადებაში.

http://www.interpressnews.ge/ge/samartali/218478-sakonstitucio-sasamarthlom-parlamentis-tsinaaghmdeg-saia-s-sarcheli-daakmayofila.html

 

 

მშვენიერია!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იპ-ების გაცემაც დასჯადი ხდება...

:)

ძალიან სერიოზული ნაბიჯია. დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც კი ასეთი რადიკალური ზომები უჭირთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქვე მამია სანადირაძე აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა გამოკვლეული იყოს „კავკასუს ონლაინის“ ამჟამინდელი მენეჯმენტის ქმედებები, რადგან კომპანიის დამფუძნებელს ეჭვი აქვს, რომ „კავკასუს ონლაინში“ თანხები არამიზნობრივად იფლანგებოდა. ასევე სანადირაძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ კომპანიაში ძალიან ბევრი საეჭვო ადამიანია გაფორმებული, მათ შორის ე.წ. „ზონდერები“, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ა.შ.

 

http://www.for.ge/view.php?for_id=17932&f_cat=3&a_title=%E2%80%9Ekavkasus+onlainis%E2%80%9C+damfuZneblebs+aqvs+informacia,+rom+kompaniaSi+zonderebi+muSaoben

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სულელური კანონია. ანუ, კანონის გარდა ყველაფერია :) ვთქვათ, მე მაქვს სერვერი. ვისი რა საქმეა, მე ჩემ სერვერზე შემოსულ ხალხს ვაკონტროლებ თუ არა? ვისაც არ მოწონს, ნუ შემოვა და ვსიო. ფაქტიურად, ეგ იგივეა, რომ აგიკრძალონ შენ სახში შემოსული სტუმრის გაჩხრეკა (ეგ სხვა საქმეა, შენ გაჩხრეკ თუ არა, მაგრამ თუ ხოში გექნება, უნდა გქონდეს უფლება. და მერე უკვე სტუმრის გადასაწყვეტია, შემოვიდეს თუ არა შენთან სტუმრად). ეს კანონი არის სწორედაც რომ პირად საქმეში ჩარევა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი მაგრამ,მერე რომ ვერ გავიგებდით,რომ გუბაზას მილიონები უნდა, ჩვენ კი პატრიოტიზმით პროსტო გვაბოლებს :brr:

 

ეხლა აღარ უნდათ,რომ მაგათ ვინმემ მოუსმინოს, როგორ ხლართავენ წუგზარ ნიკლაური და გივია თარგამაძე შეთქმულებას სახალხო ხელისუფლების წინააღმდეგ :grr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...