Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

დამოუკიდებელი საქართველოს სამსახურში

 

1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და შევიდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩოლოყაშვილი საქართველოს არმიის პოლკოვნიკი გახდა და მონაწილეობდა ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში. 1919 წელს გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. სომხეთ-საქართველოს ომის და რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმძღვანელობდა ქართულ კავალერიას. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის აღების შემდეგ საქართველოს მთავრობასთან და არმიასთან ერთად დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი.

პარტიზანულ მოძრაობაში [რედაქტირება]

 

შეფიცულთა რაზმი

 

1921 წლის 17 მარტს ბათუმის ნავსადგურიდან თითქმის მთელმა მთავრობამ დატოვა საქართველო, მაგრამ ქაქუცა ჩოლოყაშვილი მათ არ გაჰყოლია. იგი იმ დროს იმყოფებოდა სამეგრელოში, სადაც ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპაციამდე იყო მივლენილი ცხენოსანი არმიის ჩამოსაყალიბებლად. 1922 წლის 12 მარტს ჩოლოყაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად ქიზიყიდან ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. ხევსურეთში რაზმის წევრებმა ერთმანეთს საზეიმოდ შეჰფიცეს, რომ მედგრად იბრძოლებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. ამ ფიცის გამო მათ შეფიცულთა რაზმი ეწოდათ.

 

1922 წლის მაისის დამდეგს შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტი (დამკომი) - ხუთი ანტიბოლშევიკური პარტიის გაერთიანება. ამ ორგანოს დაექვემდებარა „სამხედრო ცენტრი“, რომლის მთავარი ძალა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული ძმები გახდნენ. დამკომმა დაადგინა, რომ ერთადერთი გამოსავალი აჯანყება იყო.

 

შეფიცულთა რაზმმა აჯანყება იმავე წლის ივნისში დაიწყო. პირველი შეტაკება სიღნაღთან მოხდა. ამას მოჰყვა გლეხთა აჯაყება ხევსურეთში. თავდაპირველად დუშეთში ჩოლოყაშვილის რაზმმა გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ მეორე ძლიერი შეტევა ვეღარ მოიგერია, იძულებული გახდა, ალყა გაერღვია და თავი კახეთისთვის შეეფარებინა. საბჭოთა ხელისუფლებამ ხევსურეთს წითელი არმია შეუსია და ააოხრა.

 

პირველი პარტიზანული კამპანიის წარუმატებლობის შემდეგ ჩოლოყაშვილი ჩეჩნეთში გაიქცა. ჩოლოყაშვილს სურდა, ჩეჩნებთან გაერთიანებულიყო და ერთად ეომათ რუსების წინააღმდეგ. მიუხედავად ზოგიერთი წარმატებისა, ერთიანი ძალებით შეტევა მაინც ვერ მოხერხდა

 

ამის შემდეგ ქაქუცა დაბრუნდა საქართველოში და ბრძოლები განაახლა. ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა მისი ძმა, სიმონ ჩოლოყაშვილი. საბჭოთა ხელისუფლება განაგრძობდა ქაქუცას დევნას. მისი ოჯახის წევრები დააპატიმრეს. დააპატიმრეს ასევე "დამკომის" წევრები და მათ დახვრეტა მიუსაჯეს.

აგვისტოს აჯანყება [რედაქტირება]

 

ქაქუცა ჩოლოყაშვილი აგვისტოს აჯანყებისას მთავარი სტატია : აგვისტოს აჯანყება.

 

 

1923 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი რამდენჯერმე დაესხა თავს წითელ არმიას. ამასობაში "დამკომმა" გადაწყვიტა 1924 წლის თებერვალში აჯანყება დაწყებულიყო, მოგვიანებით თარიღმა აგვისტოთვის გადაიწია. ქაქუცა აქტიურად მონაწილეობდა აჯანყების მომზადებაში. მან თითქმის 600-მდე კაცი მოაგროვა.

 

აჯანყება 1924 წლის 29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ჭიათურაში აჯანყება 28 აგვისტოს დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად არია შეთქმულთა გეგმები და ხელისუფლებას გაუადვილა მისი ჩახშობა. მიუხედავა ამისა, 29 აგვისტოს, ჩოლოყაშვილის მცირერიცხოვანმა რაზმმა აიღო მანგლისი, მაგრამ მისი შეტევა იქ განლაგებულ სამხედრო ყაზარმებზე უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ ქაქუცა გადავიდა აღმოსაველთ საქართველოს მთიანეთში და დალაშქრა დუშეთი, რომელიც მალე დატოვა, რადგან დახმარება ვერ მიიღო. ამის შემდეგ, 3 სექტემბერს, მან სვიმონიანთ ხევთან დაამარცხა წითელი არმია.

 

4 სექტემბერს შიომღვიმის ტყეში დააპატიმეს დამკომის წევრები: კოტე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი. მათ აჯანყების დამარცხება ოფიციალურად აცნობეს ქართველ ხალხს. ამის მიუხედავად ჩოლოყაშვილი აგრძელებდა ბრძოლას და 6 სექტემბერს, ხევ-გძელასთან,კახეთში კიდევ დაამარცხა წითელი არმია. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა რამდენიმე დღე თბილისს უტრიალა, მაგრამ დარწმუდა ბრძოლის გაგრძელების ამაოებაში. ოქტომბრის ბოლოს 26 თანამებრძოლთან ერთად თურქეთის გავლით საფრანგეთში გადაიხვეწა. საქართველოში დარჩენილი მისი სიმამრი ილია მეღვინეთუხუცესი დახვრიტეს, მეუღლე ნინოს ასევე დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ ქალიშვილებთან, 7 წლის თამართან და 3 წლის ქეთევანთან ერთად, გადაასახლეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 48
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

urfinjus

იქნებ წაგეკითხათ რაც ზემოთ დავდე თქვენთვის სადაც აღმოაჩენდით რომ "ნოეს არ გაყოლია" და ბოლომდე იბრძოლა. შეიძლება დამნაშავე იმაში იყო რომ სამშობლო უყვარადა....ნეტავ ეგეთი დამნაშავეები როგორც ქაიხოსრო ჩო

urfinjus

დამოუკიდებელი საქართველოს სამსახურში   1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და შევიდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩო

mercia merlani

პირველი: სხვა გზა ჰქონდათ? მეორე: ხალხი არ დაუდგა გვერდით და გამსახურდიასავით "უაზროდ" საქართველოში ჩაქოლვას, ამჯობინა გასცლოდა ამ ხალხს, თანაც საფრანგეთში საქართველოსთვის იმაზე ბევრი კარგი საქმეები

მე სხვა წყაროებით ვიცი რომ სტალინმა დაგეგმა ორჯონიკიძესთან და ფილმახთან ერთად საქართველოს ოკუპაცია, მეცხრე და მეთერთმეტე არმიების გამოყენებით თუმცა პირადად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია(ე.ი. მაუზერით არ დარბოდა ტაბახმელასთან) და შულავერის კომიტეტსაც უშუალოდ ხელმძღვანელობდა მოსკოვიდან.....ეს ორი მიზეზით იყო განპირობებული: ერთი ლენინი დაჭრის შემდეგ სიფილისის მეოთხე სტადიაში იყო და ქვეყანას ვეღარ ხელმძღვანელობდა სტალინი კი მიუხედევად იმისა რომ ლენინის ცხოვრებას პირადად აკონტროლებდა მისი მდომარეობა საეჭვო იყო რადგან მისი სამშობლო არ შედიოდა საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში. მეორე კასპიის ნავთობი და კონტროლი კავკასიაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო რუსეთის მომავლისათვის.....აღარაფერს ვამბობ 1924 წლის ქართველ აჯანყებულებთან სისხლიან გასწორებას და 30-იან 50-იან წლების რეპრესიებზე აგრეთვე რუსეთ-გერმანიის ომში საზარბაზნე ხორცად გარეკილ 300 000 ქართველზე. დიდმა პოლიტიკოსმა სტალინმა 35 მილიონი რუსი დააწვინა გერმანიასთან ომში დამპყრობელმა და განადგურებულმა გერმანიამ კი მთელ მეორე მსოფლო ომში სულ 6 მილონი დაკარგა მოკლულთა სახით....გორელებისა და ზოგიერთი რუსის არაკია "სტალინი დიდი პოლიტიკოსი იყო"...სტალინი ერთი უწიგნური დაკომპლექსებული მშიშარა პარანოიკი იყო რომელმაც თავისნაირივე ჩამორჩენილ ქვეყანაში(რუსეთში) ინტრიგებით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და ისე მოექცა რუსებს როგორც მათ უყვართ.....

 

მე ვამბობდი, იმას რო ასეთი ბავშობით, :what: გასაგებია რატო გახდა ასეთი კაცი :puka: "ნაგავი" მარა,ბოლოს გამოვიდა, ისე რო ნახევარი სოფლიო მო......ა. :grr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze ქაქუცა გმირი იყო ის ოკუპანტებს ებრძოდა და ერთადერთი ვისი სურათიც 1988-89 წლებში დამოუკიდებლობის ბრძოლის დასაწყისში სტუდენტობას გამოქონდა ილიას სურათის გვერდით ეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათი იყო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამოდის ის რომ აბო "მოღალატეა" კი მართალია ,რომ მან გაწირა თავი ქრისტიანობისთვის ( ეგ ჩვენთვისაა კარგი ,იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები)...აბა არაბთა პოზიციაზე დავფიქრდეთ წამით

 

საინტერესოა, :032:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ეს ნოე ჟორდანია, ქაქუცა, უბრალოთ სირცხილია

იმათთვის ვისაც რუსეთის იმპერია ურჩევნოდათ - კი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქაქუცა გმირი იყო ის ოკუპანტებს ებრძოდა და ერთადერთი ვისი სურათიც 1988-89 წლებში დამოუკიდებლობის ბრძოლის დასაწყისში სტუდენტობას გამოქონდა ილიას სურათის გვერდით ეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათი იყო

 

მაგი არ ვიცი მაგრამ, ის ვიცი რო წააგო, და ნოეს გაყვა.ხოდა, რაა აქ გმირული? :032:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგი არ ვიცი მაგრამ, ის ვიცი რო წააგო, და ნოეს გაყვა.ხოდა, რაა აქ გმირული?

ბრძოლის წაგება, მებრძოლს, გმირობაში ხელს არ უშლის...

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმათთვის ვისაც რუსეთის იმპერია ურჩევნოდათ - კი..

 

გმირობაზე პრეტენზია, თუ გაქ იბრძოლე! :viking:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გმირობაზე პრეტენზია, თუ გაქ იბრძოლე!

ჰო და თუ არ იბრძოლე, აბა ბრძოლას როგორღა წააგებ (ან თუნდაც მოიგებ)?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

getanxmebi mara mikvirs am mosazrebas shens rwmenas rogor usadageb?

 

რავიცი, ესე ვფიქრობ უბრალოდ :)

 

 

saerTod arsebobda ki abo?

 

მაგის არც დასაბუთება შემიძლია, არც უარყოფა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბრძოლის წაგება, მებრძოლს გმირობაში ხელს არ უშლის..

 

ხო, და რაა გმირობა, ქვეყანა აშეენო თუ ბახ–ბუხი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ წაგეკითხათ რაც ზემოთ დავდე თქვენთვის სადაც აღმოაჩენდით რომ "ნოეს არ გაყოლია" და ბოლომდე იბრძოლა. შეიძლება დამნაშავე იმაში იყო რომ სამშობლო უყვარადა....ნეტავ ეგეთი დამნაშავეები როგორც ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, ვალიკო ჯუღელი, კოსტა აფხაზი, გენერალი კვინიტაძე, სპირიდონ კედია, ექვთიმე თაყაიშვილი ნიკალო მიწიშვილი, ერეკლე ტატიშვილი, მუსიკოსი მიქაბერიძე(სახელი აღა მახსოვს ბერიამ დაახვრეტინა)... მერაბ კოსტავა...გიორგი ანწუხელიძე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის გმირები ბევრი ყავდეს საქართველოს და ჩემზე ბედნიერ ადამიანი არ იქნება გალაქტიკაში...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო, და რაა გმირობა, ქვეყანა აშეენო თუ ბახ–ბუხი?

რომელი ქვეყანა უნდა აეშენებინა, - საბჭოთა კავშირი..? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე მამენტ ქაქუცა და ჟორდანია არც ჩემთვის არ არიან გმირები. წაგებული ომი დაიწყეს შემდეგ გაიქცნენ...

ერეკლე მეორემ რუსეთთან ტრაქტატი დადო, ესენი ეომებოდნენ და აქედან გამომდინარე ან ერეკლე იყო მართალი ან ჟორდანია. მე ერეკლე მირჩევნია

 

რავიცი, ესე ვფიქრობ უბრალოდ

 

მაგის არც დასაბუთება შემიძლია, არც უარყოფა

ამ წინადადებებიდან ცოტა იმედი მომეცა, არ ყოფილხარ მთლად დაღუპული :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომელი ქვეყანა უნდა აეშენებინა, - საბჭოთა კავშირი..?

 

საქართველო!

 

ისე მამენტ ქაქუცა და ჟორდანია არც ჩემთვის არ არიან გმირები. წაგებული ომი დაიწყეს შემდეგ გაიქცნენ..

 

მართალია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...