Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

გასული წლის ზაფხულის დასაწყისში სასწრაფოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საწარმოთა მართვის სააგენტოში გამოიძახეს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ დირექტორი , რომელსაც ყოველგვარი განმარტებების გარეშე წაუყენეს ულტიმატუმი, ერთი დღეში შეეცვალა ამ საზოგადოებისთვის, მისი ისტორიული სახელი „ალფა კომი“-თ, მიზეზი და მიზანი მაშინ, საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი. ასე გაჩნდა საქართველოს კომუნიკაციების რეალობაში, ერთ- ერთი სტრატეგიული საწარმოს, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“, უსახური და არაფრისმთქმელი სახელი.

აღნიშნული საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, საქართველოს მოსახლეობისათვის რადიო და სატელევიზიო პროგრამების მიწოდება ეთერით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სატელევიზიო ანძებითა და ტექნიკური საშუალებებით. ნებისმიერი მაუწყებელი რომელიც ფლობს საერთო სარგებლობის ლიცენზიას, შესაბამისი სიხშირული არხით, ფიქსირებული, ხარჯზე სწორად ორიენტირებული ტარიფებით, განათავსებს სატელევიზიო ანძაზე თავის ტექნიკურ საშუალებებს და იღებს სათანადო მომსახურეობას.

2011 წლის04 ივნისს, დაფუძნდა და საწარმოო რეესტრში გატარდა, შპს „ალფა-კომი“, 10 მილიონი ლარის, სადამფუძნებლო კაპიტალით. აღსანიშნავია, ის რომ ამ პერიოდში, ერთი თვით ადრე შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრ’’–ს, როგორც ნომინაციაში გამარჯვებულს , სამინისტროს ხელმძღვანელობამ პომპეზურად გადასცა, წლის რეფორმატორი საწარმოს სიგელი, მისი ეკონომიური საქმიანობიდან გამომდინარე. კერძოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში საწარმოო გახდა მომგებიანი და 2010 სამეურნეო წელი დაამთავრა 450 ათასი ლარის მოგებით. რადგანაც საწარმოს 100%-ანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, ეს მოგება ძირითადში უნდა მიმართულიყო ბიუჯეტისაკენ, მაგრამ მალევე, ივლისის თვეში საწარმოო რეესტრში ტარდება ახალი, შპს „გოლდენ კომი“, 200 ლარიანი სადამფუძნებლო კაპიტალით, დამფუძნებელი, ვინმე ვასილ ბოლაშვილი. 2011 წლის 31 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „გოლდენ კომ“-ს შორის იდება ხელშეკრულება , შპს „ალფა-კომი“-ს მართვაში,ოთხი წლით გადაცემის თაობაზე. სამინისტროს მოთხოვნაა: სახელმწიფო ბიუჯეტში, შპს“გოლდენ კომ“-მა ყოველწლიურად გადაიხადოს 110 ათასი ლარი, საწარმოს არ შეუცვალოს საქმიანობის ძირითადი პროფილი და ამ ოთხი წლის განმავლობაში განახორციელოს 12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. როგორც მერე გაირკვა, ამ პროექტის სულის ჩამდგმელი და ავტორი გახლდათ მინისტრის ერთ-ერთი ოდიოზური მოადგილე დავით გიორგაძე, რომელიც ეტყობა არ ენდო, შპს „ალფა-კომი“-ს, ძველ ხელმძღვანელობას და 2011 წლის ნოემბრის თვეში, ცვლის მენეჯმენტს, შემოაქვს გენერალური დირექტორის თანამდებობა (დირექტორატის არ არსებობის შემთხვევაში, ესეც ახალი ორიგინალურობაა) და წარადგენს 30 წლის ახალგაზრდა, გენერალურდირექტორს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2008 წელს, ნარკოტესტზე თავის არიდების, გამო დათხოვნილ ვასილ კავაძეს.

იმ პერიოდში რა თქმა უნდა, ამ მოვლენას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ბეჭდვითი მედიის და ოპოზიციურად განწყობილი სატელევიზიო და რადიო მაუწყებელი ორგანიზაციების მხრიდან, სხვათა შორის ტელეკომპანია „კავკასიამ“( იმ პერიოდში ერთადერთი ოპოზიციური ტელეკომპანია იყო ეთერული მაუწყებლობის რეჟიმში მომუშავე) დაიგლიჯა ყველაფერი , მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვიო, ვინ იყო გაქანებული ავტორიტარიზმის პერიოდში, ყურის მგდებელი.

ასე გამოდის, რომ ვიღაც ვასილ ბოლაშვილს, ან მის ზურგს უკან მდგარ მაფიოზურ დაჯგუფებას, ხახვივით უნდა შერჩენოდა, საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტის 2011 წლის მოგება 630 ათასი ლარი, საიდანაც 110 ათას გადაიხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტში და დანარჩენს გააქანებდა საკუთარ ჯიბეში ან უკეთეს შემთხვევაში მოახმარდა რეინვესტიციას, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მოვლენები განვითარდა სულ სხვა მიმართულებით, თანდათან გამოიკვეთა რომ აქ ვასილ ბოლაშვილის სახელი წარმოადგენდა ე.წ.“შირმას“, საერთოდ, ეგ ვასილ ბოლაშვილი არავის უხილავს მთაწმინდის პლატოსთან ახლოს გავლილიც კი. ყველა ოპერაციის მართვას ახორციელებდნენ ვ ასილ კავაძე და მინისტრის მოადგილე დავით გიორგაძე, ეს უკანასკნელი, როგორც შემდგომში გაირკვა ხელდასხმული ყოფილა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მიერ და ამავე დროს, წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის მთავარ „მაყურებელს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. თვით მინისტრი ქალბატონი ვერა ქობალიაც კი უსიტყვოდ ემორჩილებოდა დავით გიორგაძის განკარგულებებს. შემდგომში გაირკვა რომ გიორგაძე იყო ნათლიმამა როგორც შპს„ალფა კომი“-ს, ისე შპს „გოლდენ კომი“-საც.

ერთი წლისა სამეურნეო პერიოდში შპს „ალფა-კომი“-ს მართვაში ბევრი უმსგავსო შემთხვევები ხდებოდა. რა თქმა უნდა შპს „გოლდენ კომ“-ს არავითარი, არც ერთი ცენტის, ინვესტიცია არ განუხორციელებია. თუ ადრე-წინა წლებში, ყოველ წელს საქართველოს ტერიტორიებზე მრავლად გაფანტული ობიექტების რეაბილიტაციაზე, რემონტსა თუ ტექნიკური საშუალებების განახლებასა და მოდერნიზაციაზე იხარჯებოდაწელიწადში 400- 450 ათასი ლარი, მათი მართველობის პერიოდში, ამ მიმართულებით არ დახარჯულა არც ერთი თეთრი, პირიქით დაემატა ახალი, არაფრის მკეთებელი, სტრუქტურული ერთეულები ( შიდა კონტროლის სამსახური) ახალი საშტატო განაკვეთები და წლიური სახელფასო დანახარჯები ახალი თანამშრომლების შემომატების წილად გაიზარდა 200 ათასი ლარით. ამ ერთი წლის განმავლობაში ვასილ კავაძემ, საკუთარი ინიციატივით განახორციელა ერთი კორუფციული გარიგებაც, რადიოკომპანია „მწვანე ტალღ’’–ის ხელმძღვანელობასთან. ვითომდა რეკლამის სანაცვლოდ გამოუქვითა დავალიანება 100 ათასი ლარი. რადიო „მწვანე ტალღის’’ მეწილე მაკა ჯახუა, წარმოადგენს ვასილ კავაძის ოჯახის ახლობელს და ამავე დროს თავისუფლების ინსტიტუტის და ზურაბ ჯვანიას დროინდელი მწვანეთა პარტიის გამოზრდილ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ პიროვნებას, თავის დროზე ეს რადიო ფინანსირდებოდა სოროსის ფონდიდან. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პერიოდში ვასილ კავაძე სისტემატიურად ახორციელებდა ოპოზიციური ან თავისუფალი აზრის მქონე ტელე და რადიოკომპანიების ბლოკირებას, არ აძლევდა მათ საშუალებას განეთავსებინათ სატელევიზიო ანძებზე აპარატურა; გლობალ ტვ, მაესტრო, სტერეო პლიუსი, რადიო ჰერეთი, ტელერადიოკომპანია თრიალეთი და ასე შემდეგ. უნდა აღინიშნოს ისიც რომ ვასილ კავაძემ საკუთარი კაბინეტისა და ავეჯით მოწყობაში დამატებით გახარჯა 30 ათასი ლარი. დაინიშნა ხელფასი თვეში 5500 ლარი, როცა საშუალო ხელფასი საწარმოში არ აღემატება 450 ლარს.

და ასე მოვიდა 2012წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შპს „ალფა-კომი“-ს საზოგადოების საქმიანობა, სხვათაშორის , გენერალურმა დირექტორმა გასცა სიტყვიერი განკარგულება რომ ყველა თანამშრომელს ხმა მიეცა ნაციონალური მოძრაობის პარტიისათვის და დეპუტატობის კანდიდატებისათვის, თუ არა და შემდგომში ის არ იძლეოდა მათი სამსახურში საქმიანობის გაგრძელების გარანტიას. არჩევნების შედეგების გამოცხადების მესამე დღეს, გავრცელდა კულუარული ინფორმაცია, რომ შპს „გოლდენ კომი“ წყვეტდა ხელშეკრულებას სამინისტროსთან და გადიოდა შპს „ალფა-კომი“-ს მართვიდან , რაზეც 05 ოქტომბერს ბრძანებას გამოსცემს დავით გიორგაძე, რომელმაც ორი დღით ადრე სამინისტროს სამი სააგენტო გააერთიანა ერთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქვეშ და თვითონ უდგება სათავეში, თან ინარჩუნებს მინისტრის მოადგილის თანამდებობასაც. გამოდის, რომ დავით გიორგაძემ დაიწყო მის მიერ,ადრე ჩადენილი მახინჯი ქმედებების მიჩქმალვა. მან საკუთარი ნების გამოვლინებით დაუბრუნა სახელმწიფოს მის მიერვე ერთი წლის წინ მიტაცებული- შპს „ალფა-კომი“. გიორგაძისთვის, კი-ნამდვილად ის აჯობებდა, ძველი სახელი - „ საქართველოს ტელერადიოცენტრი“ დაებრუნებინა ამ საწარმოსთვის. სახელმწიფო მართვაში დაბრუნების შემდეგ მენეჯმენტში არ ხდება არავითარი ცვლილება.

რა იმალება ყოველივე ამის უკან არ იქნება ძნელი მისახვედრი. ნაციონალური მოძრაობის ამ დამნაშავე ელემენტებს ისევ სურთ დარჩენა ხელისუფლებაში და შემდგომში მათი ძირგამომთხრელი საქმიანობით დაღუპონ ხალხის მონაპოვარი დემოკრატიული ცვლილებები. თუ ბოლო მოვლენებს დავაკვირდებით ელექტრონული მედი საშუალებების გადაფორმებების და ე.წ “გაპრავები“-ს სივრცეში, ნათელი ხდება, რომ მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი საეთერო სატელევიზიო და რადიომაუწყებლობა სრულად ნაციონალური მოძრაობის ხელშია და ამ ფონზე, იმ საწარმოში, რომელიც ამ მაუწყებლობას ავრცელებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, საკუთარი მენეჯმენტის შენარჩუნება ნაციონალური მოძრაობის სასიცოცხლო ინტერესია.

თვით კოლექტივშიც, სადაც მუშაობს 320 ადამიანი, არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება ბატონ ვასილ კავაძის მიმართ, თითქმის კოლექტივის 90% ეწინააღმდეგება და უნდობლობას უცხადებს, იმედი აქვთ ის ცვლილება რაც პოლიტიკაში ხდება აისახება მათ შრომით საქმიანობაზე და იმედის თვალით შესცქერიან საწარმოს მომავალს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მადლობელი ვიქნები თუ ვინმე ამ თემას დააკოპირებს და დაპოსტავს forum.ge-ზე პოლიტიკის განყოფილებაში
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მადლობელი ვიქნები თუ ვინმე ამ თემას დააკოპირებს და დაპოსტავს forum.ge-ზე პოლიტიკის განყოფილებაში

მე კი მადლობელი ვიქნები, თუ ამ თემას ვინმე უფრო (როგორც შეიძლება) მოკლედ დაწერდა... სამწუხაროდ, სიზარმაცეს თავი რომ დავანებოთ, დროც არ მყოფნის... :032:

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

njimko78

უმჯობესია რამდენიმე ფრაზა დაბოლდო. ძნელია აუდიტორისათვის სრული ტექსტის აღქმა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ვინმე ამ თემას დააკოპირებს და დაპოსტავს forum.ge-ზე პოლიტიკის განყოფილებაში

მე არ ვიზამ მაგას...

ლინკი დაუდეთ და წაიკითხავენ თუ უნდათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...