Jump to content
Planeta.Ge

დავით ბაქრაძის გულაობა ბიუჯეტის ხარჯზე აფრიკაში


Recommended Posts

,,რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა სოციალური ქსელით მეტად საინტერესო დოკუმენტი გაავრცელა- საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ გადარიცხვა ს.ს. ,,თი-ბი-სი ბანკის“ პარლამენტის სერვის-ცენტრიდან არის განხორციელებული, გადამხდელი ილია ყურაშვილია, ხოლო საკმაოდ სოლიდური თანხის, 5 760 აშშ დოლარის მიმღები - სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში მდებარე ,,სამხრეთ აფრიკის გოლფისა და საფარის ტური“, გადარიცხვის დანიშნულება კი სასატუმროს ხარჯების დაფარვაა...შალვა რამიშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის დაცვის ორი წევრის- ილია ყურაშვილისა და ალექსანდრე სიხარულიძის მიერ განხორციელებული საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთი და რომ სამხრეთ აფრიკაში, საფარიზე დროის გასატარებლად დავით ბაქრაძე და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად. ამ ეგზოტიკური გრიალის ფული კი არც მეტი, არც ნაკლები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო“.

 

 

(,,ყველა სიახლე“№ 42(336); ავტორი:ნინო კვიტაშვილი)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა დავით ფაცაციამ მოგვაწოდა დოკუმენტი, საიდანაც ჩანს, რონ კობა სუბელიანმა დევნილთა და განსახლების მინისტრობისას სამი წლის განმავლობაში საკუთარ თავს 285 ათას ლარზე მეტი ოდენობის პრემია გამოუწერა.

_ ეს საიდუმლო დოკუმენტები სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ხელში, აქ კარგად ჩანს, თუ რა უსინდისოდ გამოუწერა უზარმაზარი პრემია კობა სუბელიანმა საკუთარ თავს მინისტრობის დროს. იმის ნაცვლად, რომ დევნილებისთვის დაერიგებინა კუთვნილი დახმარებები, მინისტრი სუბელიანი პრემიებს თავისთვის იწერდა. 2010 წელს მან -89 ათასი, 2011 წელს- 98 040, 2012 წელს კი 98-ათასლარიანი პრემია გამოიწერა. მას არ ჰქონდა 3 500 ლარზე მეტის აღების უფლება ხელფასის სახით და სწორედ ამის გამო გამოიწერა ამხელა პრემია. მე 25 მარტს მივუტანე ეს დოკუმენტები კობა სუბელიანს. მას მიაჩნია, რომ ეკუთვნოდა ამხელა პრემიები მაშინ, როცა დევნილები 22 და 28- ლარიან დახმარებებსაც ვერ იღებენ. დღეს კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი: ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა დევნილებს, რომ საცხოვრებელ ფართობს ყველა მათგანს დაუკანონებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წაქეზებით ბოლო დღეებში დევნილები სხვადასხვა ობიექტზე შეცვიცდნენ. მოვუწოდებ მათ, თავი შეიკავონ ძალადობისგან, რადგან ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება“.

 

(,,ყველა სიახლე“№42(336); ავტორი:თამარ ბოჭორიშვილი)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აღარ არის ეს თეები საინტერესო.

თუ დასაჭერია მაშIნ აგებინონ სისხლის სამართლის კოდექსით უმკაცრესად.

თუ არაა დასაჭერი და პოლიტიკური პასუხიმგებლობა ისედაც იწვნიეს მაგ მაწაკებმა...

და პლიზ... ნაცებივით ხუთი წელი თავზე ნუ მოგვახვევთ სააკაშვილის დროინდელებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეილება მასაი გვყავს მთავრობაში და 5000დოლარი ამასთან რა მოსატანია :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...