Jump to content
Planeta.Ge

რამდენად ტოლერანტულია ჩვენი საზოგადოება განსხვავებული კონფესიების მიმართ


Recommended Posts

trinitian

 

როგორ გგონიათ რაარის იმის მიზეზი, რომ საქართველში ძალიან ხშირად ირღვევა სხვადასხვა კონპფესიების წარმომადგენელთა უფლებები

ერთადერთი მიზეზი ამ ყველაფრისა ხელმყოფის დაუსჯელობაა, მე კაბალისტი ვარ, ნებისმიერ მართლმადიდებელ ქრისტიანად რომ მოაქვთ თავი მაგათ ვეტყვი, ან ნებისმიერი კონფესიის მინდევარს, ტელეფონსაც მოგცემთ ჯიგრებო და მისამართსაც, და დაველოდები ერთი ვინმემ მითხრას რატო ხარ კაბალისტიო, თუ ადგილზე დედა არ მოუტყნა, მერე შორიდან მიყურონ, არატოლერანტულობას შობს შიში, დედას რომ მოუტყნავ უპირობოდ მერე ტოლერანტულები ხდებიან ხოლმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება; და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა“ (მათე. 12, 25)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული ოცნების პროგრამაში“ ვკითხულობთ, რომ უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა სახელმწიფო ენის არცოდნაა. ამიტომ, ეს პოლიტიკური სუბიექტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ ყველა მსურველისთვის ქართული ენის შემსწავლელი უფასო კურსები უზრუნველყოს.

ამ პროგრამის მიხედვით, უმცირესობებთან დაკავშირებით შემდეგი ღონისძიებები უნდა გატარდეს:

 

• სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ეროვნული უმცირესობების კულტურის, ენის, ტრადიციების, დაცვასა და პოპულარიზებას

 

• ყველა სახელმწიფო უწყებამ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობას ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე უნდა მიაწოდოს

 

• სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანო, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, რეგულარულად უნდა აწარმოებდეს დიალოგს ეროვნული უმცირესობების ლიდერებთან

 

„ქართული ოცნების“ პროგრამაში სექსუალური და რელიგიური უმცირესობები ნახსენები არ არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1886 წ.-თვის თბილისის გუბერნიაში მოსახლეობის 61,35% მართლმადიდებელი იყო, დასავლეთ საქართველოში - 86,61%. მონოფიზიტები თბილისის გუბერნიაში 22,25%-ს, ქუთაისის გუბერნიაში სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოების მიმდევრები 0,83%-ს შეადგენდნენ, სომხურ-კათოლიკური სარწმუნოების მოსახლეობა აღმოსავლეთ საქართველოში 2% იყო, დასავლეთ საქართველოში _ 0,97%. უმნიშვნელო იყო რომაულ-კათოლიკური სარწმუნოების შემადგენლობა. თბილისის გუბერნიაში იგი შეადგენდა 0,46%-ს, ქუთაისის გუბერნიაში _ 0,07%-ს. იგივე შეიძლება ითქვას ლუთერანებზე (შესაბამისად 0,63% და 0,12%). სუნიტები თბილისის გუბერნიაში 8,43%-ს, ხოლო შიიტები 2,41%-ს შეადგენდნენ. ქუთაისის გუბერნიაში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 10,5% და 0,13% იყო. იუდეველები ქუთაისის გუბერნიაში 0,76% იყვნენ, თბილისის გუბერნიაში - 0,94%. განსაკურთებული აქტიურობითა და მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა `იეღოვას მოწმეები". გავრცელება მოახერხეს თითქმის მთელ რეგიონში. განსაკუთრებით მოიკიდეს ფეხი გურჯაანში. ერთ-ერთი მძლავრი დასაყრდენი გახდა ქ. თელავი. აქ მათი რაო-დენობა 1000-მდე მიმდევარს ითვლის. ასეთივე მდგომარეობაა ლა-გოდეხში. ახმეტის რაიონი მიმდევართა სიმრავლით არ გამოირ-ჩევა, მაგრამ ისინი აქ 1996 წელს გამოჩნდნენ და დღეს მძლავრ სააგიტაციო-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან. დაინტერესე-ბულ მოქალაქეებს ბიბლიას ასწავლიან და უკითხავენ იეღოველთა ოფიციალური ორგანოს _ ჟურნალ `საგუშაგო კოშკს". 1996 წ. 7-10 სექტემბერს დაბა წნორში ჩატარდა `იეღოვას მოწმეთა" საოლქო კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 800-მდე მორწმუნე, მათ შორის 200 ადგილობრივი მკვიდრი. მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე დელეგაციებმა სანკტ-პე-ტერბურგიდან და კიევიდან. სამკაციანი ჯგუფი ჩამოვიდა აზერბაი-ჯანის ბელაქნის რაიონიდან.

კახეთის დანარჩენ რაიონებში `იეღოვას მოწმეთა" გაერთია-ნების საქმიანობა მეტ-ნაკლები აქტიურობით გამოირჩევა.

პროტესტანტული გაერთიანება `ბაპტისტები" პირველად სიღნაღში გამოჩნდნენ (1945 წ.). ყველაზე აქტიურად ისინი გურ-ჯაანის რაიონში მოქმედებენ, სადაც 90-იანი წლების დასაწყისში ააგეს საკუთარი სამლოცველო სახლი. აქედან გადავიდნენ ყვა-რელში. ყველაზე მრავალრიცხოვანი მიმდევრები მათ ლაგოდეხში ჰყავთ. ,,ბაპტისტები" კახეთის ექვს რაიონში მოქმედებენ.

რელიგიურ გაერთიანებათა შორის აქტიურობით გამოირჩევა ,,ორმოცდაათიანელები", დღესდღეობით ისინი კახეთის 5 რაიონში მოქმედებენ. 1988 წლიდან მათ ფეხი მოიკიდეს ლაგოდეხის რაი-ონში, ოსებით დასახლებულ სოფლებში. 90-იანი წლებიდან ისინი კახეთის სხვა რაიონებშიც მოქმედებენ. 1991 წლიდან გაერთია-ნებამ ფუნქციონირება დაიწყო ახმეტის რაიონში. ამჟამად მათ კა-ხეთში 7 მოქმედი ჯგუფი ჰყავთ.

რაც შეეხება სხვა გაერთიანებებს, კახეთში ისინი დიდი აქ-ტიურობით არ გამოირჩევიან.

ლაგოდეხში ,,ჭეშმარიტ ქრისტიანთა საზოგადოებას" დაახ-ლოებით 70-მდე მიმდევარი ჰყავს.

ლაგოდეხისა და სიღნაღის რაიონებში 1865 წლიდან მოქმე-დებენ ,,მოლოკნები", მათი მრევლი მცირერიცხოვანია და, ძირითა-დად, აერთიანებენ რუსეთიდან გადმოსახლებულ ,,მოლოკანთა" შთამომავლებს.

ბოლო დროს ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირსა და სა-ნავარდოში მცხოვრებ კათოლიკე მესხების შთამომავლებთან საა-გიტაციოდ ჩადიან კათოლიკე პადრები.

ბ) გურია

გურიის რეგიონში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირ-ჩევიან ,,იეღოვას მოწმეები" და ,,ორმოცდაათიანელები". ,,იეღოვას მოწმეთა" გაერთიანება პირველად ჩოხატაურის რაიონში გამოჩნდა 1990-92 წლებში, შემდეგ კი ლანჩხუთში _ 1993 წელს.

გურიის რეგიონში უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებო-ბენ ,,ბაპტისტები" და ,,სტაროვერები". ,,სტაროვერების" რიგების შევსება, ძირითადად, რეგიონში მცხოვრები რუსი ეროვნების ადა-მიანთა ხარჯზე ხდებოდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ,,სტაროვერთა" უმრავლესობა გასულია გურიის რეგიონიდან. თან-დათან იზრდება ,,იეღოვას მოწმეებისა" და ,,ორმოცდაათიანელთა" მიმდევრების რიცხვი.

გ) ქვემო ქართლი

დღესდღეობით წალკის რაიონში არ მოქმედებს არც ერთი რელიგიური ორგანიზაცია. რაც შეეხება ქვემო ქართლის დანარჩენ ადმინისტრაციულ რაიონებს, ყველაზე მეტად გავრცელებულია ,,იეღოვას მოწმეები", რომლებიც თითქმის ერთდროულად გა-მოჩნდნენ 1989-90 წლებში ბოლნისის, დმანისისა და გარდაბნის რაიონებში, ხოლო 1992 წელს _ თეთრიწყაროს რაიონშიც. ისი-ნი სისტემატურ ქადაგებას ეწევიან მარნეულის რაიონშიც, სადაც, გაითვალისწინეს რა ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური მრა-ვალფეროვნება, ჩამოყალიბებული აქვთ ქართული, რუსული და აზერბაიჯანულენოვანი ჯგუფები. ამ ჯგუფებში გაერთიანებულია 150-მდე კაცი. ქვემო ქართლში ცალკე შეიძლება გამოიყოს სოფ-ლები, სადაც `იეღოვას მოწმეების" გავლენა საგრძნობია. კერძოდ, ბოლნისის რაიონის სოფლები: რატევანი, რაჭისუბანი, ტანძია, ბა-ლიჭი; დაბები - კაზრეთი და თამარისი; თეთრიწყაროს რაიონში - სოფლები: ფარცხისი, მარაბდა და ივანოვკა.

ქვემო ქართლის რეგიონში `ბაპტისტების'' დასაყრდენ პუნქ-ტად ითვლება დმანისის რაიონის სოფელი განთიადი. ქ. ბოლნისში მათ საკუთარი სამლოცველო სახლი გააჩნიათ.

1995 წლიდან თეთრიწყაროს რაიონში გამოჩნდნენ კრიშნაი-ტები. მათი ცენტრია სოფელი ასურეთი.

ცალკე უნდა აღინიშნოს ამ რეგიონში მუსლიმური რელიგი-ის გავრცელების საკითხი. ქვემო ქართლში კომპაქტურად სახ-ლობს აზერბაიჯანელი და აჭარიდან ჩამოსახლებული მოსახლეო-ბა. მაჰმადიანობის მიმდევართა საქმიანობა მკვეთრად გააქტიურდა. მარნეულის სოფლებში _ კიზილაჯალო, ალგეთი, დამია, გეურარ-ხი, სადახლო, ბაიდარი, ქვემო სარალი _ მოქმედებს მეჩეთები.

მუსლიმური ტრადიციული რელიგიის ქადაგების გააქტიურე-ბას თავისი დადებითი მხარეები გააჩნია. კერძოდ, ასეთ სიტუაცია-ში ნაკლებად საშიშია ისეთი მუსლიმური სექტის გავრცელება, როგორიცაა `ვაჰაბიტები".

დ) შიდა ქართლი

შიდა ქართლის რეგიონში რელიგიური გაერთიანებების საქ-მიანობის დასაყრდენს ქ. გორი წარმოადგენს, სადაც ყველა რელი-გიური გაერთიანების ცენტრი არსებობს. ყველაზე მეტად გავრცე-ლებულია `იეღოვას მოწმეები", რომლებიც შიდა ქართლის ყველა ადმინისტრაციულ რაიონში მოქმედებენ. `ორმოცდაათიანელებსა" და `ბაპტისტებს" ვხვდებით სამ რაიონში _ გორი, კასპი, ქარე-ლი. `სტაროვერები" მოქმედებენ გორში.

ე) სამეგრელო და ზემო სვანეთი

სამეგრელოს მოსახლეობაში საკმაო მხარდაჭერა პოვა `იე-ღოვას მოწმეებმა". სამეგრელო, კახეთის შემდეგ, მეორე რეგიონია `იეღოვას მოწმეთა" მიმდევრების რაოდენობითა და გავრცელების მასშტაბურობით. ამ ორგანიზაციამ სამეგრელოსა და ზემო სვანეთ-ში 1988-89 წლებში დაიწყო საქმიანობა. სწორედ ამ პერიოდიდან გამოჩნდნენ იეღოველები სენაკში, ზუგდიდსა და მესტიაში, ხოლო ჩხოროწყუს რაიონში 80-იანი წლების დასაწყისიდან შეიმჩნეოდ-ნენ. 1995 წლიდან `იეღოვას მოწმეებმა~ სამეგრელოს რეგიონის ყველა რაიონში მოიკიდეს ფეხი.

`ბაპტისტები" მოქმედებენ ზუგდიდსა და ფოთში, ხოლო `ორმოცდაათიანელებისა" და `სტაროვერების~ გავრცელების არეა-ლი ამ რეგიონში ფოთით შემოიფარგლება. საქართველოს საზღვაო ჭიშკარი _ ფოთი ცალკეული რელიგიური გაერთიანებების საქმია-ნობისათვის ხელსაყრელ ადგილად იქცა, რადგან სწორედ აქედან შემოდის მათთვის განკუთვნილი ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილი და შემდეგ მთელ დასავლეთ საქართველოში ვრცელდება. ფოთში მოქმედებს და იქვე აქვს ცენტრი სამეგრელოს რეგიონში მოღვაწე ყველა რელიგიურ გაერთიანებას.

ვ) რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში რელიგიუ-რი გაერთიანებების ნაკლები აქტიურობა შეინიშნება. ამ მხარეში, ძირითადად, `იეღოვას მოწმეები" და `ბაპტისტები" შეინიშნებიან. `იეღოვას მოწმეები" პირველად 1991 წელს ონში გამოჩდნენ, 1992 წლიდან _ ამბროლაურში. ამავე პერიოდიდან (1992-93 წწ.) მათი აქტიური საქმიანობა შეინიშნება ცაგერსა და ლენტეხში. ამ რეგიონებისათვის დამახასიათებელია ის, რომ არატრადიციული რელიგიების მიმდევრები ძირითადად საშუალო ასაკის (30-50 წე-ლი) ქალბატონები არიან.

რაც შეეხებათ `ბაპტისტებს", ისინი მხოლოდ ცაგერის რაიონში მოქმედებენ.

ზ) მცხეთა-მთიანეთი

ამ რეგიონში რელიგიური გაერთიანებების აქტიურობით გამოირჩევა დუშეთისა და თიანეთის რაიონები. აქ, ისევე როგორც სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით გავრცელებულია `იეღოვას მო-წმეები". დუშეთის რაიონში მათმა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. ისინი, ასევე, შეინიშნებიან თიანეთში, ყაზბეგსა და მცხეთაში. `ბაპტისტები" მხოლოდ თიანეთსა და მცხეთაში არიან, `ორმოც-დაათიანელები" _ დუშეთში. თიანეთსა და მცხეთაში მოქმედებენ ისეთი მცირედგავრცელებული რელიგიური ორგანიზაციებიც, რო-გორიცაა ,,კრიშნაიტები" და ,,ბაჰაის მიმდევრები".

თ) იმერეთი

იმერეთში არსებული ვითარება მეტ-ნაკლებად წააგავს სა-ქართველოს სხვადასხვა რეგიონში შექმნილ ვითარებას. რეგიონში უკვე დიდი ხანია მოღვაწეობენ ,,ბაპტისტები" და ,,ორმოცდაათია-ნელები", თუმცა, ისინი დიდი აქტიურობით არ გამოირჩევიან. რაც შეეხება ,,იეღოვას მოწმეებს", პირველად 1987-88 წლებში სამ-ტრედიაში გამოჩდნენ, 1988 წლიდან _ ტყიბულსა და ჭიათურაში. დღესდღეობით ისინი იმერეთის თორმეტივე რაიონში მოქმედებენ. ცენტრი გააჩნიათ ქ. ქუთაისში, სადაც ხდება მთელი რეგიონის საქმიანობის კოორდინირება.

საკმაოდ აქტიურობენ ,,ორმოცდაათიანელები", ზესტაფონ-ში მათ საკუთარი სამლოცველო გააჩნიათ. აქ მათი მიმდევრების რაოდენობა 600 კაცამდე აღწევს და უმრავლესობა ახალგაზრდე-ბი არიან. მათი გავრცელების არეალია წყალტუბო, ასევე, სამტ-რედია, ჭიათურა. იმავე რაიონებში ვხვდებით ,,ბაპტისტებსაც".

იმერეთის რეგიონის ორ რაიონში _ ტყიბულსა და ზესტა-ფონში მოქმედებს ,,ჭეშმარიტ ქრისტიანთა" საზოგადოება, საჩხე-რეში გავრცელდა ,,კრიშნაიტები" და ,,ღვთაებრივი ახალი სიტყ-ვა".

ი) აჭარა

ტრადიციული რელიგიების გვერდით აჭარაში რამდენიმე სხვა რელიგია და სექტა გამოჩნდა, კერძოდ: ,,იეღოვას მოწმეები", ,,ბაჰაისტები", ,,კრიშნაიტები", ,,ბაპტისტები", ,,ევანგელისტები", ,,ორმოცდაათიანელები". აქვე ფუნქციონირებს საქართველოსათვის არატრადიციული მართლმადიდებელი მიმდინარეობა _ `სტაროვე-რობა". ,,ბაჰაისტებსა" და ,,კრიშნაიტებს" აქტიური მომხრეები არ გამოუჩნდათ, მაგრამ მათი დამკვიდრების მცდელობა დღესაც დი-დია.

საინტერესოა, რომ ,,იეღოვას მოწმეთა" და `ორმოცდაათი-ანელთა" რიგები ძირითადად ივსებოდა იმ ქართველი და სომეხი ეროვნების მოქალაქეების ხარჯზე, რომლებსაც საზღვარგარეთ (აშშ, კანადა, ავსტრალია და ისრაელი) ემიგრირების სურვილი ჰქონდათ. სექტაში გაერთიანება მათ წევრებს საშუალებას აძლევ-და შესაბამის ქვეყანაში, თავიანთი თანამოაზრეების დახმარებით, მიეღოთ ქვეყნის მოქალაქეობა და მოეგვარებინათ სოციალურ-ეკო-ნომიკური პირობები. საინტერესოა ისიც, რომ ბათუმის ტერიტო-რიაზე არც ერთ დასახელებულ რელიგიურ ორგანიზაციას ოფი-ციალური, მუდმივი წარმომადგენლობა არ გააჩნია.

საქართველოს საპატრიარქოს ვებ გვერდიდან ავტორი

მარიამ ცაცანაშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს მოსახლეობის სტრუქტურა რელიგიური აღმსარებლობის ნიშნით (2002 წ., %):

მართლმადიდებლები - 83.87

კათოლიკები - 0.79

სომხურ-გრიგორიანული - 3.91

იუდეისტური - 0.08,

მაჰმადიანური - 9.92,

სხვა - 0.77,

არცერთი - 0.65.

 

ქართველებიდან (%):

მართლმადიდებელნი - 94.75,

კათოლიკენი - 0.31,

სომხურ-გიგორიანული - 0.08,

იუდაისტური - 0.01,

მაჰმადიანური - 3.84,

სხვა - 0.38,

არცერთი - 0.66. ეს და ზემოთ მართლმადიდებელი ქართული ეკლესიის წყაროებზე დაყრდნობით მოვიძიე სამწყხაროდ სხვა სტატისტიკა ვერ ვნახე თუმცა ბევრი ვეძებე. იქნებ ვინმეს ქონდეს და დადოს ვინაიდან ამ თემაში საინტერესო იქნებოდა თუ თემის ავტორი წინააღმდეგი არ იქნება.

Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

 

მაგ სიაში რატომ არაა ჩამოთვლი რელიგიური უმცირესობები?

 

______________________________________________________

 

რაც შეეხება თემას:

 

რამდენად ტოლერანტულია ჩვენი საზოგადოება განსხვავებული კონფესიების მიმართ.

ქართული საზოგადოება ძირითადად ტოლერანტულია. უბრალოდ ზოგჯერ აიყოლოებენ ხოლმე ხალხს ზოგიერტები უთანხმობებისა და დაძაბულობის გასაჩაღებლად. მერე არსებული ვითარებით სარგებლობენ საკუთარი ამბიციებისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად. აი ესაა სიმართლე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრიეს სია მე არ შემიდგენია ამასთან ძველია და საპატრიარქოს მიერაა შედგენილი რაც ყველა ვარიანტში საეჭვოა უბრალოდ სტატისტიკის რაიმე ნიშანს ვეძებდი და ამას წავაწყდი...გარდა ამისა ჩემთვის არ არსებობს ტერმინი უმრავლესობა და უმცირესობა თუ სიმრავლე რამეს ნიშნავს ვინმესთვის გასაგებია მაგრამ ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს...ყველა მიმდინარეობა უმცირესობით და დევნილობით იწყებს და ზოგი მათგანი ახარხებს უმრავლესობად გახდომას ამით არც იდეებს არც რწმენებს არაფერი არ ემატებათ...თუ თქვენ გაგაჩნიათ რაიმე სტატისტიკა საინტერესო იქნებოდა მაგ მე კათოლიკეებს ბევრს ვიცნობ და ვფიქრობ მათი რიცხვი შეგნებულად არ სახელდება ასევე სხვა კონფესიებთან დაკავშირებით მე ამ ისტორიაში არ მაღელვებს რელიგიური დოქტრინების არსი მე მივესალმებოდი პატრიარქიის და მომავალში თუ სხვა კონფესია მოძლიერდა მათიც სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას და აკრძალვას ე.წ. "სასულიერო პირების" ჩარევას პოლიტიკასა და საერო ცხოვრებაში.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

 

მე არ მიკითხავს მაგ სიაში შენ რატომ არ ჩამოთვალე რელიგიური უმცირესობები-თქო. :) უბრალოდ დამაინტერესდა რატომ არ ჩამოთვალეს მაგ სიის ვაი შემდგენლებმა უმცირესობები. თავი ალბათ ნამეტანი კაი მასტები ეგონათ ვინ ეგ სია შექმნეს. :D ამ დროს.... :facepalm:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი მგონი პასუხი ისედაც ნათელია. მართლმადიდებლობას გასავლელი აქვს გზა რაც ევროპამ გაიარა 2-3 საუკუნის უკან დისკუსიები კონკურენცია და ა.შ. ვფიქრობ დაგვიანებულია ამთთვის, თუმცა ეს მე არ მადარდებს მაგრამ აგნოსტიკოსისთვისაც(აგნოსტი თუ გნებავთ} ძნელი საყურებელია იობას მენდალიანი ისაკაძის ბანდების გულაშვილის რუსული შავრაზმელების, მმკ-ს ქოფაკების თარეში და განუკითხაობა ეხლა დარწმუნებული ვარ საერთოდ აიშვებენ თავს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი მგონი პასუხი ისედაც ნათელია. მართლმადიდებლობას გასავლელი აქვს გზა რაც ევროპამ გაიარა 2-3 საუკუნის უკან დისკუსიები კონკურენცია და ა.შ. ვფიქრობ დაგვიანებულია ამთთვის, თუმცა ეს მე არ მადარდებს მაგრამ აგნოსტიკოსისთვისაც(აგნოსტი თუ გნებავთ} ძნელი საყურებელია იობას მენდალიანი ისაკაძის ბანდების გულაშვილის რუსული შავრაზმელების, მმკ-ს ქოფაკების თარეში და განუკითხაობა ეხლა დარწმუნებული ვარ საერთოდ აიშვებენ თავს

urfinjus

 

100%-იანს ამბობ და გეთანხმები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...