newstudio Posted October 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2012 (edited) ,,ამერიკამ სააკაშვილსა და მის გარემოცვას ზურგი აქცია და ამიტომაც ისინი რუსეთის მიმართულებით გააქტიურდნენ, გიგა ბოკერია არჩევნებამდე სამი დღით ადრე მოსკოვში რომ იყო, ამას რობიკო სტურუა თავის ,,ფეისბუქის’ ოფიციალურ გვერდზე წერდა. წაგების შემდეგ, გამორიცხული არაა, რომ რუსეთის დახმარებით ივანიშვილის წინააღმდეგ რევანში წამოიწყონ. არის ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია, შეტევა რამდენიმე მიმართულებით. როგორც კი მთავრობა დამტკიცდება, კერძოდ კი, სოზარ სუბარის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, მოხდება ციხის ბუნტი, ეს კი ნიშნავს, რომ ციხეში შევა სპეცრაზმი და სოზარს მიაკერებენ ახალაიას იარლიყს. ,,ალიას“ წყაროს ინფორმაციით, პანკისში გივი თარგამაძეს შემოყვანილი ჰყავს ვაჰაბიტები. ეს გამოიწვევს პანკისის ხეობის აფეთქებას, რასაც შეიძლება რუსეთის შემოსვლა მოჰყვეს წესრიგის დამყარების მიზნით. ასევე იგეგმება სამცხე-ჯავახეთის პრობლემების გაღვივება.კოალიციას ერთადერთი გამოსავალი რჩება, სააკაშვილი უმოკლეს ვადაში უნდა ჩამოაცილონ პრეზიდენტობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ,,ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილს ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ჩვენი ინფორმაციით, ნაცები იმუქრებიან, ივანიშვილს გასაქცევად გავუხდით საქმესო. თუმცა ვინ იცის, იქნებ ბიძინას მუქარა უფრო ადრე ახდეს- მიშა, საქმეს ისე გაგიხდი, საგიჟეთში შენი ფეხით წახვიდეო!“ (,,ალია“№79(2735). ავტორი:ნინო სამხარაძე) Edited October 16, 2012 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 16, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2012 ინტერვიუ კახა მიქაიასთან (,,ალია“№79(2735); ავტორი:დიტო ჩუბინიძე) ,,ბაჩო ახალაია, როლანდ ახალაია, მეგის ქარდავა სამივენი ზუგდიდში არიან და ემზადებიან... სარფის საბაჟოს კადრებს რაც შეეხება, რომლის თანახმადაც თითქოს ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს, ეს არის აფერა, ეს იყო სპექტაკლი და ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა არიან ზუგდიდში. არსად ესენი არ წასულან. დათა სად არის არ ვიცი. როლანდ ახალაია ზუგდიდში ჩნდება, ხოლო ბაჩო და მეგისი - არა.არჩევნების დღეს ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ თბილისიდან ჩამოიყვანეს ათასკაციანი დაჯგუფება და ეს ხალხი დააბანაკეს ურთის მთაზე. ამ ხალხს დავალებული ჰქონდა ომის დაწყება. დიახ! მათ სამოქალაქო ომი უნდა დაეწყოთ იმ შემთხვევაში, თუ მიშას გაუჭირდებოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ სააკაშვილმა დამარცხება აღიარა და ესენი აირივნენ და დაიბნენ! ახლა ეს ათასკაციანი დაჯგუფება ურთის მთაზე არ არის, არ ვიცი სად არის, მაგრამ საკუთრივ ზუგდიდში გამალებით მიმდინარეობს ყოფილი ზონდერების, ე.წ. რეზერვისტების შეკრება. "ტყის ძმები", ძველი მხედრიონელები ახლა იკრიბებიან. ეს ხდება ჩიქობავას ქუჩაზე. ამ სახლის პატრონი არის ვინმე გოგიტა ჩომახია, რომელსაც 20 წელი ჰქონდა მისჯილი და ბაჩო ახალაიამ 3 წელიწადში გამოუშვა ციხიდან. აი, ამ სახლში იკრიბება ეს ხალხი, ხოლო მანქანა, რომელიც ამ სახლის წინ დგას , არის ცნობილი თორნიკე მალაზონიას მანქანა - იმ მალაზონიასი, რომელიც ალასანიამ ერთხელ უკვე ახსენა, როცა ბაჩოს ახალაიასადმი დაქვემდებარებული ზონდერდაჯგუფებები ჩამოთვალა. იმავე სახლში ასევე იკრიბებიან კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლები. ზუგდიდის კუდ-ისა და სოდ-ის ხელმძღვანელებმა - რუსლან შამახიამ და ბაკურ გულუამ თავიანთ ხელქვეითებს უკვე უბრძანეს - მე გეუბნებით ციტატას - "დაიწყეთ ყაჩაღობა, ჩაიდინეთ კრიმინალი, ოღონდ არ "დაიწვათ!" ეს ყაჩაღობები უკვე დაწყებულია და ხალხის დაყაჩაღება გახშირდა. გეტყვი ასევე იმას, რომ 14 ოქტომბერს კვირას ზუგდიდში, დათო შენგელიას სიმამრის სახლიდან გამოვიდა 4 დაბურულმინებიანი ჯიპი და ერთი წავიდა ანაკლიაში - ვკითხულობ, რა ხდება და სად არის ის ათასი კაცი, ის ზონდერები, რომლებსაც მე ავაკითხე სქურში? ჩემი ინფორმაციით, ისინი გადანაწილებული არიან სახლებში და ელოდებიან ბაჩო ახალაიას ბრძანებას! ახალაიები და მათი ზონდერები ყველაფერს ელოდებოდნენ, მაგრამ ვერ წარმოიდგენდნენ სააკაშვილის მიერ არჩევნებში დამარცხების აღიარებას! თუმცა მათ მაინც ჰქონდათ ძალიან ცუდი რაღაცის მოლოდინი და დამარცხების შემთხვევაში პროვოკაციებისთვის ემზადებოდნენ, რასაც გეგმავენ კიდეც! პირდაპირ ვაცხადებ - აშშ-ის ელჩმა ნორლანდმა გააჩერა მიხეილ სააკაშვილი, რათა მას არ მოწყო პროვოკაციები სამეგრელოში და მთლიანად საქართველოს მასშტაბით. სააკაშვილი ვერ წავიდა დასავლეთის ნების წინააღმდეგ და მას მოსთხოვეს მარცხის აღიარება, რადგან ფაქტი სახეზე იყო - არჩევნები სუფთად მოიგო ბიძინა ივანიშვილმა”. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted October 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2012 (edited) ახალაიები და მათი ზონდერები ყველაფერს ელოდებოდნენ, მაგრამ ვერ წარმოიდგენდნენ სააკაშვილის მიერ არჩევნებში დამარცხების აღიარებას! ანუ, კახა მიქაია ფიქრობს, რომ ერთი პირი არ ჰქონდათ..?აშშ-ის ელჩმა ნორლანდმა გააჩერა მიხეილ სააკაშვილი, რათა მას არ მოწყო პროვოკაციები სამეგრელოში და მთლიანად საქართველოს მასშტაბით. სააკაშვილი ვერ წავიდა დასავლეთის ნების წინააღმდეგ და მას მოსთხოვეს მარცხის აღიარება, რადგან ფაქტი სახეზე იყო და ეს ვერ გაგებინა სააკაშვილმა, იმ ხალხს, რომლებიც მის, კბილებით დაცვას აპირებდნენ..? Edited October 16, 2012 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 16, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2012 Shatenდა ეს ვერ გაგებინა საკაშვილმა, იმ ხალხს, რომლებიც მის, კბილებით დაცვას აპირებდნენ..? ვერ არა, არ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted October 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2012 (edited) ვერ არა, არ... Мда.., странно.. Edited October 16, 2012 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 16, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2012 Shaten რატომ, მიშას ხალხის გადაგდებები სჩვევია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted October 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2012 (edited) იცით, ერთი ძველი ანეგდოტი გამახსენდა - სვანმა ტაქსი როგორ გადააგდო - ჩაჯდა ტაქსში, წინასწარ ფული გადაუხადა.. და სანამ მანქანა დაიძრებოდა, გამოვარდა მანქანიდან და მოტყდა.. Edited October 16, 2012 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted October 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2012 რასაც აპირებენ ნაცები, თუ მართლა დაიწყეს სამოქალაქო ომი, მაშინ ახდება გუბაზ სანიკიძის წინასწარმეტყველება: ხალხი მაგათი დამწვარი გვამებით ირბენს ქუჩაში და მათი გამჩერებელი კაცი არ იქნებაო. ცოტა ფრთხილად იყვნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted October 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2012 ახდება გუბაზ სანიკიძის წინასწარმეტყველება:მაგან საკუთარ ტყავზე იფიქროს რამდენადაც მე ვიცი ივანიშვილის ხასიათი, დედას მოუდღნავს მოგვიანებით. ჯერ არ არის მაგის დრო და სიტუაცია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shamugia Lara Posted October 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2012 ნაცების გეგმაზე: индюк тоже думал,но в суп попал. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted October 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2012 ნაცების გეგმაზე: индюк тоже думал,но в суп попал. მართალია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted October 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2012 ნაცების რევანშისტული გეგმა ჯერ ნაცინალებს გეგმა, არ უნდა ოცნება ყველაფერს, იზამს თანაც, უფასოთ :D მერე ეს როგორც, მასონების შეთქმულება ) და ბოლოს საიდან, მოიტანე ან მოიგონე :beat: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted October 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2012 (edited) დიდება ბუნებას კახა მიქაიას და გუბაზნატორის სიტყვებს თუ ვინმე ამ გალაქტიკაში სერიოზულად აღიქვამდა ძნელი წარმოსადგენი იყო. როგორც იტყვიან "ეკლესიაში მღვდელი მომკვდარიყო და მოძღვრად ყვავი აირჩიესო". კახა მიქაიას ციტირება და გუბაზის "პროგნოზები"..... არ ვიცი ვინმემ მესროლეთ თორემ სიცილით გავიგუდები....კალენდარი იყიდეთ ან მართლა მოუსმინეთ რა ბგერებს გამოცემენ ეგ ყარაჩის ბაზრის კრაზანები მეცხრამეტე საუკუნიდან.....წმინდაო კეაცელკოატლე შენ გადააფარე პონჩო ამ გაჭირვებულ ქვეყანას ბოროტო ოსსა ერთი დღე აცხოვრე ეს ადამიანები შენი ჭორების გარეშე, დაცინვის ღვთაებავ მომო თავი დაანებე ამ გაჭირვებულ ადამიანებს, თანატოს წამიყვანე ოდეს ამდენი სიცილი ტანჯვაა ოლიმპიური.... Edited October 22, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted October 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2012 (edited) Giorgi Kiskeidze მასონების შეთქმულებაზე არაკების მთხრობელები ფსიქიატრიული საავდმყოფოს ყველაზე უიმედო პაციენტები გახლავთ რომლებიც როგორც იეჰოვას მორწმუნეები გონებაშეზღუდულობის გამო კრისტალიზირებულნი არიან ერთ მარტივ ზღაპარში(მასონებზე მოსაუბრეები რუსული შავრაზმული პრიმიტიული პროპოგანდით, იეჰოვას მოწმეები კი ერთი უსაქმურის სეპტუაგინტას ინტერპრეტაციით) ვერ უშველი, მხოლოდ უთანაუგრძნე ხოლმე კოპლებიან კვერცხებს...რუსული პროპაგანდის საყვარელი თემაა ყველაფერი სხვას დააბრალონ: რატომ არ უვარგადთ მანქანები, რატომ ვერ თამაშობენ ფეხბურთს, რატომ გარბიან მათი ქალები უცხოელზე გასათხოვებლად რატომ არიან ზღაპრული ენერგორესურსების პირობებში აუტანელ სიღატაკეში, რატომ ვერ ააშენეს 10 საუკუნეში სახელმწიფო, ეს ყველაფერი მასონების და ევროპა-ამერიკის ხრიკების "ბრალია".... ჰოდა ვისაც შრომა არ უყვარს(არც ფიზიკური არც გონებრივი) საქართველოში ისიც ეზიარა ამ რუსულ არაკს, ერთობ მოსახერხებელია.... Edited October 22, 2012 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2012 ბაჩო ახალაია, როლანდ ახალაია, მეგის ქარდავა სამივენი ზუგდიდში არიან და ემზადებიანფიზიკაში, მათემატიკაში და უნარ-ჩვევებში. ამოცანა გვეკითხება რა ფაკულტეტზე ჩაბარებას აპირებენ ისინი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.