Jump to content
Planeta.Ge

ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები


Recommended Posts

,,საქართველოდან გაიქცა თბილავიამშენის გენერალური დირექტორი, ცნობილი ზონდერი და ბაჩო ახალაიას მარჯვენს ხელი - რეზო ჭარბაძე, რომელსაც სააკაშვილი ,,დიდგორისა“ და ,,ანაკლიის“, ასევე ქართული უპილოტო თვითმფრინავების შექმნის გამო მარჯვენას უქებდა. ჭარბაძე, რომელიც პირადად მონაწილეობდა 2007 წლის 7 ნოემბრის, 26 მაისისა და სხვა მშვიდობიანი და გახმაურებული მიტინგების ხოცვა-ჟლეტაში, თავის მოადგილესთან - ზურაბ ბერულაშვილთან ერთად გამქრალა, რადგან რამდენიმე მილიონი გაუფლანგავთ და ,,შეუხვილიფებიათ“ ბიჭებს!...

 

მძიმედ ყოფილა მინისტრის მოადგილის- კოკა სეფერთელაძის საქმეც, რომელსაც თურქეთში ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა ჰქონია გახსნილი...თავის დროზე, ქარხნის გასაშვებად სეფერთელაძეს ფულიანი ხალხი შეუამხანაგებია და დიდი ფული უსესხებია. სესხის ხელშეკრულება დაუმოწმებია ანაგის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ნოტარიუსს. ახლა, ქვეყანა რომ გადატრიალდა და ,,გნაცმოძრაობას“ ,,გაუვალობა“ დაემართა, ის ფულიანი ხალხი კოკა სეფერთელაძეს თურმე მიადგა და თავიანთი ფულები მოითხოვა...აფორიაქებული კოკა ბიზნესმენებსა თუ ჩარჩებს ასე აწყნარებს, თურმე,- დამაცადეთ, მალე ქვეყანა ისევ გადმოტრიალდება და ყველაფერს პატიოსნად დაგიბრუნებთო!...ანუ სეფერთელაძეს იმედი აქვს, რომ ,,გნაცმოძრაობა“ ისევ ხელისუფლებაში იქნება და თან ძალაუფლებას ერთპიროვნულად დაეპატრონება!...

 

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი- ბაკურ კვეზერელი დიღომში, სიხარულის ქუჩის №7-ში 8 მილიონ დოლარად(!!!) საკუთარ სახლს ყიდის. სახლის საერთო ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრი (!!!) ყოფილა საცურაო აუზებით, ჯაკუზებითა და ათასი მიეთ-მოეთით...

იქვე, სიხარულის ქუჩაზე, სააკაშვილის მეზობლად ყოფილა კვეზერელის მამის მოკრძალებული(!!!) სახლი, რომელსაც 500 ათას დოლარად ყიდიან და კვეზერლები საქართველოდან მიდიან, თურმე!...

ეს ამბავი დაზუსტებულია და წყალი არ გაუვა, რადგან კვეზერლებს მაკლერი ჰყოლიათ აყვანილი და სწორედ მან უთხრა ჩემს მეგობარს საყველპუროდ.....

 

(,,კვირის ქრონიკა“№42(564). ავტორი: დიტო ჩუბინიძე)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან კი გიხარიათ, მაგრა იმდენად ამაზრზენი ქონების გადანაწილების პროცესი იწყება, ბიძიებო და ბაბუებო რომ...

მემოგნი დაგვიტრიალდა 90 იაენბი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან კი გიხარიათ, მაგრა იმდენად ამაზრზენი ქონების გადანაწილების პროცესი იწყება, ბიძიებო და ბაბუებო რომ... მემოგნი დაგვიტრიალდა 90 იაენბი...

დაუშვებელია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი- ბაკურ კვეზერელი დიღომში, სიხარულის ქუჩის №7-ში 8 მილიონ დოლარად(!!!) საკუთარ სახლს ყიდის

ვინც ამას იყიდის იდიოტია... ფლორიდაში იყიდი სასახლეს მაგ ფასად..8-ს თან

რა ამბავია, დიღომში 8 მილიონი... :facepalm:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...