Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მამა ალექსანდრე მენს (1935-1990) მართებულად უწოდებდნენ ინტელიგენციის კეთილ წყემსსა და მოძღვარს. ის მართლაც გახლდათ არა მხოლოდ მოწოდებით მღვდელი - ძლიერი და ფაქიზი სულის ადამიანი, რომელიც თავის გარშემო სულიერ სიმშვიდესა და სიყვარულს თესავდა; მას აგრეთვე ძალზე მნიშვნელოვნად მიაჩნდა, განემარტა საეკლესიო ტრადიციისა და ბიბლიური ტექსტების საზრისი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა სინამდვილეში საკმაოდ მდიდარი, მაგრამ წმინდად მატერიალისტური განათლება მიიღეს და XX საუკუნის 80-იანი წლების დასასრულს უმძაფრესად შეიგრძნეს რწმენისა და სულიერების ნაკლებობა. მამა ალექსანდრემ, განათლებით ბუნებისმეტყველმა, ყმაწვილობის ასაკიდანვე იცოდა, რომ აუცილებლად მღვდელი უნდა გამხდარიყო. ახალბედა ქრისტიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ის მათსავე ენაზე, მათთვის ახლობელი, თანამედროვე რეალიებით ესაუბრებოდა და ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ნათლობა მათთვის გაყინულ დოგმათა და რიტუალთა სამყაროში შესვლა კი არა, ღვთის ცოცხალ საიდუმლოსთან ზიარება ყოფილიყო. უდიდესი ბედნიერებაა ის, რომ თავის საქმეს არა მხოლოდ მრევლთან საუბრებითა და საჯარო ლექციებით, არამედ თავისი წიგნებითაც აკეთებდა. ალექსანდრე მენის სახით ჩვენ გვყავს დიდი ქრისტიანი მწერალი, რომელმაც ძალზე მდიდარი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. თავისი სიცოცხლითა და თავისი ტრაგიკული აღსასრულით მამა ალექსანდრემ გვიჩვენა, თუ როგორია ჭეშმარიტი ქრისტიანი.

post-9378-0-00152700-1350303388.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გოგი გვახარიას გადაცემაში რამოდენიმე დღის წინ იყო საუბარი ამ გენიალურ პიროვნებაზე http://www.youtube.com/watch?v=fqCuFTMdn6M
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალგაზრდებს, ის მათსავე ენაზე, მათთვის ახლობელი, თანამედროვე რეალიებით ესაუბრებოდა და ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ნათლობა მათთვის გაყინულ დოგმათა და რიტუალთა სამყაროში შესვლა კი არა, ღვთის ცოცხალ საიდუმლოსთან ზიარება ყოფილიყო

:cry: "უფალმა აცხონოს მისი სული" ... :D :)) :)) :)) ... ახალგაზრდებს ტვინს ურეცხავდა თავისი "გასაგები ენით" ახსნილი მონობით... საწყალი ბავშვები... :( :032: ...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:cry: "უფალმა აცხონოს მისი სული" ... :D :)) :)) :)) ... ახალგაზრდებს ტვინს ურეცხავდა თავისი "გასაგები ენით" ახსნილი მონობით... საწყალი ბავშვები... :( :032: ...

ყველა მღვდელსა და მოძღვარს აბუჩად ვერ ავიგდებთ არსებობენ მღვდლები რომლებიც მცირე განათლებისანი არიან და სულ ერთსა და იმავეს იმეორებენ მათ გონებას არ შეუძლია ეს შეზღუდული საზღვრები რომ გაარღვიოს. მაგრამ არსბობენ მოძღვრები რომლებსაც დიდი განათლება აქვთ როცა ქადაგებენ საკითხებს მრავალმხრივ და სხვადასხვანაირად აღწერენ ყველაპერს ისე ცოცხლათა და გრძნობადად აგვიწერენ ჩვენ სულზე დიდად მოქმედებს. განა დასაპასებელი არ არის კაცი რომელიც იმას კი არ ცდილობს მხოლოდ სხვები გახადოს კარგი არამედ მუდმივად თავის ტავთან დაპირისპირებაშია და ცდილობს რომ გარდაიქმნას და შეიცვალოს კაცს რომელსაც ტავთან დიდი ბრღოლა აქვს. როცა ჩვენ გარშემო ამდენი ცუდი არის და დიდად გვტანჯავსა და გვაწუხებს მათი ქცევა მოქმედება ძალზე ღირებული არ არის როცა გამოჩნდება კაცი როცა მათ იმგვარად წარმოუდგენს ცხოვრებასა რომ თვითონ ეს ხალხი გადაწყვეტს შეცვლასა და თუ ყველა არ შეიცვლება ნაწილი მაინც იცვლება თუ ყველა ბიწსა და მანკსა ვერ იცილებენ ნაწილს ხომ იცილებენ ამას დიდი შედეგი მოსდევს იცით ცხოვრობდე კეთილსა და გონიერ საზოგადოებაში რა ბედნიერი რამ არის
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ არსბობენ მოძღვრები რომლებსაც დიდი განათლება აქვთ როცა ქადაგებენ საკითხებს მრავალმხრივ და სხვადასხვანაირად აღწერენ ყველ

ადამიანს ამ შერმთხვავაში მოძღვარს რომელსაც "დიდი განათლება" აქვთ მსგავს სისულელეებს არ ქადაგებენ... მოკლედ ეს მამა ალექსანდრე მენი სხებისგან არაფრით განსხვავდებოდა... რადგან განსხვავებულები ტყუილებს არ ლაპარაკობენ... რაც შეეხება სულის სიწმინდეს ან თუნდაც სხეულის სიმტკიცეს ეს ინდივიდუალურია ნებისმიერი ადამიანისათვის... აღარაფერს ვამბობ იმაზე თუ ეს მამა ალექსანდრე მენი რატომ "ზრუნავდა" და "გულიშესტკიოდა" გარშემომყოფებზე...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...